მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124081.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადამიანის უფლებათა თეორიის ერთ-ერთი ამოცანაა ქმედებათა ისეთი რიგის შერჩევა, რომელთა განხორციელების თავისუფლებაც მორალური გადმოსახედიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა.
One of the tasks of a theory of human rights is to pick out a set of actions that it is thought particularly important from a moral point of view that people should have the freedom to perform.
124082.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგალითად, ადამიანის უფლებათა ბილი ჩამოთვლის ისეთ სახეობებს, როგორიცაა რელიგიური თაყვანისმცემლობა, იარაღის ტარება, როგორც ისეთ ქმედებებსა და არჩევნებს, რომელთა შეზღუდვის შემთხვევებითაც ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვინტერესდებოდეთ.
For example, the Bill of Rights picks out things like religious worship, the possession of firearms as actions or choices whose restriction we should be specially concerned about.
124083.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საზოგადოება, რომელიც ამ ტიპის აქტივობებზე შეზღუდვებს აწესებს, უნდა ჩაითვალოს უფრო უარესად თავისუფლების გადმოსახედიდან, ვიდრე ის საზოგადოება, რომელიც თითქმის არ ზღუდავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ალკოჰოლის მიღება, მოწევა ანდა მანქანის მართვა.
A society that places restrictions on activities of these types is held to be worse, in point of freedom, than a society that merely restricts activities like drinking, smoking, or driving.
124084.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
დაინტერესების მიზეზი ნაწილობრივ დაკავშირებულია ამ ქმედებათა განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან.
The reason for the concern has in part to do with the special significance of these actions.
124085.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
რელიგიური თაყვანისმცემლობა არის ის, თუ როგორ ვამჟღავნებთ და აღვასრულებთ ჩვენს ყველაზე უფრო ღრმა რწმენებს.
Religious worship is where we disclose and practice our deepest beliefs.
124086.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იარაღის ტარებაც კი, იმათი თვალთახედვით, ვინც ამას უფლებად აღიარებს, ღირსების განმტკიცების გზას წარმოადგენს, ისევე როგორც სრულად ჩამოყალიბებულ პასუხისმგებლობას, სამოქალაქო ჩართულობას და თავისუფლებას ტირანიის დამკვიდრების შესაძლებლობისგან.
Even bearing arms is held, by those who defend its status as a right, to be a special assertion of dignity, mature responsibility, civic participation, and freedom from the prospect of tyranny.
124087.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
და დროდადრო ხალხი ერთმანეთში ვერ თანხმდება ამ მნიშვნელოვან თავისუფლებათა შინაარსზე.
And people occasionally disagree about the contents of these lists of important freedoms.
124088.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
არის კი იარაღის ტარების უფლება მართლაც მნიშვნელოვანი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში?
Is it really important to have the right to bear arms, in a modern democratic society?
124089.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
არის კი კომერციული რეკლამა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ინდივიდუალური პოლიტიკური გამოხატვა?
Is commercial advertising as important as individual political discourse?
124090.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს არის დისკუსიები იმის შესახებ, თუ რომელ არჩევნებს აქვს ასეთი დიდი ეთიკური მნიშვნელობა, ისეთივე, როგორიც მიეწერება, მაგალითად, რელიგიურ თაყვანისმცემლობას.
These are disputes about which choices have this high ethical import, analogous to that attributed, say, to religious worship.
124091.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საერთო ჯამში, ადამიანის უფლებათა ბილში მოცემული უფლებები ის არ არის, რასაც უსახლკაროთა შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.
On the whole, the actions specified by Bills of Rights are not what are at stake in the issue of homelessness.
124092.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ცხადია, მეტროში ლოცვის ანდა პოლიტიკური დებატის გამართვის ამკრძალავი დადგენილების მიღებას დიდი ხმაური მოჰყვებოდა.
Certainly there would be an uproar if an ordinance was passed making it an offense to pray in the subway or to pass one's time there in political debate.
124093.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამერიკაში მსჯელობის საგანი უკვე გამხდარა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საჯარო და კვაზისაჯარო ადგილებში.
There has been some concern in America about the restriction of free speech in public and quasi-public places.
124094.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ვინაიდან საკამათოა, გამოხატვის თავისუფლების მთელი იდეა იმაშია, რომ გამოხატვა საჯაროდ უნდა მოხდეს.
Since it is arguable that the whole point of free speech is that it take place in the public realm.
124095.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა ის ქმედებები, რომლებიც უსახლკარო ადამიანებს ეზღუდებათ, უმეტეს შემთხვევებში, არცთუ ისე მნიშვნელოვანია ამ მაღალი გადმოსახედიდან.
However, the actions that are being closed off to the homeless are, for the most part, not significant in this high-minded sense.
124096.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისინი სხვა გადმოსახედიდანაა მნიშვნელოვანი:
They are significant in another way:
124097.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს ის ქმედებებია, რომლებიც ღირსეული ანდა ჯანმრთელი ცხოვრების და, რიგ შემთხვევებში, უშუალოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლადაც კი საბაზისოა.
They are actions basic to the sustenance of a decent or healthy life, in some cases basic to the sustenance of life itself.
124098.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შესაძლოა, არაფერი ჩანდეს განსაკუთრებით ავტონომიური ან თვითმტკიცებაში ხელის შემწყობი, ანდა მოქალაქეობრივად რესპუბლიკური, ან ეთიკურად გამაკეთილშობილებელი ძილში, ან საჭმლის მომზადებაში, ან მოშარდვაში.
There may not seem anything particularly autonomous or self-assertive or civically republican or ethically ennobling about sleeping or cooking or urinating.
124099.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამ ქმედებებს ვერც ერთ ქარტიაში ვერ იპოვით.
You will not find them listed in any Charter.
124100.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები არცთუ ისე მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანებს ამ ქმედებათა განხორციელება ეკრძალებათ ან რომ ეს ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც საგზაო მოძრაობის წესების ანდა კომერციული სტანდარტების დამდგენი რეგულაციები.
However, that does not mean it is a matter of slight concern when people are prohibited from performing such actions, a concern analogous to that aroused by a traffic regulation or the introduction of a commercial standard.