მოიძებნა 668043 ჩანაწერი
125401.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
სწორედ საერთო სასამართლოები იყენებენ კონსტიტუციურ სტანდარტებს კონკრეტული დავის გადაწყვეტისას და, შესაბამისად, მათ შესწევთ უნარი, უზრუნველყონ პირის უფლებების ეფექტიანი დაცვა.
Common courts are the ones applying constitutional standards when deciding specific case and, therefore, are equipped to ensure efficient protection of person’s rights.
125402.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
აღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, განისაზღვროს რა ფარგლებში შეუძლიათ საერთო სასამართლოებს, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლებები ამა თუ იმ დავის გადასაწყვეტად.
Thus, it is of utmost significance to define the scope of application of constitutional rights for deciding a specific case by the common courts.
125403.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
როგორც აღინიშნა, არაკონსტიტუციური კანონის გამოყენების თავიდან ასაცილებლად, საერთო სასამართლო ვალდებულია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
As stated above, in order to avoid the application of unconstitutional law, common court is obliged to refer to the Constitutional Court with a submission.
125404.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის მომენტს და კონსტიტუციის დონეზე წყვეტს თუ როდის წყდება მისი მოქმედება.
This provision defines the moment of declaring the disputed norm invalid and determines at the constitutional level as to when does it cease to have effects.
125405.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ცალსახაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პერიოდისათვის/ურთიერთობებისათვის არაკონსტიტუციურად ცნობილი სადავო ნორმა ძალას ინარჩუნებს და ურთიერთობის მარეგულირებელ აქტად რჩება.
Unequivocally, for the period/relationships that had occurred before the judgment of the Constitutional Court was delivered, the norm declared unconstitutional maintains its force and has regulatory effect on a relationship.
125406.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
აქედან გამომდინარე, იმ ურთიერთობებთან მიმართებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განხორციელდა (დასრულებული სამოქალაქო ურთიერთობები, უკვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) კანონის მოწესრიგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იცვლება.
Thus, with respect to relationships that had taken place before publication of the judgment of the Constitutional Court (completed civil relationships, issued administrative-legal acts), regulating law does not change with the judgment of the Constitutional Court.
125407.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოები განიხილავენ განსხვავებული შინაარსის საქმეებს.
It should also be noted that common courts consider cases that are distinct by substance.
125408.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
იმ შემთხვევაში, როდესაც გადასაწყვეტი საქმე ეხება სამომავლო ურთიერთობებს წარდგინების შედეგად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ექნება ცალსახა ეფექტი.
When the case concerns future relationships declaring a norm unconstitutional as a result of the submission will have an incontrovertible effect.
125409.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
პირი ითხოვს რაიმე ქმედების სამომავლოდ განხორციელებას საჯარო დაწესებულებისგან ან სურს ქონებრივ ურთიერთობაში სამომავლოდ შესვლა კერძო პირებთან.
A person requests from a public body for a certain act to be conducted in the future or he or she wants to enter into property relation with private individuals.
125410.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
საერთო სასამართლო დავას გადაწყვეტს არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონის ძალის დაკარგვის შედეგად შექმნილი ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში.
The common court will deliver its judgment in the light of new regulatory framework established after declaring the disputed norm unconstitutional and invalid.
125411.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
თუმცა, წარდგინების შედეგად გამოსაყენებელი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგები ნაკლებად ცხადია იმ შემთხვევებში, როდესაც საერთო სასამართლო წყვეტს უკვე დასრულებულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებს.
However, the results of declaring a norm unconstitutional based on a constitutional submission are less clear when common courts decide upon the relationships that have already completed.
125412.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
მაგალითად, როდესაც მხარე ითხოვს პოლიციელის მიერ არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის გაუქმებას, ანდა წარსულში დადებული ხელშეკრულების ბათილად/ნამდვილად ცნობას.
For instance, when a person is requesting to annul the fine issued by the police officer based on unconstitutional law or to render a contract concluded in the past void/valid.
125413.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კონსტიტუციის ესა თუ ის დებულება, მით უფრო, ადამიანის უფლებების დამდგენი ნორმები წარსულშიც მოქმედებდა, შესაბამისად გამოყენებული კანონი კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო აქტის გამოცემის დროსაც.
It should be taken into account that a specific constitutional provision and even more so - the one establishing human rights - has been in effect in the past as well and hence the applied law was incompatible with the Constitution even when act had been issued.
125414.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია“.
Under the second sentence of Article 4 (4) of the Constitution of Georgia, "the Constitution of Georgia shall be the supreme law of the State".
125415.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამავე დროს, სამართლებრივი აქტების კოლიზიის, ანუ ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობის სხვადასხვა აქტით მოწესრიგების დროს, სასამართლო უფლებამოსილია, დავა ზემდგომი აქტის საფუძველზე გადაწყვიტოს.
At the same time, during the collision of norms, i.e. when one legal relationship is governed by different acts, the Court can decide the dispute based on the law that is higher positioned.
125416.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
შესაბამისად, თუ ურთიერთობა პირდაპირ მოწესრიგებულია კონსტიტუციით, სასამართლო უფლებამოსილია დავა გადაწყვიტოს კონსტიტუციის საფუძველზე და, შედეგად, გააუქმოს პოლიციელის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი.
Hence, if the relationship is regulated directly by the Constitution, the Court can decide a dispute based on the Constitution and, as a result, annul the fine issued by the police officer.
125417.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
ამავე დროს, უდავოა, რომ საერთო სასამართლო უფლებამოსილია დავა კონსტიტუციის საფუძველზე გადაწყვიტოს იმ შემთხვევებში, როდესაც სადავო საკითხი კანონით არ არის მოწესრიგებული (საკანონმდებლო ვაკუუმი).
At the same time, it is well-established that common courts are entitled to deliver a judgment based on the Constitution in cases where a subject to the dispute is not regulated under the law (legal vacuum).
125418.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას“.
According to the practice of Constitutional Court, "the Constitution not only recognises and protects human rights and liberties but also defines their content and scope.
125419.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული.
Thus, constitutional rights exist even without their legal recognition or declaration, and they continue to exist even when the law does not specify the grounds of realisation thereof.
125420.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება
აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე კონსტიტუციური უფლებების გამოყენების ფარგლების განსასაზღვრად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა ტიპის ურთიერთობებს აწესრიგებს კონსტიტუციური უფლებები პირდაპირ, ანუ რა ურთიერთობებისათვის წარმოადგენენ უშუალოდ მოქმედ სამართალს.
Taking into account the aforementioned, for determining the scope of application of human rights by the common courts in each case, it is important to establish which relationships are regulated directly by the constitutional rights, i.e. for which relationships they constitute the directly applicable law.