მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124541.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სასამართლოს განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც მაღალია ნორმის შეჩერებით გამოწვეული სავარაუდო ზიანის ალბათობა, ამგვარი მექანიზმი შესაძლებელია, მართლაც წარმოადგენდეს პრობლემის გადაჭრის უფრო ზუსტ, უკეთესად მორგებულ მექანიზმს.
Due to the Court’s interpretation, in certain instances, when, for instance, the possibility of damage caused by the suspension of the norm is high, such mechanism could indeed represent a more accurate, better fitted tool for solving a problem.
124542.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
იგი ერთი მხრივ, დაიცავს მოსარჩელის ინტერესს, არ მოხდეს მისი უფლებების შეუქცევადი დარღვევა, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმის მოქმედების შეჩერება ნაკლებად გამოიწვევდა საჯარო ინტერესების ან მესამე პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს.
It on one hand protects the interests of a plaintiff to avoid violation of his/her rights and on the other hand suspension of the normative act less likely causes reducing the risk of violation of public interests or reducing the threat of violation of third persons rights.
124543.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თითქოს სასამართლოს ამგვარ განმარტებასა და მიდგომას კანონმდებლისთვის ხელი უნდა შეეწყო როგორც შეჩერების ინსტრუმენტის მნიშვნელობის გააზრებაში, ასევე ახალი რედაქციით ჩამოყალიბების საუკეთესო გზების პოვნაში.
Allegedly, this kind of explanation and approach provided by the Court should help the legislator in understanding the importance of the suspension instrument, as well as in the process of finding the best ways to form a new edition.
124544.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცაღა მეორე, ახლად ჩამოყალიბებული მოწესრიგება კვლავ არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი.
However, second, the newly formed regulation, was still not viable.
124545.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ნორმის შეჩერების ახალ მოდელში, ისევ მესამე პირთა ინტერესების დაცვის მიზნებით, შეიზღუდა ინსტრუმენტის მოქნილობა.
In the new model of suspension, again based on the grounds of protecting the interests of third parties the flexibility of the instrument was limited.
124546.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებში პირველი სირთულე უკავშირდებოდა ნორმის შეჩერების ინსტიტუტის გამოყენების სტადიას.
The first difficulty in the legislative change was the stages of the use of the institute of suspension.
124547.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
აღნიშნულთან დაკავშირებით, გაზიარებული იქნა მოსარჩელის პოზიცია, რომ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შედეგად, გამოუსწორებელი ზიანი შესაძლოა დადგეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
In connection with this, the plaintiff's position has been shared that, as a result of the enforceability of a disputed normative act, irreparable damage could be caused at any stage of the hearing.
124548.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
რაც შეეხება მეორე საკითხს, კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დროებითი შეჩერების ეფექტი უტოლდებოდა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას და ამ მოტივით ამ ინსტრუმენტის გამოყენება პლენუმის კომპეტენციას დაუქვემდებარა.
As for the second issue, the legislator considered that in some cases the effect of temporary suspension was consistent with the recognition of the norm as unconstitutional, and based on this motive, the use of this instrument was subject to the Plenum competence.
124549.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმის ახალი რედაქცია, რამდენადაც გაუმართლებლად მიიჩნია კოლეგიისთვის ნორმის შეჩერების აკრძალვა იმ პირობებში, როდესაც კოლეგიას ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შეეძლო.
The Constitutional Court declared a new edition of the norm unconstitutional, as it considered the unjustified prohibition of suspension of the norm for the Chamber, under conditions where the Chamber was authorized to recognize disputed act unconstitutional.
124550.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამასთან, მიუთითა, რომ კოლეგიის მიერ საკითხის შესწავლა და, მოგვიანებით, პლენუმის მიერ სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით საკითხის გადაწყვეტა არაგონივრულს ხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგად წესს.
Furthermore, it was pointed out that deciding the issue by the Chamber and later by the Plenum adopted by majority of the full list of members, was unreasonable for the general rule of decision making by the Constitutional Court.
