მოიძებნა 668043 ჩანაწერი
125341.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
შესაბამისად, საერთო სასამართლო არაკონსტიტუციური კანონის გამოყენების თავიდან ასაცილებლად ვალდებულია, კონსტიტუციური წარდგინება გააკეთოს.
Therefore, common court is obliged to make a constitutional submission to avoid the application of unconstitutional law.
125342.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამავე დროს, ნიშანდობლივია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს სადავო აქტების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პერიოდისათვის გაუქმებას.
At the same time, it is noteworthy, that the judgment of the Constitutional Court does not result in invalidating the disputed provision completed before the date of the judgment.
125343.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
შესაბამისად, წარდგინების გამკეთებელი სასამართლო უფლებამოსილია, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგები წარსულ ურთიერთობებზე კონსტიტუციის მოქმედების ძალით გაავრცელოს მის უზენაესობაზე მითითებით.
Thus, the court making a submission is authorised to apply the consequences of declaring the provision unconstitutional to the past relationships through the force of the Constitution indicating to its supremacy.
125344.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამავდროულად, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში კონსტიტუციური უფლებების მოქმედების ფარგლები განმარტებული არ არის, შესაბამისად, სტატიაში მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი, ამ ფარგლების დამდგენი სახელმძღვანელო პრინციპების წარმოსაჩენად.
Concurrently, the scope of application of constitutional rights is not interpreted in Georgian court practice, therefore, the article analyses practice of different countries to uncover the guiding principles for establishing such scope.
125345.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
2. ეფექტიანი მართლმსაჯულება, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების უმთავრესი ფუნქცია.
2. EFFECTIVE JUSTICE AS THE MAIN FUNCTION OF THE RIGHT TO A FAIR TRIAL.
125346.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი მიზანი და დანიშნულებაა.
Respect and protection of human rights is main object and purpose of a democratic society.
125347.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება მიმართული უნდა იყოს ადამიანის უფლებების არამხოლოდ პატივისცემის, არამედ მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის საჭირო მექანიზმების შექმნისაკენ.
Every action of the state should not only aim to respect human rights, but also to create the mechanisms necessary for their practical exercise.
125348.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ ხელისუფლების თვითნებობის თუ სხვა ტიპის მოქმედება/უმოქმედობის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს.
Nevertheless, the risk of violation of human rights resulting from arbitrary conduct of a state or other action/omission certainly cannot be eliminated.
125349.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, ადამიანის უფლებები ბუნებრივ კონფლიქტში იმყოფებიან ერთმანეთთან, სხვა კონსტიტუციურ ფასეულობებთან თუ სახელმწიფო ინტერესებთან, რომელთა დასაცავადაც, დასაშვებია უფლებების ლეგიტიმური შეზღუდვა.
Besides, we should bear in mind that in a number of cases, human rights are naturally in conflict with each other, other constitutional values or state interests, based on which the legitimate limitation of rights is permitted.
125350.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
შესაბამისად, ყველაზე დემოკრატიულ სისტემებშიც კი, საჭიროა, არსებობდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, მათზე რეაგირების და დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტური მექანიზმები.
Hence, even in the most democratic systems, it is crucial that there be effective mechanisms for identifying the facts of human rights violations, for proper reaction in this regard as well as for restoration of violated rights.
125351.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალებების შექმნის აუცილებლობაზე მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული უფლებათა დაცვის დოკუმენტი მიუთითებს.
Many international and domestic human rights documents reiterate the necessity to create effective legal means for the protection of human rights.
125352.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
სამართლიანი სასამართლო უნივერსალურად აღიარებული, უმნიშვნელოვანესი მექანიზმია.
Fair trial is a universally recognized mechanism of utmost importance.
125353.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ადამიანის უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა განმტკიცებულია თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში.
The right to have an access to the court in order to protect human rights is envisaged by constitutions of almost every country.
125354.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
31-ე მუხლის პირველი პუნქტიც მიუთითებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
Article 31 clause 1 stipulates that every person has the right to apply to a court to defend his rights.
125355.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
The right to a fair and timely trial shall be ensured.
125356.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამდენად, სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა უფლების დაცვის ზოგადი გარანტიაა, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ სფეროში და სახელმწიფოს ნებისმიერ უფლებაშემზღუდველ ქმედებაზე.
Accordingly, the right to have an access to a fair trial is a general guarantee for the protection of rights, which is applicable to any area and any action limiting rights.
125357.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების არსებობა, თუნდაც სასამართლოს მიერ მისი დარღვევის ფაქტების დადგენა, არასაკმარისი და აზრს მოკლებული იქნება, თუ არ იარსებებს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა.
It is noteworthy that the existence of human rights, or even the fact of identification of violation thereof would be insufficient and deprived of any sense had there been no means for remedying the violated rights.
125358.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამდენად, უფლება სამართლიან სასამართლოზე გულისხმობს, როგორც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას, ასევე მართლმსაჯულების ეფექტიანობას.
Hence, the right to a fair trial entails that individuals have an access not only to independent and impartial administration of justice, but also that this justice be efficient.
125359.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული კონსტიტუციური აქტები, ხშირ შემთხვევაში, სახელდებით მიუთითებენ ხსენებული უფლების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე.
International as well as regional and domestic constitutional acts often explicitly note the necessity for the above-mentioned efficient mechanism for the protection of human rights to exist.
125360.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ბუნებრივია, ადამიანები სასამართლოს მიმართავენ უპირველესად დარღვეული უფლების აღსადგენად და არა უბრალოდ დარღვევის ფაქტის დეკლარირებისთვის.
Naturally, persons refer to the court principally to restore the violated rights, and not to achieve a mere declaration regarding the fact of violation.