მოიძებნა 668043 ჩანაწერი
126961.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მთავარი მოთხოვნაა გონივრული ბალანსის შენარჩუნება.
The main goal is to strike a reasonable balance.
126962.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელშიც ხაზგასმულია გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტთა წრის შეზღუდვის მიზანშეწონილობა, რათა მინიმუმდე იქნეს დაყვანილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშიშროება და კეთდება მითითება სამ პირობაზე, რომლებიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს საგანგებო მდგომარეობის დროს:
In this regard, it is interesting to look into the judgment of the Constitutional Court of Georgia, rendered on 25 May 2004, which emphasizes the prudence of limiting the circle of decisionmakers in order to minimize risks of the abuse of power, and points to three conditions for guaranteeing human rights during the state of emergency.
126963.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
პირველი, ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი - კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი გამორიცხავს ნებისმიერი სხვა სუბიექტისათვის ამ უფლების მინიჭებას.
Firstly, this authority shall rest only upon the President of Georgia – this constitutional provision prohibits granting this right to any other actor.
126964.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მეორე, პრეზიდენტი ვალდებულია, გადაწყვეტილება, უფლებათა შეზღუდვის შესახებ, დაუყოვნებლივ წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
Secondly, the President is obligated to immediately submit the decision regarding restrictions of rights for its approval by the Parliament.
126965.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მესამე, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, შეზღუდოს მხოლოდ ის უფლებები, რომელთა შეზღუდვაც პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.
Thirdly, the President of Georgia may restrict only those rights, which are specified in the Constitution with respect to the state of emergency.
126966.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
II. საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.
II. THE RIGHT TO PROPERTY IN THE STATE OF EMERGENCY.
126967.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ა. საკუთრების უფლების არსი.
A. THE ESSENCE OF THE RIGHT TO PROPERTY.
126968.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საკუთრება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი ელემენტია;
In one of its decisions, the Constitutional Court of Georgia noted, that the existence of property is an essential element of a democratic society;
126969.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
„ის ადამიანის არამარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“.
"Not only is it the basis of human existence, but it also serves as insurance for freedom, adequate realization of one’s capabilities, an ability to lead one’s life with own responsibility".
126970.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება.
However, the right to property is not an absolute or unlimited right.
126971.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მესაკუთრე არ არის იზოლირებული, ის საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას თავისი ინტერესების დაკმაყოფილება მხოლოდ სხვათა ინტერესების თანხვედრაში შეუძლია.
The owner is not isolated, but an integral part of society, which implies that he or she can satisfy own interest only if they align with those of others.
126972.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საკუთრების უფლებაში ჩარევის ფარგლებს თავად კონსტიტუცია განსაზღვრავს;
The scope of interference within the right to property is determined by the Constitution itself;
126973.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობებს გარკვეული ფორმალურმატერიალური წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
Article 19 of the Constitution of Georgia envisages the possibility of restricting the right to property or expropriating property if certain formal and material requirements are met.
126974.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნულის საფუძველზე, კანონმდებელი უფლებამოსილია, განსაზღვროს საკუთრების შინაარსი, მოქმედების ფარგლები და საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები ისე, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
For this reason, the legislature is authorized to define the content of the right to property, the scope of actions and grounds for expropriation in a way, which ensures that the essence of the right to property is not violated.
126975.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამდენად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საკუთრების უფლების შეზღუდვისას მნიშვნელოვანია, შენარჩუნებულ იქნეს ძირითადი უფლების არსი, რომლის განსაზღვრა კონსტიტუციური თეორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოგმატურ პრობლემას წარმოადგენს, რაც, ძირითადად, ძირითადი უფლების შინაარსის და ფარგლების განსაზღვრის ზუსტი თეორიის არარსებობით არის განპირობებული.
Thus, while restricting the right to property during the state of emergency, it is important to preserve the essence of the fundamental right, determination of which represents one of the most important dogmatic issues in constitutional theory, mainly due to the lack of clear theory on the fundamental right’s nature and scope.
126976.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნულს ცხადყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
This is evidenced by the practice of the European Court of Human Rights.
126977.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საკუთრების უფლებასთან მიმართებით ძირითადი უფლების არსის შენარჩუნების პრინციპზე არაერთხელ ამახვილებს ყურადღებას ასევე საქართველოს საკონსიტუციო სასამართლო.
The Constitutional Court of Georgia has also invoked the principle of preservation of the essence of the fundamental right in reference to the right to property.
126978.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
„საკუთრების უფლება რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული“.
"The right to property, which is definable by the legislature, shall not, as a result of definition of the content and the scope of the right to property, be transformed into a right that would largely be dependent on legislative regulations".
126979.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა.
At the end of the day, we should avoid erosion of the core of the sphere protected by the right.
126980.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
კონსტიტუციური სამართლის მეცნიერებაში ერთმანეთისგან განასხვავებენ ძირითადი უფლების არსის შენარჩუნების აბსოლუტურ და რელატიურ თეორიებს.
The study of constitutional law distinguishes between the absolute and relative theories of preserving the essence of fundamental rights.