მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126941.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
თუმცა შეზღუდვა, ბუნებრივია, ამ დროსაც უნდა განხორციელდეს კონსტიტუციით განსაზღვრული მართლწესრიგის ფარგლებში მხოლოდ იმ ინტენსივობით, რაც შეზღუდვით მისაღწევი საჯარო მიზნის თანაზომიერი იქნება, ისე, რომ შენარჩუნდეს ძირითადი უფლების არსი.
However, restrictions must be implemented within the legal framework defined by the Constitution, and only to the extent that is proportionate to the legitimate aim that restrictions are intending to achieve, so that the essence of fundamental rights is preserved.
126942.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
წინამდებარე სტატიაში საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვისა და ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართების წარმოჩენის შემდეგ ყურადღება დაეთმობა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობას მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.
This article will first review legal aspects of the state of emergency and demonstrate its relation with fundamental human rights, and will further focus on the constitutionality of restricting the right in the context of the existing emergency.
126943.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, „აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები“.
Under the Decree of the President of Georgia, the Government of Georgia was granted the authority to "restrict rights to property, if necessary, and to use the property and material resources of natural and legal persons for quarantine, isolation and medical purposes".
126944.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საკუთრების უფლება, მისი სოციალური დატვირთვიდან გამომდინარე, არაერთხელ მოქცეულა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ჩარჩოებში და გამხდარა კონსტიტუციური კონტროლის ობიექტი, რასაც მოწმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდიდარი პრაქტიკა.
Given its social importance, the right to property has repeatedly been included in the framework established by the State and subjected to constitutional control, as evidenced by the extensive case-law of the Constitutional Court of Georgia.
126945.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ „დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა.”
In one of its decisions, the Court noted that "the economic strength of a democratic, legal and social state is based on the respect and protection of the right to property".
126946.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
I. საგანგებო მდგომარეობა როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის საფუძველი.
I. STATE OF EMERGENCY AS THE BASIS FOR THE RESTRICTION OF FUNDAMENTAL HUMAN RIGHTS.
126947.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას ისეთ ვითარებაში, „როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას“.
A state of emergency is a temporary measure enacted in situations "when the state authorities are unable to exercise their constitutional powers in a normal manner".
126948.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
შეიძლება ითქვას, რომ ის ემსახურება იმ „ნორმალური მდგომარეობის“ აღდგენას, სადაც უზრუნველყოფილი იყო მოქალაქეთა უსაფრთხოება.
It can be said, that it serves to restore the "status quo", where the citizens’ security was guaranteed.
126949.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
კანონმდებლობა არ შეიცავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ვინაიდან ყველა შემთხვევის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, გარემოებების შეფასება კონკრეტული სიტუაციის სიმწვავის მიხედვით უნდა მოხდეს.
Since it is not possible to predict every possible scenario, the legislation does not contain an exhaustive list of acceptable grounds for declaring a state of emergency, requiring the gravity of the circumstances to be evaluated on a case-by-case basis.
126950.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საინტერესოა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავარი სამართლებრივი პრობლემატიკა სწორედ იმ საკითხთან მიმართებით წარმოიშობა, რის დაცვასაც ის რეალურად ემსახურება.
Interestingly, the main legal problems that arise during the state of emergency are related to the very issues that it serves to protect.
126951.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
კერძოდ, ერთი მხრივ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ნიშნავს იმ ვითარების აღდგენას, როდესაც სრულყოფილად არის გარანტირებული და დაცული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
Namely, on one hand, the purpose of the declaration of the state of emergency is restoration of the legal order, which implies the restoration of the status quo in which universally recognized human rights and freedoms are fully guaranteed and protected.
126952.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ხოლო, მეორე მხრივ, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცულ სფეროში.
But on the other hand, during a state of emergency, it is often necessary for the government to interfere within protected spheres of fundamental human rights.
126953.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამასთანავე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევები სწორედ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიძლება მოხდეს.
Furthermore, as demonstrated by the experience of various countries, some of the gravest violations of human rights may occur during the state of emergency.
126954.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ხელისუფლებას ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს კონკრეტული უფლების ფარგლები, რა დროსაც იქმნება საშიშროება იმისა, რომ ის მისთვის მინიჭებულ ძალაუფლებას არათანაზომიერად ან ბოროტად გამოიყენებს.
The government is given the power to determine the scope of specific rights, which may lead to the threat of disproportionate use or abuse of power.
126955.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამდენად, ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას, რომლის უმთავრეს ელემენტს ძირითადი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
Thus, it can be argued, that the declaration of a state of emergency is contradictory to the idea of the legal state, whose most important aspect is the protection of fundamental human rights.
126956.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მიუხედავად ამისა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორებიცაა - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და სხვა.
Nevertheless, the possibility of declaring a state of emergency is envisioned by such important international instruments as the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms, the International Covenant on Civil and Political Rights, and others.
126957.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამ აქტების თანახმად, სახელმწიფოებს შეუძლიათ, გადაუხვიონ ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მოითხოვს არსებული ვითარების სიმძაფრე.
According to these documents, states may derogate from obligations only to the extent, to which the severity of circumstances requires.
126958.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამდენად, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ, მიუხედავად ადამიანის უფლებების გადამეტებულად დარღვევის რისკებისა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამონაკლისის სახით დაშვებულია იმ პირობით, რომ მკაფიოდ განისაზღვრება მისი ხანგრძლივობა, საფუძვლები და ფარგლები.
Thus, it is generally accepted, that despite the risks of excessive human rights violations, the declaration of a state of emergency should be allowed to be used as an emergency measure, provided that its duration, grounds and scope are clearly defined.
126959.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ვენეციის კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტურად დაცული, თუ საგანგებო ვითარებაშიც კი სრულად იქნება უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, რაც მოითხოვს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მართლმსაჯულებაზე დაქვემდებარებას.
According to the Venice Commission, security of the state and society can only be effectively protected, if even in the state of emergency, the rule of law is fully upheld, which requires the state of emergency to be under judicial control.
126960.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეექმნას საფრთხე, თუ სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას გადამეტებულად გამოიყენებს და იმაზე მეტად ჩაერევა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცულ სფეროში, ვიდრე ეს დასახული მიზნის მისაღწევად არის საჭირო.
The idea of the Rule of Law state will only come under threat, if the state abuses its power and interferes within the ambit of fundamental human rights to a greater extent than strictly required by the circumstances.