მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126261.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
პრეზიდენტს აღარ შეეძლება თავის მოკატუნება, რომ თითქოს იგი მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს ებრძვის.
The President can no longer pretend that he is merely fighting a bunch of minority politicians.
126262.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
იგი იძულებული იქნება, სასამართლოებსაც შეეხოს და თავი მთლიანი კონსტიტუციური მართლწესრიგის მტრად გამოაცხადოს.
He will be obliged to take on the courts as well, casting himself as an enemy of the entire constitutional order.
126263.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ასეთმა მაღალმა ფსონებმა უნდა შეაფერხოს წინდაუხედავი საქციელი.
Such high stakes should deter much reckless behavior.
126264.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
დემაგოგებმა შესაძლოა სასამართლოები გამოიწვიონ და, ამ შემთხვევაში, საკითხი ქვეყნის გადასაწყვეტი იქნება.
Demagogues may call the courts' bluff, and then it will be up to the country to decide.
126265.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ სასამართლოებს შედარებითი უპირატესობა მაინც ექნებათ.
But at least the courts will go into the struggle on relatively advantageous terms.
126266.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
პრეზიდენტის მიერ კანონის უზენაესობის დარღვევა თვალსაჩინოა.
The President's breach of the rule of law will be plain for all to see.
126267.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სასამართლოს აღარ მოუწევს საკუთარი ინტერვენციის გამართლება კომპლექსური ლეგალიზმებით.
The court will not be obliged to justify its intervention with complex legalisms.
126268.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საკითხი ნათელი და ცხადი იქნება: არის თუ არა ქვეყანა მზად კანონის უზენაესობის გასანადგურებლად და საშინელი თავგადასავლის დასაწყებად, რომელიც შესაძლოა დიქტატურით დაგვირგვინდეს?
The issue will be clean and clear: Is the country prepared to destroy the rule of law and embark on a disastrous adventure that may end with dictatorship?
126269.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სიტუაციის გასამძაფრებლად, საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუცია პირდაპირ უნდა აძლევდეს სასამართლოებს დირექტივას, რომ მათ საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დაიწყონ habeas corpus საჩივრების განხილვა.
To dramatize the stakes further, the emergency constitution should explicitly command the courts to begin considering habeas corpus petitions immediately upon the legal termination of the emergency.
126270.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ეს ქვეყანაში უთვალავი მოხელისგან მოითხოვს, დასვას კითხვა, თუ რისი ერთგულნი არიან ისინი საბოლოოდ, უზურპატორის თუ კონსტიტუციის.
This will require countless officials throughout the country to ask where their ultimate loyalties lie-to the usurper or to the constitution.
126271.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ზოგიერთი მაინც დაემორჩილება კანონს და პატიმრებს მოსამართლეებს გადასცემს, რაც უზურპატორისთვის გაართულებს შემდგომი საგანგებო ქმედებების განხორციელებას.
At least some will uphold the law and hand their prisoners over to the judges, putting the burden on the usurper to take further extraordinary actions.
126272.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ ყველაფერმა შესაძლოა, წარმოქმნას პოპულარული მოძრაობა კონსტიტუციის მხარდასაჭერად ან არა.
All this may help provoke a popular movement in support of the constitution, or it may not.
126273.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საკონსტიტუციო სასამართლოს შემაკავებელი როლი აქვს შესასრულებელი უფრო უღიმღამო შემთხვევებშიც.
The constitutional court also has a backstopping role to play in more humdrum scenarios.
126274.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგალითად, ჩემი შემოთავაზებით, გარანტირებულია ბრძოლა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ინფორმაციის კონტროლთან დაკავშირებით.
For example, my proposal virtually guarantees a struggle between the Executive and the legislature over control of information.
126275.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საკანონმდებლო საზედამხედველო კომიტეტების უმცირესობის მქონე პარტიების ხელთ მოქცევით, ჩვენ უზრუნველვყოფთ უამრავ პროტესტს.
By placing the legislative oversight committees in the hands of the minority party, we can be sure of countless protests.
126276.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მიუხედავად ამისა, თამაშში ყველაზე მაღალი კარტები აღმასრულებელ შტოს აქვს.
Nevertheless, the Executive has most of the chips in this game.
126277.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ასეთი შემთხვევა სასამართლოსგან მოითხოვს ტაქტსა და დისკრეციას კონკრეტული საქმეების ფაქტების შესწავლისას.
This will call for a great deal of judicial tact and discretion in sifting the facts of particular cases.
126278.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ, ცხადია, სასამართლოს საქმიანობა დიდწილად ხელისუფლების დანაწილების მაკრომენეჯმენტს არ შეიცავს.
But of course, the bulk of judicial activity will not involve macromanagement of the separation of powers.
126279.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
დავიწყოთ იმაზე ფიქრით, თუ რა გავლენას ახდენს საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციის პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები ამ საქმეებზე მანამ, სანამ ისინი მოსამართლეებამდე მიაღწევენ.
Begin by considering how the political and economic aspects of the emergency constitution shape the disposition of these cases before they get to the judges.
126280.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
პირველ რიგში, ყურადღება გავამახვილოთ პროკურორებზე და იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ისინი ორთვიანი გახანგრძლივების საფუძველზე.
Start with the prosecutors and how they will respond to the provision for a series of twomonth extensions.