მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126101.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ შემდეგმა ტერორისტულმა ტალღამ შესაძლოა, გასაოცრად შეცვალოს პოლიტიკური ინტერესების ეთნიკური დისტრიბუცია.
But the next terrorist wave may well shift the ethnic distribution of political interests in very surprising directions.
126102.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავრცელებული დემონოლოგია ეროვნულ პოლიტიკას ნაკლებად აყენებს ჩრდილქვეშ, სუპერმაჟორიტარიანული ესკალატორი პოლიტიკურ საფარს შესთავაზებს სამოქალაქო უფლებების ქომაგთ, რომლებიც საგანგებო რეჟიმის დასასრულებლად მიზეზებს ეძებენ.
Even when the prevailing demonology casts a relatively small shadow in domestic politics, the supermajoritarian escalator will provide political cover for civil libertarians who are looking for an excuse to call an end to the emergency regime.
126103.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ ახლა ვითარება უფრო სტაბილური ხდება და, შესაბამისად, უნდა დავუბრუნდეთ ჩვენი თავისუფლების ჩვეულებრივ დაცვას.
But now that the situation is stabilizing, we should return to the protection of our normal liberties.
126104.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სუპერმაჟორიტარიანული ესკალატორი შეამოკლებს და შეარბილებს საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ იგი საოცრებებს ვერ მოახდენს.
The supermajoritarian escalator will shorten the state of emergency and soften its administration, but it will not work miracles.
126105.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ჰიპოთეზის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა იწყება ტერორისტული თავდასხმით, რომელიც დაბნეულობას იწვევს ქვეყნის სამხედრო, პოლიციურ და დაზვერვის სერვისებს შორის.
By hypothesis, the emergency begins with a terrorist attack that deeply embarrasses the nation's military, police, and intelligence services.
126106.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
Res ipsa loquitur: რაც მათ გააკეთეს, საკმარისი არ იყო და, უკან რომ მივიხედოთ, ადვილად ვიპოვით იმ ნიშნებს, რომლებსაც შესაძლოა განგაში გამოეწვიათ წესრიგის სადარაჯოზე მყოფ მცველებში.
Res ipsa loquitur: Whatever they did was not enough, and in retrospect, it will be easy to find clues that might have alerted superalert guardians of order.
126107.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ბიუროკრატიული რეაქცია სწრაფი და მოსალოდნელი იქნება: ერთი მხრივ, წარსულ შეცდომებზე პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა, მეორე მხრივ, ბოროტების ძალების წინააღმდეგ აგრესიულად გამოსვლა.
The bureaucratic reaction will be swift and predictable: On the one hand, displace responsibility for past mistakes; on the other, strike out aggressively against the forces of evil.
126108.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
თუმცა, განსაკუთრებით დასაწყისში, უსაფრთხოების სერვისები ბრმად იმოქმედებენ.
But especially in the beginning, the security services will be striking out blindly.
126109.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
რაც არ უნდა იყოს, მათთვის ცნობილი რომ ყოფილიყო კონსპირაციის შესახებ, ისინი წინასწარ ჩაერეოდნენ.
After all, if they had been on top of the conspiracy, they would have intervened beforehand.
126110.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამდენად, უეჭველია, რომ ისინი სიბნელეში იქნებიან ტერორისტული თავდასხმის შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში.
So they are almost certain to be in the dark during the early days after a terrorist attack.
126111.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
თუ გაგვიმართლებს, რამდენიმე საკვანძო ფიგურის დაკავებამ შესაძლოა შეაფერხოს არსებული ტერორისტული ქსელები.
If we are lucky, the detention of a few key operators can disrupt existing terrorist networks.
126112.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
დიდი შეცდომის დაშვების ალბათობის გამო, აღმასრულებელი შეეცდება კონკრეტულ უსამართლობებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გაასაიდუმლოს, რაც საგანგებო მდგომარეობის დრაგნეტების გარდაუვალი შედეგია.
Given the virtual certainty of massive error, the Executive will be tempted to keep secret all information concerning the particular injustices that are the inevitable consequence of emergency dragnets.
126113.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სუპერმაჟორიტარიანული ესკალატორი კიდევ უფრო გაზრდის ამ პერვერსულ მოტივაციას.
The supermajoritarian escalator will only heighten this perverse incentive.
126114.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ თუკი საგანგებო რეჟიმი საკანონმდებლო უმცირესობის მზარდ მხარდაჭერას მოითხოვს, აღმასრულებელს აღარ ექნება პარტიისადმი ლოიალობაზე დაყრდნობის ეფექტურობის იმედი.
But if the emergency regime requires the increasing support of the legislative minority, it will be hopeless for the Executive to appeal to party loyalty.
126115.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
იქნებ სუპერუმრავლესობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთადერთი იმედი ყველა პოტენციურად მამხილებელი ფაქტის დამალვაშია, რაც დრაგნეტებს ეხება?
Perhaps the only hope of satisfying the supermajority requirement is to treat as top secret all potentially embarrassing facts surrounding the dragnets?
126116.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
პარტიზანული ბოროტად გამოყენების დიდი რისკის მიუხედავად, სრული ღიაობის უბრალო წესის მიღება გულუბრყვილობაა.
Despite the grave risk of partisan abuse, a simple rule requiring total openness is simpleminded.
126117.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ტერორისტები, ისევე როგორც ჩვენ, ჟურნალგაზეთებს კითხულობენ, დ ინტერნეტს მოიხმარენ და მათ ბევრი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სახელმწიფოს დაზვერვით საქმიანობაზე.
Terrorists are newspaper readers and Internet surfers like the rest of us, and they can learn a lot about the government's surveillance activities.
126118.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი სწრაფად იხრწნება დროის მსვლელობასთან ერთად.
Much of this information quickly decays over time.
126119.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ გამომძიებლები ფოკუსს სწრაფად ცვლიან და ძველი სიახლეები უკვე იგივე ღირებულების ვერ იქნება ერთი კვირის შემდეგ.
But investigators change focus quickly, and old news no longer has much value a week later.
126120.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
თუმცა სხვაგვარ ინფორმაციას შესაძლოა უფრო გამძლე მნიშვნელობა ჰქონდეს.
Other information, however, will have more enduring significance.