მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126161.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
იურისტების დაქირავება ძვირი არ ჯდება და პრეზიდენტი ყოველთვის გამონახავს მათგან საუკეთესოებს მის გასამართლებლად ლეგალიზმების შესათხზავად.
Lawyers are cheap, and the President can always call upon the best and brightest to stretch the legalisms to cover his case.
126162.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მართალია, შესაძლოა, ოპონენტებმა ეს ენერგიულად გააპროტესტონ, მაგრამ წარმოშობილი ნისლი მხოლოდ საზოგადოების დასაბნევად თუ ივარგებს.
Though opponents may energetically protest, the resulting fog will only serve to perplex the general public.
126163.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ბრძანება და კონტროლი სერიოზული გამოსავალი მხოლოდ მაშინ არაა, როდესაც კონსტიტუცია ცალსახად ავალდებულებს აღმასრულებელს, გადაწყვეტილება სხვებთან ერთად მიიღოს.
Command and control is a serious option only when the constitution clearly requires the Executive to share decision-making with others.
126164.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მოკლე დროში, კონსტიტუციური ცდომილება ლეგიტიმურ საკანონმდებლო წინააღმდეგობას მოიტანს შედეგად.
Within a short time, the constitutional gap will tend to legitimate legislative resistance.
126165.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამას დავარქვათ შეკავებისა და გაწონასწორების პრიორიტეტულობა.
Call this the priority of checks and balances.
126166.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მანამ, სანამ ამ პრიორიტეტულობას ვცნობთ, სათანადო ბრძანებისა და კონტროლის დებულებების ფორმულირება საკვანძო საკითხია, რომელიც რადიკალურ რეკონცეპტუალიზაციას მოითხოვს.
So long as this priority is recognized, the formulation of appropriate command-and-control provisions is a crucial matter, and one requiring radical reconceptualization.
126167.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
როგორც ვნახეთ, საგანგებო ძალაუფლების კლასიკური რაციონალე ახდენს ფართო ძალაუფლებების მინიჭების ავტორიზაციას იმ დროს, როდესაც მთავრობა სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაშია ჩართული.
As we have seen, the classic rationale for emergency power authorizes sweeping grants of power while the government engages in a life-and-death struggle.
126168.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედების თავისუფლების მინიჭება არასწორ გზავნილებს უშვებს.
But in the present case, a blank check sends precisely the wrong message.
126169.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ყველაზე უარეს შემთხვევაში, იგი წარმოადგენს შესაძლებლობას პოტენციური დიქტატორისთვის, გზა გაიკაფოს პერმანენტული ძალაუფლებისთვის.
In the worst case, it provides the means for a would-be dictator to bootstrap his way to permanent power.
126170.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
არსებობს ფარგლების პრობლემასთან გამკლავების ორი გზა.
There are two ways of dealing with the problem of scope.
126171.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
დავიწყოთ პოზიტიურით და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი რაციონალე: შემწეობა და პრევენცია.
Beginning with the positive, I will distinguish between two distinct rationales: relief and prevention.
126172.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
შემწეობა ეხება არსებულ კატასტროფას, ხოლო პრევენცია მის მომავალში გამეორებას.
Relief is concerned with the current disaster, prevention, with its future recurrence.
126173.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
შემწეობის რაციონალე გულისხმობს საგანგებო მდგომარეობას ტექნოკრატიური სულისკვეთებით.
The relief rationale conceives of the emergency in a technocratic spirit.
126174.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
კატასტროფა უკვე მოხდა: მძვინვარებს ეპიდემია, ქალაქი განადგურებულია და უთვალავი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ნორმალური ვითარება დაბრუნდეს.
Disaster has struck: An epidemic rages, a city is devastated, and there are countless things to be done to return to normal.
126175.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
აქ მოდელი შემოთავაზებულია უამრავი საკანონმდებლო აქტით.
The model here is provided by the countless statutes.
126176.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
გარდა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შემწეობისა, ეს აქტები შეიცავს ექსტრაორდინალურ ძალაუფლებებს ქონების ჩამორთმევასა და კარანტინის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
Aside from providing emergency relief, these statutes grant extraordinary powers to seize property and impose quarantine.
126177.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ დებულებების შემუშავება ადვილი არაა, მაგრამ მათ ირგვლივ აგორებულ უთანხმოებებს არ აქვს პოლიტიკური განზომილება.
Drafting these provisions is a tricky business, but the controversies surrounding them lack a crucial political dimension.
126178.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საკუთრებისა და თავისუფლების დროებითი შეზღუდვა ყოველთვის სამწუხარო ამბავია, მაგრამ იმის ალბათობა, რომ მსხვერპლებს პოლიტიკური მტრებივით მოექცევიან, დაბალია.
Temporary restrictions on property and liberty are always regrettable, but there is little chance that the victims will be treated as political enemies.
126179.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
შედეგად, ტექნოკრატიული მიმართულება სრულად სათანადო ჩანს.
As a consequence, a technocratic orientation seems entirely appropriate.
126180.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საგანგებო კანონმდებლობის მთავარი ამოცანა სწორედ მყისიერი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს.
The primary objective of the emergency legislation should be a speedy collective response.