მოიძებნა 668043 ჩანაწერი
125021.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ზოგადად, თავისუფლება, როგორც არადომინაცია, შეიძლება აიხსნას, როგორც სხვისი თვითნებური ნებისგან დამოუკიდებლობა.
In general terms, freedom as non-domination can be described as the absence of dependence on the arbitrary will of others.
125022.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
თავისუფლების კონცეპტის, როგორც არადომინაციის უფრო ნათლად ასახსნელად გამოგვადგება მისი შეპირისპირება თავისუფლების ორ სხვა გაგებასთან - ნეგატიურ და პოზიტიურთან.
In order to explain the concept of freedom as non-domination more clearly, it is helpful to contrast it with two other concepts of freedom: negative and positive.
125023.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ადამიანი ნეგატიური გაგებით თავისუფალია იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც სხვა არ ერევა მის ქმედებებში და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც იგი მოქმედებს სხვებისგან დაუბრკოლებლად (თავისუფლება, როგორც ჩაურევლობა).
One is free in a negative sense to the degree that no one interferes with one’s activity and to the degree that one can act unobstructed by others (freedom as non-interference).
125024.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
პოზიტიური გაგებით, ადამიანი თავისუფალია იმ ფარგლებშიც, რა ფარგლებშიც მას შეუძლია იყოს საკუთარი თავის ბატონი და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მისი ცხოვრება და გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული გარეგან ძალებზე (თავისუფლება, როგორც საკუთარ თავზე ბატონობა).
In a positive sense, one is free to the degree that one can be one’s own master, to the degree that one’s life and decisions are not dependent on external forces (freedom as self-mastery).
125025.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
თავისუფლება არადომინაციის კონტექსტში ნიშნავს სხვების ბატონობისგან თავისუფლებას და, შესაბამისად, იგი აერთიანებს როგორც ჩაურევლობის, ისე საკუთარ თავზე ბატონობის ელემენტებს.
Freedom in terms of non-domination is about the absence of mastery by others and has, therefore, elements in common with both freedom as non-interference and freedom as self-mastery.
125026.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ნეგატიური თავისუფლების მსგავსად, იგი ფოკუსირდება არა რაიმეს არსებობაზე, არამედ არარსებობაზე და პოზიტიური თავისუფლების მსგავსად, იგი ფოკუსირდება ბატონობაზე და არა ჩაურევლობაზე.
Just as negative freedom, it focuses on the absence rather than the presence of something and, like positive freedom, it focuses on mastery, not on interference.
125027.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ნეორესპუბლიკური ლიტერატურის თანახმად, არადომინაცია პირველადი სიკეთეა და, შესაბამისად, იგი საჭირო პოლიტიკურ იდეალს წარმოადგენს.
In neo-republican literature, non-domination is a primary good and, therefore, a necessary political ideal.
125028.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ვინაიდან წინამდებარე სტატია მიგრანტებთან დაკავშირებულ საქმეებზე კონცენტრირდება, რელევანტურ კითხვას წარმოადგენს ის, თუ რამდენად მინიმალიზებული უნდა იყოს მიგრანტების მიერ დაცდილი დომინაცია.
Because this article deals with cases concerning migrants, a relevant question is whether domination suffered by migrants should also be minimized.
125029.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ტრადიციულად, ნეორესპუბლიკური თეორია ხაზს უსვამს მოქალაქეობას და ამბობს, რომ „თავისუფალმა სახელმწიფომ“ დომინაციისგან უნდა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები.
Traditionally, neo-republican theory places a lot of emphasis on citizenship, asserting that a "free state’" should promote its citizens’ rights from domination.
125030.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ამის საპირისპიროდ, ლოვეტი ამტკიცებს, რომ ეს ვალდებულება ვრცელდება ყველაზე, ვისზეც გავლენას ახდენს დომინატორი, „მიუხედავად საზოგადოებრივი კუთვნილებისა“.
In contrast, Lovett argues that this obligation applies to everybody who is affected by the power of the dominator "regardless of community ownership".
125031.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
რადგან უკვე „მეტად ნათელი“ ხდება ის, რომ ის ადამიანები, რომლებზეც საზოგადოების ინსტიტუტები და პრაქტიკა გავლენას ახდენს, არ მოიცავს იგივე სივრცეს, რასაც ამ საზოგადოების წევრები.
Since it has become "increasingly obvious" that the persons affected by a community’s institutions and practices are not coextensive with the members of that community.
125032.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
მიგრაციის ეთიკის თეორეტიკოსებმა ეს საკითხი უფრო ღრმად გააანალიზეს.
Theorists on the ethics of migration have elaborated on this issue further.
125033.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ისინი ამტკიცებენ, რომ არადომინაციის თეორია მართლაც რელევანტურია მიგრაციის პრობლემებთან მიმართებით, კერძოდ კი, ტერიტორიაზე არსებული არამოქალაქეების მიმართ განხორციელებული მოპყრობის კონტექსტში.
They have argued that non-domination theory is indeed a relevant theory to address the issue of migration, in particular the treatment of non-citizens present in the territory.
125034.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ბ. თვითნებურობა.
B. Arbitrariness.
125035.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
(i) სუბსტანციური თვითნებურობა vs პროცედურული თვითნებურობა.
(i) Substantive vs procedural arbitrariness.
125036.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
თვითნებური ძალის კონცეპტი საკვანძოა ნეორესპუბლიკური თეორიისთვის.
The concept of arbitrary power is a key concept in neo-republican theory.
125037.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
ჩარევას შედეგად დომინაცია მაშინ მოჰყვება, თუკი იგი ხდება თვითნებურად ან უკონტროლოდ.
Interference only results in domination if carried out in an arbitrary or uncontrolled way.
125038.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
იმასთან დაკავშრებით, თუ რა ტიპის კონტროლია საჭირო, არსებობს ორი სხვადასხვა შეხედულება.
With regard to the issue of what type of control is required, two different views have been put forward.
125039.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
პირველი მოსაზრება, რომელსაც „დემოკრატიულ კონტროლს“ უწოდებენ, გულისხმობს იმას, რომ ჩარევის შესაძლებლობა საკმარისად კონტროლდება მაშინ, როდესაც იგი იმართება იმ ადამიანების პირდაპირი გავლენის შედეგად, რომლებზეც იგი ვრცელდება.
In the first view, called "democratic control", the capacity to interfere is sufficiently controlled if it is governed by the direct influence of the persons subjected to it.
125040.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე
მისი გამოყენება შეუძლებელია იმ მხარეთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რომლებზეც ეს ხორციელდება.
It cannot be used without regard to the relevant interests of the affected parties.