მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127021.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
გ. საკუთრების უფლებაში ჩარევის ზღვარი.
C. LIMITATIONS TO THE EXTENT OF INTERFERENCE WITHIN THE RIGHT TO PROPERTY.
127022.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საკუთრების უფლების დაცულ სფეროში ჩარევასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებებს ვხვდებით ჯონ ლოკის ნაშრომებში, რომელიც ავითარებს თეორიას, საკუთრების როგორც ბუნებითი უფლების შესახებ.
Interesting views on interference within the protected sphere of the right to property can be found in the work of John Locke, who developed a theory on property as a natural right.
127023.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ლოკის თანახმად, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შესაძლებელია, ცალკეული პიროვნებისაგან მოთხოვნილ იქნეს უარის თქმა სიცოცხლის უფლებაზე, მაგრამ მას ვერასდროს მოვთხოვთ უარის თქმას საკუთრების უფლებაზე.
According to Locke, for the necessity of public good, we might require particular persons to waive their right to life, but we can never do so with respect to the right to property.
127024.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნულს კი იმით ასაბუთებს, რომ საომარი მდგომარეობის დროს ჯარისკაცის მიერ სიცოცხლის გაწირვა საერთო კეთილდღეობის დაცვისათვის აუცილებელი შეიძლება იყოს, საკუთრების უფლებაში ჩარევა კი ასეთ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
He proceeds by pointing out that when a soldier is sacrificing his or her life during the wartime, doing so might be necessary for the protection of common good, there is no pressing need to interfere within the right to property in such a manner.
127025.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამდენად, აღნიშნულის თანახმად, ლოკი, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საკუთრების როგორც ადამიანისგან განუყოფელი უფლების მნიშვნელობას და, მეორე მხრივ, ავითარებს თანაზომიერების პრინციპს, რამდენადაც დაუშვებლად მიაჩნია საკუთრების უფლებაში ჩარევა, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს დასახული მიზნის მისაღწევად.
Thus, on one hand, Locke emphasizes the importance of property as an inalienable right and, on the other hand, constructs the principle of proportionality, since he finds interference within the right to property given that it is not necessary for achieving a particular aim.
127026.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმი სწორედ თანაზომიერების პრინციპია და ძირითად უფლებაში ჩარევის ზღვარს წარმოადგენს.
The principle of proportionality is the constitutional criterion for assessing lawfulness of interference within human rights and it sets limits for such an interference.
127027.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამ პრინციპის თანახმად, უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას და, ამავდროულად, შეზღუდვის ინტენსივობა უნდა იყოს მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი.
According to this principle, a legislative regulation that restricts rights shall be an appropriate and necessary measure for achieving a legitimate aim and, at the same time, the intensity of the restriction shall be proportionate to such an aim.
127028.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
თუ თანაზომიერების პირნციპი დაცულია, შეიძლება ითქვას, რომ უფლების ძირითადი არსი შენარჩუნებულია და ჩარევა გამართლებულია.
If the proportionality requirement is met, it can be said that the essence of the right had been preserved and the interference is justified.
127029.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით დეკრეტით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს:
Restrictions of fundamental rights provided in the Decree – including the right to property – during the continuation of a state of an emergency throughout the entire territory of Georgia serves a legitimate aim:
127030.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
სახელმწიფომ შეძლოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულება, „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება“.
Enabling the State to fulfil its constitutional obligations "to ensure necessary public security in a democratic society, to reduce any possible threat to the life and health of the country’s population".
127031.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
პანდემიის მასშტაბური გავრცელების პირობებში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
A large-scale spread of the pandemic has threatened the life and health of many people.
127032.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის შედეგად, გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემები და ადამიანები ფაქტობრივად ვეღარ იღებდნენ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიან მომსახურებას.
Due to the rapid growth of the number of infected people, healthcare systems have been overwhelmed in many countries, and people were unable to receive proper medical services.
127033.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნულ ფონზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და სათანადო რეაგირების მიზნით, აუცილებელი გახდა სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება.
Given this context, it was necessary to introduce certain restrictions in order to control epidemiological situation in the country and respond appropriately.
127034.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
შემუშავდა იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიებები, რის შედეგადაც, იმ პირების იზოლაცია, რომლებიც სხვადასხვა გარემოების გამო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან და, შესაბამისად, ზრდიან ვირუსის გავრცელების საფრთხეს, „შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში (კარანტინი) ან თავად ამ პირის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში (თვითიზოლაცია)“.
The measures related to isolation and quarantine have been put in place and, as a result, persons, who, for different reasons, are facing a high risk of being infected and are thus increasing the threat of the spread of the virus, "can be isolated in quarantine spaces (quarantine) provided by the government, or in a space provided by this person (self-isolation)".
127035.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საჭირო გახდა მათი საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გატარება.
In addition, in order to ensure safety of Georgian citizens abroad, it was necessary to facilitate their repatriation and undertake other similar steps.
127036.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ყოველივე აღნიშნულის აღსასრულებლად სახელმწიფოს რესურსი შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს და საჭირო გახდეს კერძო საკუთრებაში არსებული ისეთი ობიექტების გამოყენება, როგორებიცაა:
Government resources might not be sufficient for enforcing all these measures, and it might be necessary to resort to the use of objects under private ownership, - such as:
127037.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
სასტუმროები თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რაც შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება;
Hotels or vehicles, - which can be regarded as appropriate means for achieving the aim;
127038.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
დამატებითი საკარანტინე სივრცეების შექმნით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ტრანსპორტირებითა და კარანტინში განთავსებით, სახელმწიფო ცდილობს, შეამციროს ინფიცირებულთა რაოდენობა და, შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხე.
By creating additional quarantine spaces, providing transportation to Georgian and foreign citizens and placing them under quarantine, the State is trying to reduce the number of the infected people as well as the danger threatening the life and health of the population.
127039.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
პრეზიდენტის დეკრეტში ასევე ხაზგასმულია, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ აქვს.
The Presidential Decree also emphasizes that interference within the right to property can only take place in case of the necessity, when the State has no other options.
127040.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აღმოჩნდა ასეთი აუცილებლობის წინაშე და საკარანტინე სივრცეები მოაწყო კერძო საკუთრებაში არსებულ 80-ზე მეტ სასტუმროში.
According to available sources, the State did face such a necessity, and set up quarantine spaces in more than 80 hotels under private ownership.