მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127041.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ასევე მთავრობის დავალებით ავიაკომოანიების მიერ განხორციელდა სპეციალური რეისები საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის მიზნით.
Furthermore, the Government has tasked airlines with operating special flights in order to repatriate Georgian citizens from abroad.
127042.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ძირითადი უფლების შეზღუდვის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროპორციულობის ელემენტს - საკუთრების უფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანთან პროპორციულ, თანაზომიერ დამოკიდებულებაში უნდა იყოს.
When assessing restrictions to fundamental rights, decisive significance is attributed to the element of proportionality – there should be a proportionate relation between the legitimate aim and the restriction of the right to property.
127043.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
არსებული რეგულაციით, იზღუდება საკუთრების უფლების შინაარსის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, სარგებლობის უფლება, მესაკუთრეს (მფლობელს) აღარ ექნება შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ ისარგებლოს საკუთრების ობიექტით.
Under the existing regulations, one of the elements forming part of the essence of the right to property is being restricted – an owner (possessor) is deprived of the ability to utilize the object of the ownership as he or she pleases.
127044.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ინტერესების დაბალანსებაში გარკვეულ როლს ასრულებს ასევე ფულადი კომპენსაციის ელემენტი.
In addition, it should be pointed out that the element of financial compensations does play a certain role in the process of balancing interests.
127045.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ შესაძლოა, დასახული საჯარო მიზნის მისაღწევად მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებული იყოს;
In one of its judgments, the Constitutional Court of Georgia noted that subjecting an owner to restrictions in order to achieve a legitimate aim might be justified;
127046.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მაგრამ თუ ამ შეზღუდვით სახელმწიფო ზომაზე მეტად ერევა პირის საკუთრების უფლებაში, მაშინ შესაძლოა, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრებამ უზრუნველყოს კერძო და საჯარო ინტერესების წარმატებით დაბალანსება და „კანონმდებელს არ მოუხდეს არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივ საჭიროებასა და მესაკუთრის ინტერესს შორის“.
But in cases State interference goes beyond what is acceptable, introduction of financial obligations might be successful in balancing private and public interests, and "the legislature will no longer have to choose between public needs and interests of the owner".
127047.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
როგორც უკვე აღინიშნა, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების შეზღუდვას მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით უშვებს.
As it has been noted above, the Law of Georgia "On State of Emergency" only permits restricting the right to property if it is accompanied with proper compensation.
127048.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 მაისამდე პერიოდში სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენება განხორციელდა ანაზღაურების სანაცვლოდ;
According to publicly available information before 4 May, hotels had been used as quarantine spaces in exchange for financial compensation;
127049.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
რაოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრა თითოეულ შემთხვევაში სასტუმროს მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
The amount and conditions of payment were defined on a case-by-case basis, provided by the agreement with each individual owner.
127050.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
2020 წლის 4 მაისს საქართველოს მთვრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ანაზღაურების ზედა ზღვარი.
On May 4 2020, the Government of Georgia adopted an ordinance which prescribed the top limit for the amount of compensation.
127051.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მთავრობის მიერ აღნიშნული ზღვრის დაწესება წარმოშობს კითხვის ნიშნებს სათანადო ანაზღაურების პრინციპთან მიმართებით.
Imposition of such a ceiling by the Government raises questions with respect to the principle of appropriate compensation.
127052.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
საქართველოს კანონმდებლობა „სათანადო ანაზღაურების“ ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, ის შეიძლება განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით.
Georgian legislation does not provide a legal definition of "proper compensation" and it can be determined on a case-by-case basis, while taking all the relevant circumstances into account.
127053.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
მოცემულ კონტექსტში საინტერესოა პარალელის გავლება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელისც ითვალისწინებს, რომ „სრული და სამართლიანი ანაზღაურება“ განისაზღვრება საკუთრების არა ნაკლებ საბაზრო ღირებულებით.
In the given context, it would be interesting to draw a parallel with the Law of Georgia "On the Procedure for the Expropriation of Property for Pressing Social Needs", which provides that "full and fair compensation" shall be no less than the market price for the property.
127054.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა საკუთრების ჩამორთმევას, არამედ საკუთრების უფლების შეზღუდვას, რაც უფლებაში ჩარევის ნაკლებად მძიმე ფორმას წარმოადგენს.
However, we should take into account that in this case, we are dealing not with the expropriation of the property, but with the restriction of the right to property, which is a less intrusive measure of interference within the right.
127055.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამდენად, გამართლებული იქნება, თუკი სათანადო ანაზღაურების განსაზღვრა შედარებით დაბალი სტანდარტით მოხდება.
In addition, it might be justified to determine the amount of compensation in accordance with lower standards.
127056.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამასთანავე, ყურადღებას იმსახურებს მთავრობის დადგენილების ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სასტუმროს მფლობელებისათვის ანაზღაურების გადახდა მოხდება მხოლოდ ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
Furthermore, another provision of the Ordinance of the Government should be taken into account, which stipulates that owners of hotels will be compensated only based on the factual costs incurred.
127057.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
აღნიშნულში შეიძლება მოიაზრებოდეს სასტუმროს მიერ სხვადასხვა სერვისის მიწოდებისათან დაკავშირებული ხარჯები (კვება, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება და სხვა მსგავსი ხარჯები).
This can imply the costs of providing various services (meals, salaries of personnel and other similar expenses).
127058.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ამასთან, ფაქტობრივი ხარჯის ანაზღაურებაც შეზღუდულია მხოლოდ 100 ლარამდე ოდენობით.
Besides, these factual costs can only be below GEL 100.
127059.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
ანაზღაურების მხოლოდ ფაქტობრივი ხარჯით შემოფარგვლა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს სათანადო ანაზღაურების პრინციპთან, რომლის მიზანსაც წარმოადგენს უფლებაშეზღუდული მესაკუთრის (მფლობელის) არა მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფარვა, არამედ მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვისათვის.
Limiting compensation only by factual costs might be incompatible with the principle of proper compensation, which is aiming to not only cover current expenses of the owner (possessor), but also to compensate him/her for restricting their right to property.
127060.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
თუმცა ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული ვითარების კონტექსტი.
Nevertheless, the existing context should be considered.