მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124881.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
მართალია, ხსენებული გადაწყვეტილება დადებით შეფასებას იმსახურებს მოსარჩელისათვის კანონით გათვალისწინებული უფლების მიუნიჭებლობის ნაწილში, თუმცა კრიტიკის საგანს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან სადავო ნორმის კონსტიტუციური შეფასების მიღმა დატოვება.
Although the mentioned case deserves positive assessment for not granting the Claimant the right not prescribed by the law, it is however the subject to criticism, for leaving the disputed provision without the assessment of its constitutionality.
124882.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატია.
The mandate of the Constitutional Court is the starting point for deciding the issue.
124883.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ამ საქმეში მოსარჩელისა და მისი ინდივიდუალური შემთხვევის როლი სამართლებრივი პრობლემის სწორად იდენტიფიცირებასა და სასამართლოსათვის ამ საკითხის ხელშესახებ პრობლემად წარმოჩენაში მდგომარეობს.
In this case the role of the Claimant and her specific case was in identifying the legal problem correctly and displaying the issue as a tangible problem.
124884.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ლალი ლაზარაშვილის საქმეში სახეზე იყო აშკარად დისკრიმინაციული ნორმა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ასეთმა რეგულირებამ განაგრძო მოქმედება.
In the case of Lali Lazarashvili, the obviously discriminatory provision was at hand, while as a result of the Court’s decision, such regulation continued to exist.
124885.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
აღნიშნული მეთოდი საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად გამოიყენა საპატრიარქოს საქმეებში.
The mentioned tool was first used by the Constitutional Court in the Patriarchate Cases.
124886.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ორივე საქმეში მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიები და მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები სხვადასხვა შეღავათების დაწესებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და, შესაბამისად, იყო დისკრიმინაციული.
In both cases the Claimants were different religious confessions and they considered the disputed provisions to put the Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church to be in a predominant position through various exemptions and, thus, were discriminatory.
124887.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
სასამართლომ ნორმა დისკრიმინაციულად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
The Court considered this provision discriminatory and declared the normative content of the provision unconstitutional, which envisaged granting state property for free to only the Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church.
124888.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
სასამართლოს სხვა არაერთ საქმეში გადაუვადებია სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ყურადსაღებია გადავადების მოტივაცია.
The Court has postponed the invalidation of the disputed provisions in multiple other cases, however in these instances, the motivation for postponing is relevant.
124889.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
სასამართლომ განმარტა, რომ თანასწორობის უფლება არ კრძალავს რომელიმე პირისთვის შეღავათის (სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა) მინიჭებას.
The Court defined, that the right to equality does not prohibit establishing a privilege (transfer of state property for free, using tax exemption) to a certain person.
124890.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ხსენებული ნორმის დაცვის ობიექტია თანასწორი მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს შორის.
The object of this right is equal treatment of essentially equal persons.
124891.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
გადაწყვეტილებებში მიეთითა, რომ კანონმდებლის მიერ თანასწორობა შესაძლოა მიღწეულ იქნეს შეღავათების ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე მათი სრულად გაუქმებით.
In the Judgments it was indicated that the equality can be reached by the legislator both through expanding the privileges to all substantially equal persons and through completely annulling such privileges.
124892.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
თუმცა სახეზეა მნიშვნელოვანი განსხვავებაც.
However, there are relevant differences at hand.
124893.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონმდებლობის ცვლილებებისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე სადავო ნორმა ჩვეულებრივ განაგრძობს მოქმედებას, მისი დისკრიმინაციული ბუნების მიუხედავად.
Namely, before the exhaustion of the term set by the Constitutional Court of Georgia, the disputed provision continues to be in force as before, despite its discriminatory nature.
124894.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ე.წ. საპატრიარქოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი და არსებული კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს სხვა ტიპის გადაწყვეტილება, გარდა არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებისა.
The regulation in force at the time of adopting the so-called Patriarchate Cases, as well as currently, the Constitutional Court does not have authority to make any decision, other than invalidating the unconstitutional provision.
124895.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ამასთანავე, სასამართლოს მოქმედების თავისუფლება შეზღუდულია მისივე გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის კუთხით.
At the same time, the freedom of action of the Court is limited with regards to defining the execution of its own decision.
124896.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაადგინოს არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელი ვადა.
Specifically, the Constitutional Court can only declare the later term of the invalidation of unconstitutional provision or part thereof.
124897.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ასეთ ვითარებაში არ არსებობს პროცესუალური წესი, რომელიც უზრუნველყოფს არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების შეჩერებას საკანონმდებლო ორგანოსათვის კანონის შეცვლისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
In such situation there is no procedural rule, which would ensure the suspension of the unconstitutional provision prior to the exhaustion of the term given to the legislative body.
124898.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
ყველა შემთხვევაში არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების შენარჩუნება აკნინებს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების მიზანს, საფუძველს ქმნის უფლების განგრძობადი დარღვევისათვის და ახალისებს საკანონმდებლო ორგანოს, მაქსიმალურად გააჭიანუროს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
In all cases, maintaining the force of the unconstitutional provision undermines the aim of exercising constitutional control, creates basis for continuous violation of the right and incentivises the legislator to delay the amendments as much as possible.
124899.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
თუმცა, საგამონაკლისო სახით, არ გამოირიცხება ისეთი შემთხვევები, როდესაც არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების გაგრძელება აუცილებელი იყოს უფრო ღირებული ინტერესის დაცვის მოტივით.
However, as an exception, the occasions, when the prolongation of the force of unconstitutional provision for safeguarding more valuable interest are not excluded.
124900.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს, საგამონაკლისოდ, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად, უნდა შეეძლოს არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების გაგრძელება, თუმცა აღნიშნული ზოგად წესს არ უნდა წარმოადგენდეს.
Therefore, the Constitutional Court, as an exception should be able to prolong the term of the unconstitutional provision based on individual assessment of circumstances, but this cannot be a general rule.