მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124001.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მეორე, ამ კანონების დაჟინებით მოთხოვნა წარმოადგენს პასუხს იმაზე, რაც ცნობილია როგორც „უსახლკარობის პრობლემა“.
Secondly, the pressure for these laws comes as a response to what is well known to be "the problem of homelessness".
124002.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისე არ არის, რომ ხალხი უცებ დაინტერესდა მეტროში ძილით, როგორც ასეთით.
It is not as though people suddenly became concerned about sleeping in the subway as such.
124003.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თითქოსდა ეს განსაკუთრებით სახიფათო ქმედება იყოს იქ განსახორციელებლად, მოწევისა და მოძრავ მატარებელზე შეხტომის მსგავსად.
As though that were a particularly dangerous activity to perform there, like smoking or jumping onto a moving train.
124004.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
როდესაც ხალხი საქალაქო ტრანსპორტის სამმართველოს სწერს და ეუბნება, „უბრალოდ, მოაშორეთ ისინი აქედან, არ მაინტერესებს“.
When people write to the Transit Authority and say, "Just get them out, I don't care".
124005.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
„უბრალოდ, როგორც გინდათ, ისე მოაშორეთ აქედან“, ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ იგულისხმება სიტყვაში „ისინი“.
"Just get them out any way you can," we all know who the word "them" refers to.
124006.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მესამე, კანონმდებლობა ითხოვს და ხელს უწყობს ისეთი ხალხი, ვინც დანამდვილებით იცის, რომ უშუალოდ მათ აქვთ დასაძინებელი ადგილი.
Thirdly, the legislation is called for and promoted by people who are secure in the knowledge that they themselves have some place where they are permitted to sleep.
124007.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იმის გამო, რომ მათ აქვთ მეტროს გარდა სხვა დასაძინებელი ადგილი, ისინი ასკვნიან, რომ მეტრო ძილისთვის განკუთვნილი ადგილი არ არის.
Because they have some place to sleep which is not the subway, they infer that the subway is not a place for sleeping.
124008.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მეტრო ისეთი ადგილია, სადაც მათ, ვისაც სხვა დასაძინებელი ადგილი აქვს, შეუძლია აკეთოს სხვა რამ, გარდა ძილისა.
The subway is a place where those who have some other place to sleep may do things besides sleeping.
124009.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
დაბოლოს, ყველას გასაოცრად, ისინი, ვინც ამ კანონებს დაჟინებით ითხოვენ, ეცდებიან მათ შეცვლას და რეფორმირებას იმგვარად, რომ არასასურველი შედეგი არ ჰქონდეთ იმ ადამიანებზე, ვინც უსახლკარონი არ არიან.
Finally, and most strikingly, those who push for these laws will try to amend them or reformulate them if they turn out to have an unwelcome impact on people who are not homeless.
124010.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგალითად, ქალაქის დადგენილება ფლორიდაში, ქლირუოთერში, რომელიც საჯარო სივრცეში ძილს კრძალავდა, გაუქმდა იმის გამო, რომ ზედმეტად ფართო იყო და მისი გავრცელება იმ ადამიანზეც კი შეიძლებოდა, რომელსაც საკუთარ მანქანაში ეძინა.
For example, a city ordinance in Clearwater, Florida, prohibiting sleeping in public, was struck down as too broad because it would have applied even to a person sleeping in his car.
124011.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომელსაც მანქანა ჰყავს, სახლიც აქვს და ჩვენთვის სასურველი არ იქნებოდა, რომ უსახლკაროებისადმი მიმართულ კანონს მანქანის მფლობელებისათვისაც შეეშალა ხელი საჯარო სივრცეში ძილისთვის.
Most people who have cars also have homes, and we would not want a statute aimed at the homeless to prevent car owners from sleeping in public.
124012.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, ყველამ ვიცით, თუ რა არის ამ დადგენილებების რეალური მიზანი, მაგრამ შესაძლოა მათ კუმულაციურ ეფექტზე ძალიან კარგად არ გვქონდეს ნაფიქრი.
Though we all know what the real object of these ordinances is, we may not have thought very hard about their cumulative effect.
124013.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს ეფექტი შემდეგნაირია.
That effect is as follows.
124014.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც სახლ-კარი არ აქვს და არც იმის მოლოდინი აქვს, რომ მას კერძო ოფისის შენობის ან რესტორნის მსგავს ადგილას შეუშვებენ, ისეთ ქმედებებზე აკრძალვები, როგორიც არის ძილი, კონკრეტულად, საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.
For a person who has no home and has no expectation of being allowed into something like a private office building or a restaurant, prohibitions on things like sleeping that apply particularly to public places pose a special problem.
124015.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, არ არსებობს ამ ტიპის აქტების ზოგადი აკრძალვები, მაგრამ მათი განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია ყველასთვის, ვისაც არც სახლ-კარი აქვს და არც სადმე თავშესაფარი.
For although there is no general prohibition on acts of these types, still they are effectively ruled out altogether for anyone who is homeless and who has no shelter to go to.
124016.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უსახლკაროთა შემთხვევაში აკრძალვა თავისი შედეგით ყოვლისმომცველია სხვადასხვაგვარად დაწესებულ რიგ განსხვავებულ აკრძალვათა კუმულაციის გამო.
The prohibition is comprehensive in effect because of the cumulation, in the case of the homeless, of a number of different bans, differently imposed.
124017.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული წესები უსახლკარო ადამიანს ამ ქმედებათაგან ყველას განხორციელებას უკრძალავს კერძო სივრცეში, ვინაიდან არ არსებობს კერძო სივრცე, სადაც ყოფნის უფლება მას ექნებოდა.
The rules of property prohibit the homeless person from doing any of these acts in private, since there is no private place that he has a right to be.
124018.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ხოლო საჯარო სივრცეების მომწესრიგებელი წესები ასეთ ადამიანს ყველა ამ ქმედების განხორციელებას უკრძალავს საჯარო სივრცეში, ვინაიდან ასე გადავწყვიტეთ საჯარო ადგილების გამოყენების დარეგულირება.
And the rules governing public places prohibit him from doing any of these acts in public, since that is how we have decided to regulate the use of public places.
124019.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაშასადამე, რას ვიღებთ შედეგად?
So what is the result?
124020.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ვინაიდან კერძო და საჯარო სივრცეებით ამოიწურება ყველა ის ადგილი, რაც არსებობს, გამოდის, რომ არ არსებობს არც ერთი ადგილი, სადაც უსახლკარო ადამიანს ამ ქმედებების განხორციელება შეუძლია.
Since private places and public places between them exhaust all the places that there are, there is nowhere that these actions may be performed by the homeless person.