მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124101.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ერთი რამ ცხადია, - რომ ამ ქმედებების რეგულარულად განხორციელება ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა სხვა ასპექტის წინაპირობაა.
For one thing, the regular performance of such actions is a precondition for all other aspects of life and activity.
124102.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს წინაპირობაა იმგვარი ავტონომიური ცხოვრებისთვის, რომლის აღიარება და რომლისკენ სწრაფვაც ხდებოდა უფლებათა ბილის მიღების დროს.
It is a precondition for the sort of autonomous life that is celebrated and affirmed when Bills of Rights are proclaimed.
124103.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ, თუკი ჩვენთვის ავტონომია ღირებულებაა, მაშინ მისი წინაპირობების დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად უნდა მიგვაჩნდეს;
But if we value autonomy, we should regard the satisfaction of its preconditions as a matter of importance;
124104.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მეტიც, მართალია, ვიძახით, რომ ძილში ანდა მოშარდვაში არაფერია განსაკუთრებით ღირსეული, მაგრამ ცხადია, რომ რაღაც ღრმად და თანდაყოლილად არაღირსეულია ამ ქმედების განხორციელებაის ხელის შეშლაში.
Moreover, though we say there is nothing particularly dignified about sleeping or urinating, there is certainly something deeply and inherently undignified about being prevented from doing so.
124105.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
დამიანის გასატეხად, მსხვერპლის გონების ფოკუსირება უნდა მოხდეს ბანალურ ადამიანურ მოთხოვნილებებზე უმოწყალოდ დაწესებულ უმნიშვნელო შეზღუდვებზე.
To break the human spirit, focus the mind of the victim through petty restrictions pitilessly imposed on the banal necessities of human life.
124106.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უნდა გვრცხვენოდეს, რომ ჩვენი საჯარო და კერძო საკუთრების მომწესრიგებელ კანონებს შესაძლებლობა მივეცით, მილიონი ან უფრო მეტი მოქალაქე დეგრადაციის დაახლოებით ამ დონემდე მიეყვანა.
We should be ashamed that we have allowed our laws of public and private property to reduce a million or more citizens to something approaching this level of degradation.
124107.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თანდათან, საერთო საკუთრების დარეგულირების გზით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ადამიანისთვის ამ ელემენტარული საჭიროებების წყნარად, ღირსების შენარჩუნებით, ნორმალური ადამიანებივით დაკმაყოფილება აღგვეკვეთა.
Increasingly, in the way we organize common property, we have done all we can to prevent people from taking care of these elementary needs themselves, quietly, with dignity, as ordinary human beings.
124108.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი ვინმეს მოშარდვა სჭირდება, მას, როგორც ღირსეულ ადამიანს, ყველაზე მეტად სჭირდება თავისუფლება, რომ ეს პრივატულად და სხვათა თვითნებური სურვილისგან შედარებით დამოუკიდებლად გააკეთოს.
If someone needs to urinate, what he needs above all as a dignified person is the freedom to do so in privacy and relative independence of the arbitrary will of anyone else.
124109.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ ყველაფერი ისე მოვაწყვეთ, რომ ადამიანმა ან უნდა იხვეწოს ამ შესაძლებლობისთვის დღეში რამდენჯერმე და დახმარება ითხოვოს იმ ხალხისგან, რომელიც მის დანახვაზე ზიზღისგან ცბება;
But we have set things up so that either the person must beg for this opportunity, several times every day, as a favor from people who recoil from him in horror.
124110.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი მას ამის გაკეთება დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევით უნდა, მან კანონი უნდა დაარღვიოს და დაკავების რისკის წინ უნდა აღმოჩნდეს.
If he wants to act independently on his own initiative, he must break the law and risk arrest.
124111.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საჯარო საპირფარეშოების უხვი რაოდენობით უზრუნველყოფა ამ ნაწილში უზარმაზარი ცვლილება იქნებოდა და ეს ცვლილება იქნებოდა არა მხოლოდ კეთილდღეობის საკითხი, არამედ, ასევე - თავისუფლებისა და ღირსებისა.
The generous provision of public lavatories would make an immense difference in this regard – and it would be a difference to freedom and dignity, not just a matter of welfare.
124112.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
დაბოლოს, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ელემენტარული აქტების ნებისმიერი შეზღუდვა ხასიათდება არა მხოლოდ იმით, რომ ისინი არაკომფორტული და დამამცირებელია, არამედ, მეტ-ნაკლებად პირდაპირი მნიშვნელობით, აუტანელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ეხება.
Finally, we need to understand that any restriction on the performance of these basic acts has the feature of being not only uncomfortable and degrading, but more or less literally unbearable for the people concerned.
124113.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადამიანებს, მაგალითად, სჭირდებათ ძილი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, არამედ იმიტომაც, რომ, თუკი მას ამის შესაძლებლობას არ მისცემენ, მათ საბოლოოდ ჩაეძინებათ ანდა დაქანცულობისგან წაიქცევიან.
People need sleep, for example, not just in the sense that sleep is necessary for health, but also in the sense that they will eventually fall asleep or drop from exhaustion if it is denied them.
124114.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ძილის ნაკლებობის ატანა და ამის ატანის მცდელობით ისინი საკუთარ თავს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებენ.
People simply cannot bear a lack of sleep, and they will do themselves a great deal of damage trying to bear it.
124115.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იგივე ვრცელდება, ცხადია, მოშარდვასა და დეფეკაციაზეც.
The same, obviously, is true for urinating and defecating.
124116.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თავის შეკავების ნებისმიერი ნებაყოფლობითი მცდელობა ერთდროულად მტკივნეული, საშიში და, ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია.
Any attempt voluntarily to refrain from doing them is at once painful, dangerous, and finally impossible.
124117.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ის, რომ ჩვენმა სოციალურმა სისტემამ შესაძლოა ფაქტობრივად უარი უთხრას მათ ამ ქმედებათა განხორციელებაზე, ამის ყველა ადგილზე აკრძალვის გზით, ძალიან დიდი სადარდებელი უნდა იყოს.
That our social system might in effect deny them the right to do these things, by prohibiting their being done in each and every place, ought to be a matter of the gravest concern.
124118.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შესაძლოა, თავისუფლების ამ ელემენტარული ფიზიკური საკითხების შესახებ ფილოსოფიურ დისკუსიად გადაქცევა დასაძრახი ან შეურაცხმყოფელი იყოს.
It may seem sordid or in bad taste to make such a lot of these elementary physical points in a philosophical discussion of freedom.
124119.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ, თუკი თავისუფლება მნიშვნელოვანია, იგი მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ანუ ხორცშესხმული და საჭიროებების მქონე ორგანიზმებისთვის, - როგორებიც ჩვენ ვართ.
But if freedom is important, it is as freedom for human beings, that is, for the embodied and needy organisms that we are.
124120.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საქმე იმაშია, რომ ჩემ მიერ ნახსენები ქმედებები გადაუდებელიცაა და ყოველდღიურიც.
The point about the activities I have mentioned is that they are both urgent and quotidian.