მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126341.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
იგი აღიარებს, რომ წამებას გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შედეგები მოჰყვეს, მაგრამ იგი ვერ ხედავს მის მოკლევადიან შედეგებს საგანგებო მდგომარეობის დროს.
He recognizes that torture may have long-run legitimacy consequences, but fails entirely to consider its devastating short-run consequences in a state of emergency.
126342.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
კანონის უზენაესობის ეფექტური შეზღუდვების გარეშე, უბრალოდ, მეტისმეტად მარტივია საგანგებო რეჟიმის დეგენერირება იმ დონეზე, რომ იგი პოლიციურ სახელმწიფოდ გარდაიქმნას.
Without the effective constraint of the rule of law, it is simply too easy for the emergency regime to degenerate into a full-blown police state.
126343.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამდენად, მოდით, წამების საკითხი ტაბუდ დავტოვოთ.
So let us keep torture a taboo.
126344.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სწორედ აქ შემოდის ადვოკატის ყოლის უფლება.
Here is where the right to counsel enters.
126345.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ადვოკატის რეგულარული ვიზიტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმია წამების წინააღმდეგ მონიტორინგისთვის.
Regular visits by counsel are the crucial mech anism for policing against torture.
126346.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
როდესაც უსაფრთხოების სერვისებს ეცოდინებათ, რომ დაკავებულ პირებს სამართლებრივ სისტემაზე წვდომა აქვთ საჩივრების მეშვეობით, წამება წარმოსადგენი გამოსავალი აღარ იქნება.
Once security services know that detainees have direct access to the legal system for their complaints, torture will no longer be a thinkable option.
126347.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ადვოკატის რეგულარულმა ვიზიტებმა შესაძლოა, დაკითხვის უფრო ლეგიტიმური ფორმებიც ნაკლებად ეფექტური გახადოს.
To be sure, regular visits by counsel may also make more legitimate forms of interrogation less effective.
126348.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
დაკავებული პირები თავს უფრო ნაკლებად იზოლირებულად და მოწყვლადად იგრძნობენ და შესაძლოა, მათი მხრიდან თანამშრომლობა ნაკლები იყოს.
Detainees will feel themselves less isolated and vulnerable, and so may prove less cooperative.
126349.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ ეს უბრალოდ ის საფასურია, რომელიც წესიერმა საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს.
But this is simply the price that any decent society must be willing to pay.
126350.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ადვოკატზე სწრაფი წვდომის ქონა ასევე მნიშვნელოვანია სხვა მიზნებისთვის.
Quick access to counsel is also crucial for other purposes.
126351.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
დაკავებულ პირებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, საკუთარ ადვოკატებს მოსთხოვონ გამამართლებელი მტკიცებულებების შეგროვება.
Detainees have the fundamental right to ask their lawyers to collect exculpatory evidence/
126352.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
დაბოლოს, ადვოკატები ცენტრალურ საშუამავლო როლს ასრულებენ დაკავებულებსა და მათ ოჯახებს, მეგობრებსა და დამსაქმებლებს შორის.
Finally, lawyers play a crucial intermediary role between detainees and their families, friends, and employers in the outside world.
126353.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ადვოკატისგან იმის დაუყოვნებლივ გაგება, რომ დაკავებული პირი არ გაუჩინარებულა პოლიციური სახელმწიფოს უფსკრულში.
These people must be in a position to hear from the lawyer, and quickly, that the detainee has not disappeared into a police state hellhole.
126354.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ადვოკატის საქმიანობის მონიტორინგის შესაძლებლობა, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ მათ ახლობელს პატივისცემით ეპყრობიან და რომ უზრუნველყონ ადვოკატის შეცვლა, თუკი ისინი ამას აირჩევენ.
They also should be permitted to monitor the attorney's performance to ensure that their loved one is treated with respect, and to engage replacement counsel if they so choose.
126355.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგალითად, დაკავებული პირის ახლობლებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მის ადვოკატზე, მაგრამ არ უნდა შეეძლოთ სხვა მიღებული ინფორმაციის გასაჯაროება.
For example, the detainee's intimates must have access to his counsel, but they may be forbidden to publicize further any information they receive.
126356.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
შესაძლოა, ასევე შევიწყნაროთ კონკრეტული ადვოკატის არჩევის შესაძლებლობის შეზღუდვაც.
Some restrictions on the right to choose particular lawyers may well be tolerable.
126357.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ მივდივარ გონივრული უთანხმოების სფერომდე, რის გამოც თავს შევიზღუდავ მხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებზე მსჯელობით.
But we are reaching the realm of reasonable disagreement, and I am restricting myself only to some very basic fundamentals.
126358.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ამ გადმოსახედიდან, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები უფლებამოსილების სხვა პოტენციური ბოროტად გამოყენებისთვის.
From this vantage point, we must take steps to anticipate another potential abuse.
126359.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ერთმანეთისგან გავმიჯნე მაკრო და მიკროსამართლებრივი ინტერვენცია.
I have been distinguishing between macro and microjudicial interventions.
126360.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მაგრამ ეს კოხტა მიჯნა დროთა განმავლობაში დაიბინდება.
But this neat distinction will blur over time.