124551.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი მოწესრიგება არაგონივრული იყო და ილუზორულს ხდიდა ინსტრუმენტს (ნორმის შეჩერებას), ვენეციის კომისიამ იგივე საკითხი უცნაურად და არალოგიკურად მიიჩნია.
If the Constitutional Court indicated that the new regulation was unreasonable and was making the instrument (suspension of the norm) illusory, the Venice Commission considered the same issue strange and illogical.
124552.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ახლად ჩამოყალიბებული რედაქცია კომისიის დასკვნითაც სრულად იქნა დაწუნებული.
The newly formed edition was completely rejected by the Commission's conclusion.
124553.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს წინ უსწრებდა ნორმის შეჩერება ორ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორებიც იყო „რუსთავი 2-ისა“ და „ეროვნული ბანკის“ საქმეები.
It should be noted that the amendments made by the legislature were preceded by the suspension of the norm in two important cases such as "Rustavi 2" and "National Bank".
124554.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
კეთილსინდისიერი კანონმდებლის პრეზუმცია გვაფიქრებინებს, რომ მისი მოტივაცია, ცვლილებები შეეტანა მანამდე არსებულ წესში და გარკვეულწილად შეეზღუდა მექანიზმის ფარგლები, განპირობებული უნდა ყოფილიყო პრაქტიკაში დანახული სირთულეებით, მესამე პირთა ინტერესების დარღვევის რისკების შემცირებით და არა ხსენებულ საქმეებზე სადავო ნორმების შეჩერების შიშით ნაკარნახევი.
The presumption of a conscientious legislator gives us the reason to think that his motivation to make changes to the existing rule and to somehow limit the limits of the mechanism must have been determined by the difficulties seen in practice, reducing the risk of violation of the interests of third parties and not dictated by the fear of suspension of the disputed norms in the above mentioned cases.
124555.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცა ისიც ნათელია, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, კანონმდებელს იგივე მიზნების მიღწევისათვის შეეძლო, მინიმუმ, გაეზიარებინა სასამართლოს წინარე გადაწყვეტილებებში გამოხატული პოზიცია და რისკები ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეჩერების დაშვებით დაეზღვია.
However, it is also clear that in the best case, the legislator could at least share the position expressed in the pre-judicial decisions of the court and insured the risks in the individual cases allowed for individual suspension.
124556.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილება თავიდანვე არ იყო მოწონებული კანონმდებელთა ნაწილის მიერ და სწორედ ეს ოპოზიციური ნაწილი წარმოადგენდა მოსარჩელეს ხსენებულ საქმეზე.
It is worth mentioning that the legislative amendment was not supported by the part of the Parliamentarians from the very beginning and this opposing part was the plaintiff in the case.
124557.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მოსარჩელემ, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვით, წარმატებით გააგრძელა საკანონმდებლო დონეზე წაგებული ბრძოლა.
By addressing the Constitutional Court, the Plaintiff successfully continued the fight, which was lost at the legislative level.
124558.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
შედეგად, დაიცვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობა, სხვაგვარად, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
As a result, they defended the effectiveness of the Constitutional Court, in other words, human rights and freedoms.
124559.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
დღესდღეობით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული რეფორმა არ შეხებია ნორმის შეჩერების მექანიზმს.
Nowadays, the reform of the Organic Law of Georgia on "Constitutional Court of Georgia" is not related to the mechanism of suspension of the norm.
124560.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
კანონმდებლის პოზიცია, უცვლელად დაეტოვა ეს ინსტრუმენტი, შესაძლოა, იყოს როგორც სასამართლოს დამაჯერებლად დასაბუთებული პოზიციის გაზიარების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბოჭვის ვალდებულების შედეგი.
The position of the legislator to leave this instrument unchanged, may be a result of sharing a convincing argument of the Court, as well as a result achieved by the enforceability of the decision of the Constitutional Court.