მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126281.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სუპერმაჟორიტარიანული ესკალატორი მათ აცნობებს, რომ საგანგებო მდგომარეობა დაუსრულებლად არ გაგრძელდება.
The supermajoritarian escalator puts them on notice that the emergency will not go on and on.
126282.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
რეჟიმის დასრულებისთანავე, საგანგებო დაკავების ყველა საქმე ერთად მოიყრის თავს მათ სამუშაო მაგიდებზე.
When the regime terminates, all the cases of emergency detention will be dumped on their desks at once.
126283.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ შემთხვევაში, მათ ყველა იმ ეჭვმიტანილის გათავისუფლება მოუწევთ, რომელთა წინააღმდეგაც ხელშესახები მტკიცებულებები არ არსებობს.
At that point, they must release all suspects whose detention cannot be supported by hard evidence.
126284.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
როდესაც პირველადი შეფასება შედეგად მტკიცებულებით ვაკუუმს გამოიღებს, პროკურორები თვითონ იქნებიან ლობისტები, რომ უდანაშაულო დაკავებულები გათავისუფლდნენ.
When a preliminary probe reveals an evidentiary vacuum, the prosecutors themselves will serve as a powerful lobby for the release of innocent detainees.
126285.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ ნაწილში შემოდის ჩემი შემოთავაზების ეკონომიკური ნაწილი.
At this point, the economic aspect of the proposal kicks in.
126286.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ვინაიდან კომპენსაციების გადახდა უსაფრთხოების სერვისების ბიუჯეტიდან მოხდება, კონკრეტულ დაკავებულ პირთან დაკავშირებით პროკურატურის გამოძიება ინსტიტუციური ბიძგის როლს შეასრულებს.
Since compensation payments come out of the budget of the security services, a prosecutorial inquiry about a particular detainee will serve as an institutional prod.
126287.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
საბიუჯეტო ხარჯების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების სერვისებს აქვთ მოტივაცია, თავისი ენერგია პროკურატურის მიერ იდენტიფიცირებული კონკრეტული დაკავებული პირებისკენ მიმართონ.
To avoid budgetary costs, the security services have an incentive to focus their energies on the particular detainees singled out by the prosecutors.
126288.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
და თუკი გამოძიება პროგრესს არ აჩვენებს, მათ აქვთ მოტივაცია, რომ დაკავებული პირი გაათავისუფლონ.
And if their investigation does not show any progress, they have reason to release the detainee.
126289.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სუპერმაჟორიტარიანულ ესკალატორს ასევე დადებითი გავლენა აქვს მოსამართლეების ქცევაზე.
The supermajoritarian escalator also will have a salutary impact on the behavior of judges.
126290.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მოსამართლეები კონსერვატორი ხალხია და მოსალოდნელია, რომ ისინი საკუთარ მანდატს დიდი სიფრთხილით განმარტავენ მასობრივი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.
Judges are conservative folk who are likely to interpret their legal mandate very cautiously during the immediate aftermath of a massive terrorist strike.
126291.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ვფიქრობ, რომ ეს სიფრთხილე სათანადოა, მაგრამ მათ, ვინც ამაში არ მეთანხმება, მოუწევთ დაფიქრება ჩემს ემპირიულ წინასწარმეტყველებაზე.
I think this caution is perfectly appropriate, but those who disagree on the merits must conjure with my empirical prediction.
126292.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
როგორ ვაჩვენოთ სასამართლო ხელისუფლებას, რომ დადგა დრო, რომ ექსტრაორდინალური თვითშეზღუდვიდან გადავინაცვლოთ ფუნდამენტური უფლებების სახელით განხორციელებული ნორმალური საქმიანობისკენ?
How do we apprise the judiciary that the time has come to shift gears and move from extraordinary restraint to their normal activities on behalf of fundamental rights?
126293.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
პოლიტიკური შეკავებისა და გაწონასწორების ჩემ მიერ შემოთავაზებული სისტემა სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი.
This is where my proposed system of political checks and balances becomes important.
126294.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
იურიდიული გადმოსახედიდან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მხოლოდ დაბალმა საკანონმდებლო უმცირესობამ გამოიწვია ნორმალური მდგომარეობის დაბრუნება.
From a juridical point of view, it is not important that only a small legislative minority has in fact triggered the shift back to normalcy.
126295.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მთავარი საკითხი მოსამართლეებისთვის ისაა, რომ ისინი გათავისუფლდნენ ტვირთის ზიდვისგან და რომ ლეგისლატურამ საგანგებო მდგომარეობის დასრულება საჯაროდ აიღო საკუთარ თავზე.
The key point for judges is that they are off the hook, that the legislature has taken responsibility for terminating the emergency in a highly public fashion.
126296.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ამ ინიციატივას გამოიჩენს, მოსამართლეები განაგრძობენ თავის ჩვეულებრივ როლს სისხლის სამართლის პროცესში.
Once the legislature has taken the lead, judges will resume their normal role in the criminal process.
126297.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
და ისინი ამას გააკეთებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და საზოგადოება ჯერ კიდევ არ განკურნებულა ტერორისტული თავდასხმის შედეგად წარმოქმნილი შფოთისგან.
And they will do this even though a majority of the legislature, and the general population, may not yet have fully recovered from the anxieties generated by the terrorist attack.
126298.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ზოგიერთმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ ჩემი განრიგი მეტად ციცაბოა და რომ სამართლებრივ ნორმალურობაში დაბრუნება უფრო დინჯი სიჩქარით უნდა მოხდეს.
Some may think that my timetable is too precipitous and that the return to judicial normalcy should proceed with more deliberate speed.
126299.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვახდენთ ესკალატორის რემოდელირებას, იურიდიულ ნორმალურობაში დაბრუნება მაინც წარმოშობს შფოთს ბევრ ადამიანში.
No matter how you redesign the escalator, the return to judicial normalcy will always inspire lots of anxiety in the hearts of lots of people.
126300.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ყოველთვის იარსებებენ ჯგუფები, რომლებიც ეცდებიან, საშიში იარაღების მოპოვებას უპრინციპო იარაღებით მოვაჭრეებისა და არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოებისგან.
There will always be disaffected groups scurrying about seeking terrible weapons from unscrupulous arms dealers and rogue states.