მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124621.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცაღა ვერც იმის აბსოლუტურ ალბათობას გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ეს ზიანი გამოსწორებადი ყოფილიყო.
However, we can not exclude with absolute probability that this damage could be restored in the future.
124622.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამდენად, შეჩერების ინსტრუმენტის ეფექტიანობა არ შეემცირებინა მომავალში ზიანის ჰიპოთეტურად გამოსწორების შესაძლებლობაზე მითითებით.
Thus, the efficiency of the mechanism of suspension should not be reduced by indicating the possibility of future hypothetical remediation.
124623.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წინარე პრაქტიკით უშვებდა ისეთი ნორმატიული აქტის არსებობას, რომელიც შესაძლოა არ შეიცავდა მესამე პირების ინტერესის დაზიანების საფრთხეს.
It is noteworthy that the Constitutional Court was allowing with the previous practice the existence of a normative act that could not contain the threat of damage to the interests of third parties.
124624.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სასამართლოს სწორედ ასეთი მიდგომით შეეძლო დაპირისპირებული ინტერესების დაბალანსება.
The Court could have balanced the opposing interests with such an approach.
124625.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ხსენებული არგუმენტების გათვალისწინებით, საკამათოა, ნორმის არშეჩერების გადაწყვეტილებისას დაშვებული იქნა შეცდომა, თუ აღნიშნული გადაწყვეტა თავისთავად სწორი, თუმცა „მკაცრად ფორმალისტურია“.
Taking into consideration the arguments, it is arguable if there was a mistake when the Court did not suspend the norm or the solution itself is correct, though "strictly formalistic".
124626.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე მოსამართლეთა დანიშვნას ხელი არ შეუწყვია მართლმსაჯულების სისტემისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის.
In any case, it is unequivocal that the appointment of judges on the grounds of disputed norms has not been helpful for the justice system and human rights at all.
124627.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
დ. მესამე პირების ინტერესებისდაბალანსებასთან დაკავშირებული პრაქტიკული ხარვეზები.
D. Practical Shortcomings Related to Balancing of The Third-Party Interests.
124628.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს ნორმის მოქმედების შეჩერებით გამოწვეულ ნეგატიურ სამართლებრივ ეფექტებს.
As already noted, when deciding on the suspension of the operation of the disputed norm, the Constitutional Court assesses the negative legal effects caused by the suspension of the norm.
124629.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სხვაგვარად, ნორმა შეჩერდება მხოლოდ და მხოლოდ იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, როდესაც მისი მოქმედების შეჩერებით დაცული სიკეთე აღემატება სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეს.
In other words, the norm will be suspended only in the case of exemption, when the benefit protected by the suspension of the act exceeds the risk of violation of the rights of others.
124630.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“.
In accordance with the practice of the Constitutional Court, "in each case while making the decision on suspension of the disputed norm the Court shall assess a threat to the violation of the rights of others".
124631.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცა ამ თვალსაზრისით, მესამე პირების ან/და საზოგადოებრივი ინტერესის დარღვევის საფრთხეების შეფასებასთან დაკავშირებით, სასამართლო არცთუ ისე თანმიმდევრულია.
In this sense, however, the Court is not consistent with regard to the risk assessment of third parties and/or public interest.
124632.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ხსენებულ საკითხთან მიმართებით საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
With regard to this issue the Recording Notice of the Constitutional Court of Georgia of 22 November, 2015 in the case of "Broadcasting Company Rustavi 2 Ltd" and "TV Company - Sakartvelo Ltd" v. the Parliament of Georgia" is interesting.
124633.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა.
In this case, the Constitutional Court of Georgia granted complainants’ motion.
124634.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სადავო ნორმა განსაზღვრავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების საფუძვლებს.
The disputed provision set out a rule on immediate enforcement of a judgment of the court of first instance.
124635.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
კერძოდ, თუ არსებობდა საფრთხე, რომ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადამხდევინებელს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა ან, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, სასამართლოს შეეძლო, მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა გადაწყვეტილება.
In particular, if the delay of enforcement of the judgement caused by extraordinary circumstances may inflict substantial damage to the party requesting payment, or if the delay may make the enforcement impossible, at the request of the parties, the court may, in full or in part, order immediate enforcement of judgements.
124636.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის მოქმედება შეაჩერა იმ მოტივით, რომ მოსარჩელის წინააღმდეგ საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგად, მას შესაძლოა, სადავო ქონებაზე დაეკარგა საკუთრების უფლება.
The Constitutional Court suspended the operation of the disputed norm on the grounds that the immediate execution of the decision of the common court against the complainant might have caused the loss of the right to the disputed property.
124637.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
იმავდროულად, მოსარჩელეს არ გააჩნდა ქონების დაბრუნების სამართლებრივად განჭვრეტადი შესაძლებლობა, რაც წარმოშობდა მისთვის გამოუსწორებელ ზიანს.
At the same time, the complainant had no foreseeable legal opportunity to return the property, which would cause irreparable damage.
124638.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში არ შეუფასებია სადავო ნორმის მოქმედების ფარგლები, მის საფუძველზე რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა.
However, in the Recording Notice, the Constitutional Court did neither assess the scope of the disputed provision, nor the legal relationship regulated on its basis.
124639.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სასამართლომ სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა სრულად, მის რომელიმე ნორმატიულ შინაარსზე მითითების გარეშე.
The Court suspended the disputed norm without referring to any of its normative content.
124640.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მაშასადამე, სასამართლომ თავადვე, დამატებითი არგუმენტაციის გარეშე, გადაუხვია მის მიერვე ჩამოყალიბებული ნორმის მოქმედების შეჩერების სტანდარტებს.
Consequently, the Court, without additional argumentation, deviated from the standards of suspension established by its own case-law.