მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126921.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ნორმაშემოქმედების მიმართება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან - საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მაგალითზე
შესაბამისად, უკუძალის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრება და აღსრულება პრობლემური შეიძლება იყოს.
Hence, in the light of the principle of non-retroactivity, once a state of emergency and martial law comes to an end, it might be challenging to impose liability and enforce it based on the Presidential Decree.
126922.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ნორმაშემოქმედების მიმართება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან - საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მაგალითზე
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საკანონმდებლო აქტია, დასაშვებია მისი მეშვეობით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების დელეგირებაც.
Given that a decree of the President of Georgia is a legislative act, it can be used for delegating the power to enact (issue) subordinate legislative acts.
126923.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ნორმაშემოქმედების მიმართება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან - საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მაგალითზე
სხვაგვარი მიდგომა, მათ შორის ამგვარი საკითხების საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოწესრიგება უშვებს საქართველოს კონსტიტუციისთვის და საქართველოს პარლამენტისთვის თავის არიდების შესაძლებლობას.
Any other approach, including regulating such matters through the Government’s Ordinances leaves the possibility of bypassing the Constitution of Georgia and the Parliament of Georgia.
126924.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ნორმაშემოქმედების მიმართება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან - საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მაგალითზე
ამრიგად, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად საგანგებო ან საომარი მდგომარეობის არსებობისა, რა დროსაც, იცვლება ხელისუფლების დანაწილების პრინციპით განმტკიცებული ძალაუფლების შტოებს შორის გადანაწილების ორდინალური ბალანსი, სახელმწიფო ხელისუფლება მაინც შეზღუდულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით და საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც „დროებითმა კანონმდებელმა“, უნდა დაიცვას ნორმაშემოქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპები.
Thus, in conclusion, it can be said that, regardless of the existence of the state of emergency or martial law, during which the ordinary balance between the branches of government as envisaged by the principle of separation of powers is being hindered, the state power is still limited by the principles of a legal state and, - as a "temporary legislator", - the President of Georgia shall adhere to national and international principles related to norm-making.
126925.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ნორმაშემოქმედების მიმართება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან - საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მაგალითზე
იგივე ვალდებულება აქვს საქართველოს მთავრობას.
The same obligation applies to the Government of Georgia.
126926.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
გავრცელებული პანდემიის ფარგლებში ყურადღების ცენტრში მოექცა ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხი.
The spread of the pandemic has drawn attention to the issues regarding the protection of fundamental human rights and liberties.
126927.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ვითარების ნორმალიზაციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიზღუდა ისეთი უფლებები, როგორებიცაა ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება და სხვა.
Within the state of emergency, which was declared in order to normalize the situation, there has been a surge of restrictions placed upon such rights as the human right to liberty, freedom of movement, the right to property and others.
126928.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ, მიუხედავად საგანგებო ვითარებისა, ძირითად უფლებებში ჩარევა არ გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს და არათანაზომიერად არ დაირღვეს ცალკეული ინდივიდის უფლებები.
Nevertheless, it is of vital importance for legal states that, despite the state of emergency, interferences into fundamental rights not exceed the constitutional framework, and that individual rights not be disproportionately violated.
126929.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვის, ასევე საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში.
The Constitution of Georgia allows for not only restriction, but also expropriation of private property during the state of emergency.
126930.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ბუნებრივია, თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს ისე, რომ შენარჩუნდეს საკუთრების უფლების არსი.
Certainly, in every such case, decisions made by the government must follow the principle of proportionality in order to preserve the essence of the right to property.
126931.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
განხილვის საგანს წარმოადგენს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნულ კრიტერიუმებს პანდემიის ფარგლებში შემუშავებული რეგულაციები საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე.
The point of scrutiny is whether or not the abovementioned criteria are met by the regulations regarding restrictions to the right to property imposed in the context of the pandemic.
126932.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ახალი კორონავირუსის გავრცელებამ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა, გლობალური საზოგადოება არაერთი სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევის წინაშე დააყენა.
The spread of the Novel Coronavirus, which has been classified as a pandemic by the WHO on 11 March 2020, has posed many legal, economic and social challenges for the international community.
126933.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
არსებულ ვითარებაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიზანს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს.
Under existing circumstances, the first priority of a legal state is the protection of human lives and health.
126934.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
შესაბამისად, განხორციელებული ღონისძიებები, ძირითადად, პანდემიის გავრცელების პრევენციისა და მოსალოდნელი საფრთხის მაქსიმალურად შემცირებისკენ არის მიმართული, რაც, თავისთავად, დაკავშირებულია გარკვეულ შეზღუდვებთან.
Therefore, most of the measures are taken in order to prevent further spread of the virus and minimize its potential threat, which in itself is linked to certain restrictions.
126935.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
პანდემიაზე სათანადო რეაგირების მიზნით 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
In order to effectively counter the pandemic, a state of emergency was declared throughout the entire territory of Georgia on 21 March 2020.
126936.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით განისაზღვრა გასატარებელი ღონისძიებები და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული იმ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალი, რომლებიც დაექვემდებარა შეზღუდვას საგანგებო მდგომარეობის ვადით.
The Presidential Decree introduced a number of measures and enumerated fundamental rights and liberties that were subjected to restrictions for the duration of the state of emergency.
126937.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ესენია: ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების;
These are: right to liberty, freedom of movement, rights to personal and family privacy, personal space and privacy of communication, rights to fair administrative proceedings;
126938.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;
Access to public information, informational self-determination, and compensation for damage inflicted by public authority;
126939.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება, შრომის თავისუფლება და მეწარმეობის თავისუფლება.
Right to property, freedom of assembly, freedom of labor, freedom of trade unions, right to strike and freedom of enterprise.
126940.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფართოვდება სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებები, ცალკეული ინდივიდის უფლებები კი იზღუდება.
In order to ensure public safety the government’s powers increases during the state of emergency, while individuals experience restrictions imposed on their rights.