მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127001.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საგანგებო მდგომარეობისას საკუთრების ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი და მის საფუძველზე მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
The legal basis for expropriation of property during the state of emergency is outlined by Article 19 (3) of the Constitution of Georgia and its derivative law "On the Procedure for The Expropriation of Property for Pressing Social Needs".
127002.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამ კანონის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა განეკუთვნება ისეთ გადაუდებელ აუცილებლობას, რომლის დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა წინასწარი ანაზღაურების პირობით.
According to this law, a state of emergency represents such an urgent necessity, where it is possible to expropriate property, with the condition of prior compensation.
127003.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებებით განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობისას დეკრეტით შეაჩეროს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.
It should be noted, that the constitutional amendments adopted in 2017 allow the President of Georgia to suspend Article 19 (3) during the state of emergency.
127004.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ეს წინასწარი ანაზღაურების პირობას შეიძლება მიემართებოდეს, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შესაძლოა რთული ან შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, წინსწრებით, საკუთრების ობიექტის სამართლიანი ფასის დადგენა და მისი სრულად ანაზღაურება.
This might be in regard to the advance payments, since, during the state of emergency it might be difficult or even impossible to accurately evaluate the price of property and pay it fully.
127005.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამან ხელი არ უნდა შეუშალოს საკუთრების ჩამორთმევით დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
This should not preclude us from achieving a legitimate aim by invoking expropriation.
127006.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნული ნორმის მოქმედების შეჩერება, ბუნებრივია, არ გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას, მიიღოს სრული და სამართლიანი ანაზღაურება საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.
Suspension of the aforementioned clause obviously does not deprive the owners of their right to receive a full and fair compensation once the state of emergency comes to an end.
127007.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მესაკუთრისათვის სათანადო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევისთვის, რომელიც საკუთრების უფლებაში ნაკლებად მძიმე ჩარევას წარმოადგენს, ვიდრე ეს საკუთრების ჩამორთმევაა.
The obligation to properly reimburse the owner is determined by the Georgian Law "On State of Emergency", in cases of restrictions on the rights to property, which is a less severe interference than expropriation of the property.
127008.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
როგორც უკვე აღინიშნა, გავრცელებულ პანდემიაზე სათანადო რეაგირების მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განისაზღვრა საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლები.
As already mentioned, during the state of emergency, which was declared in order to combat the widespread pandemic, the President issued a decree, which defines the acceptable scope of restrictions of the right of property.
127009.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
კერძოდ, „საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის მის მიერვე დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები“.
Namely, "the Government of Georgia shall be authorized to restrict rights to property, if necessary, and to use the property and material resources of natural and legal persons for quarantine, isolation and medical purposes".
127010.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
სასტუმროების და განთავსების სხვა საშუალებების გამოყენება შესაძლოა მოხდეს საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხოლო საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის - საკარანტინე ზონებში ადამიანების და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით.
Hotels and other facilities may be used in order to arrange quarantine areas and prevent further spread of the pandemic, and air and motor transports – for the sake of transporting people and cargo to and from quarantine zones.
127011.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამ რეგულაციით აღნიშნულ პირებს დაეკისრებათ ასევე დამატებითი ვალდებულებების შესრულება, მაგალითად:
This regulation will also oblige the above-mentioned persons, as per the government’s request, to fulfill additional obligations, such as:
127012.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
სასტუმროში თანმდევი სერვისების შეთავაზების უზრუნველყოფა, ჩარტერული რეისების განხორციელება, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევა და სხვა მსგავსი.
Providing accompanying services at the hotel, performing charter flights, providing transportation services of cargo and the like.
127013.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
დადგენილების თანახმად, უფლების შეზღუდვა დაკავშირებულია დასახელებული ობიექტების მფლობელობის ფაქტთან.
According to the Ordinance, restriction of the right is linked to the fact of possessing said objects.
127014.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მფლობელი მესაკუთრის გარდა შეიძლება იყოს ასევე ნებისმიერი სხვა პირი სანივთო თუ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რაც ბრუნვის განვითარებასთან ერთად საკმაოდ ხშირად გვხვდება პრაქტიკაში.
Besides the owner, a possessor can also be any other person on grounds of propertyor obligations-related relationship, which, in practice, becomes quite common with the development of circulation.
127015.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნული პირები საკუთრების ობიექტს ფლობენ და იყენებენ საკუთარი პირადი ინტერესებისათვის (სარგებლობა).
These persons possess an object of the ownership and utilize them for their private interests (use).
127016.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღსანიშნავია, რომ საკუთრების კონსტიტუციური გაგება უფრო ფართოა, ვიდრე მისი სამოქალაქოსამართლებრივი გაგება და მოიცავს ყველა ქონებრივ უფლებას.
It is noteworthy that the constitutional understanding of the ownership is broader than its civil-law understanding and encompasses all property rights.
127017.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამდენად, დასახელებული პირებიც, რომლებიც სხვადასხვა გარიგების საფუძველზე ფლობენ საკუთრების ობიექტს, უნდა მოვიაზროთ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცულ სუბიექტებად.
Accordingly, the afore-mentioned persons which possess an object of the ownership based on various types of agreements, should be deemed as subjects of the constitutionally granted right.
127018.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
სახელმწიფოს ქმედებას, რომელიც საკუთრების ობიექტის სარგებლობის უფლების შეზღუდვაში გამოიხატება, ისეთივე გავლენა აქვს მფლობელის (მოსარგებლის) ინტერესებზე, როგორც მესაკუთრის ინტერესებზე, რომელიც ნივთის პირდაპირი მფლობელია.
State actions, which result in restricting the right to use the subject of the ownership have a similar impact on the interests of the possessor (use) as on those of the owner, which directly possesses the property.
127019.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო განმარტებას აკეთებს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების კონსტიტუციურ სამართლებრივი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ აბსოლუტური ქონებრივი უფლებების დაცვით.
In this regard, the Federal Constitutional Court of Germany offers us an interesting interpretation, suggesting that constitutional protection of the right to property is not limited only by the protection of absolute property rights.
127020.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მართალია, საკუთრების ობიექტის განკარგვის უფლებამოსილება საკუთრების არსებით ნიშან-თვისებას წარმოადგენს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ქონებრივი უფლების დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივ წინაპირობას.
Although the entitlement to administer the object of the ownership is an essential characteristic of the ownership, this does not constitute a constitutional prerequisite for the protection of the right to property.