მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126121.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაშინ, როგორ უნდა შევძლოთ ხორბლის ის გარჩევა ბზესგან?
How, then, to separate the wheat from the chaff?
126122.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
შეკავებისა და გაწონასწორების პოლიტიკური სისტემა კონსტრუქციული პასუხისთვის კონკრეტულ ინსტრუმენტებს გვთავაზობს.
A political system of checks and balances provides distinctive tools for a constructive response.
126123.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება განაგებს ყოველდღიურ საკითხებს, საგანგებო რეჟიმის საკითხი ყოველ ორ თვეში ისევ კონგრესს უბრუნდება.
While the Executive is in charge of day-to-day affairs, the emergency regime returns to Congress every two months.
126124.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ მზარდი საკანონმდებლო კოალიციის მხარდაჭერის შედეგად, რომელსაც სუპერმაჟორიტარიანული ესკალატორი მოითხოვს.
What is more, the state of emergency can survive only with the support of the increasingly large legislative coalition required by the supermajoritarian escalator.
126125.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ნაცვლად ამისა, მან უმრავლესობას სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, ამ უკანასკნელმა კი თავმჯდომარედ ის უნდა აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მისაღებია.
Instead, it should be required to offer a slate of three nominees to the majority and allow majority members to pick the chairperson they find least offensive.
126126.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ასეთი პრაქტიკა შესაძლოა უცხო იყოს ამერიკელებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან იმას, რომ ყველა კომიტეტს საკანონმდებლო უმრავლესობა აკონტროლებს.
Such practices may seem alien to Americans, who take it for granted that the legislative majority should control all committees.
126127.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ ეს ასე არაა სხვა წამყვან დემოკრატიებში.
But this is by no means true in other leading democracies.
126128.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
უმცირესობის კონტროლი ნიშნავს, რომ ზედამხედველობის განმახორციელებელი კომიტეტები არა აღმასრულებლის გოშიები, არამედ საზოგადოების გუშაგები იქნებიან.
Minority control means that the oversight committees will not be lap dogs for the Executive, but watchdogs for society.
126129.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მათ ნამდვილი პოლიტიკური ინტერესი ექნებათ, რომ ჩართულნი იყვნენ აგრესიულ და მიმდინარე გამოძიებებში ადმინისტრაციის მიერ საგანგებო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით.
They will have a real political interest to engage in aggressive and ongoing investigations into the administration of the emergency regime.
126130.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
თუმცა ისინი არც ყველა ინფორმაციას გაასაჯაროებენ, რადგან ეს მათ ტერორიზმისთვის ხელის შეწყობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებს.
But they will not make everything public since this would open them up to the charge of giving aid and comfort to terrorism.
126131.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ნაცვლად ამისა, კომიტეტები იმგვარად იქნება სტრუქტურირებული, რომ საიდუმლოებასა და საჯაროობას შორის გადაწყვეტილება პოლიტიკურად პასუხისმგებლიანად მიიღონ.
Instead, the committees will be structured to make the tradeoff between secrecy and publicity in a politically responsible fashion.
126132.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ შემთხვევაშიც კი, მათ შეეძლებათ განსაკუთრებით სენსიტიური დეტალების გამჟღავნებაზე უარის თქმა, რათა ზიანის მომტანი გაჟონვის რისკები შეამცირონ.
Even here, they can hold back particularly sensitive details to reduce the risks of damaging leaks.
126133.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მიუხედავად ამისა, მათ ექნებათ ყველანაირი მოტივაცია, რომ უმრავლესობასა და უმცირესობას აცნობონ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ხარჯებისა და ბენეფიტების შესახებ.
Nevertheless, they have every incentive to apprise the majority and minority of the main costs and benefits of continuing the emergency effort.
126134.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამგვარად, ჩვენ შევქმნით გამტარი საცერის მოდელს, მაგრამ არა საიდუმლოების რკინის კედელს.
We have designed a permeable sieve, not an ironclad wall of secrecy.
126135.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მასობრივი თავდასხმის შემდეგ, დაუყოვნებლივ საგანგებო ზომების მიღების საჭიროება შესაძლოა აშკარა იყოს, მაგრამ ეს საჭიროება, დროის მსვლელობასთან ერთად, მუდმივად უნდა დაექვემდებაროს შეფასებას.
In the immediate aftermath of a massive attack, the need for emergency measures may seem self-evident, but this need must be continually reassessed as time marches on.
126136.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ოპოზიციის ლიდერები საუკეთესო ადგილას არიან იმისთვის, რომ ამ ღირებულების დაფასება შეძლონ.
Leading members of the opposition are in the best position to appreciate this value.
126137.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სწორედ მათ უნდა მივანდოთ ცენტრალური მაკონტროლებელი როლის შესრულება.
We should leave it to them to play a central gatekeeping role.
126138.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საბოლოოდ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, კონსტიტუცია უნდა შეიცავდეს საკანონმდებლო გამოძიების მოთხოვნას მთლიანი საგანგებო მდგომარეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
Finally, when the emergency comes to an end, the constitution should require a legislative inquest, chaired once again by an opposition member with an opposition majority.
126139.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ერთი წლის შემდეგ კი უნდა მოხდეს ფორმალური რეკომენდაციების შემცველი საჯარო ანგარიშის წარდგენა.
A public report, with formal recommendations, would be due within a year.
126140.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საკანონმდებლო კონტროლის პრობლემით იმიტომ დავიწყე, რომ სწორედ იგი ამჟღავნებს შეერთებული შტატებისა და ევროპის პრაქტიკაში არსებულ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სისუსტეებს.
I have begun with the problem of legislative control because it exposes the most important constitutional weakness of existing practices in the United States and Europe.