მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127181.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მაგალითად, ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანომ მკაფიოდ განაცხადა, რომ, ზოგადად, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გადახვევა ყოველთვის აკრძალულია, ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან დაკავშირებული შემთხვევების ჩათვლით.
For instance, some international bodies have made it clear that, in general, deviation from the presumption of innocence is always prohibited, including the cases of suspected terrorists.
127182.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეზე მსჯელობის დროს განემარტა დუმილის უფლების ფარგლები.
The ECHR has had a chance to clarify the scope of the right to remain silent in a terrorism-related case.
127183.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
კერძოდ, საქმეში Murray v. The United Kingdom, სასამართლომ დაადგინა, რომ დუმილის უფლება არ არის აბსოლუტური და ზოგიერთ შემთხვევაში ეჭვმიტანილის დუმილისგან უარყოფითი დასკნის გამოტანა არ წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას.
Namely, in Murray v. the United Kingdom, the Court found that the right to remain silent is not absolute and, under certain circumstances, drawing negative inferences from the silence of an accused does not amount to infringement upon the presumption of innocence.
127184.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
უფრო ბოლოდროინდელ მაგალითში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „პირდაპირ შეეწინააღმდეგა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს იმაში, რომ საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, დეროგაცია უნდა იყოს „დროებითი“ [და] თავად სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით მოწმობს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დეროგაცია შესაძლოა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდეს”.
Moreover, in a more recent case concerning terrorism suspects, the ECHR "quite explicitly disagreed with the UN Human Rights Committee that an emergency, and consequently the derogation measures, can only be "temporary" [and] the Court’s own cases on Northern Ireland confirm[s] that an emergency and a derogation could last for a long while".
127185.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ქვეყნის შიდა დონეზე, ძირითადი ცვლილებები [სისხლის სამართლის პროცესში], განსაკუთრებით 9/11-ის შემდეგ, მოიცავს წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას;
At the domestic level, some common alterations [to criminal trial procedures], particularly since 9/11, have included extended periods of pre-charge or pre-trial detention;
127186.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
იურიდიულ დახმარებაზე შეზღუდულ წვდომას;
Limited access to legal representation;
127187.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
habeas corpus გარანტიის შეჩერებას ან შეზღუდვას, სპეციალური ან სამხედრო სასამართლოების გამოყენებას;
Suspension or limitation of habeas corpus, the use of special or military courts;
127188.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
შეზღუდვების დაწესებას საიდუმლო მტკიცებულებების გამჟღავნებასა და მათზე წვდომასთან დაკავშირებით;
Restrictions on disclosure of and access to classified evidence;
127189.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
იძულებით ჩვენებებზე დაყრდნობას, მტკიცებულებითი სტანდარტების დაწევას, ანონიმური მოწმეების გამოყენებას და გასაჩივრების უფლების შეზღუდვას.
Increased reliance on coerced confessions, the lowering of evidentiary standard, the use of anonymous witnesses, and limitations on appeal rights.
127190.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ეს ცვლილებები დაფიქსირდა როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო საგანგებო ვითარების დროს.
These alterations took place both during de jure and de facto emergencies.
127191.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ტერორიზმთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების შემთხვევების მსგავსად, სახელმწიფოებმა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო ვალდებულებებიდან დეროგაციისთვის გამოიყენეს.
Similar to the case of terrorism-related emergencies, states have used the COVID-19-related emergency to derogate from their international obligations.
127192.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
2020 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა 9 სახელმწიფოსგან მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ისინი გამოიყენებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დეროგაციის პუნქტს.
As of mid-April 2020, 9 states have notified the Secretary General of the Council of Europe that they were invoking the derogation clause of the European Convention on Human Rights.
127193.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ზოგი ამტკიცებს, რომ, ტერორიზმისგან განსხვავებით, „დღემდე, კორონავირუსის პანდემია შესაძლებელია ყველაზე ახლოს იყოს ისეთ ფენომენთან, რომელიც ობიექტურად განაპირობებს საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობას”.
In contrast to terrorism, as some argue, "the coronavirus pandemic is possibly the closest we have ever seen of a phenomenon that can objectively be categorised as necessitating exceptional measures".
127194.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამ თვალსაზრისით, აქტუალური საკითხია ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საგანგებო ძალაუფლების გამოყენება ხდება ადამიანის უფლებათა გაუმართლებლად შესაზღუდად.
In this regard, the issue of certain countries trying to use emergency powers for unjust restriction of human rights is as pressing as ever.
127195.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ბევრმა ქვეყანამ მიიღო ზომები, რომლებიც ობიექტურად ემსახურება კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.
Many states have resorted to measures that are objectively serving the aim of combating the spread of COVID-19.
127196.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
საპასუხო რეაქციებიდან ყველაზე ხშირია შეზღუდვების დაწესება, მათ შორის, „გადაადგილების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე”.
Some of the most frequent reactions include placing restrictions inter alia on "freedom of movement, expression and assembly".
127197.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
შესაძლოა, ზოგიერთი საგანგებო ზომა ზედაპირზე საჭირო და პროპორციული ჩანდეს, მაგრამ საფრთხეს უქმნიდეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სასამართლოს გამჭვირვალობა.
Some measures might on the surface appear necessary and proportionate, while threatening such values as transparency of the judiciary.
127198.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ტერორიზმთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების დროს აქამდე ყველაზე ხშირად ილახებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
The right to a fair trial has been one of the most susceptible rights during terrorism-related states of emergency.
127199.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
თუმცა ის არც კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გავლენისგანაა დაცული, განსაკუთრებით, სასამართლო სხდომის საჯაროობის ნაწილში, რაც ერთ ადგილას მრავალი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის კოლატერალურ ზიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
However, COVID-19-related restrictions also have an impact on this right, especially the aspect of a public trial, which can be seen as a collateral damage caused by the restrictions on the gathering of large groups of people.
127200.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამასთან, პრობლემები შესაძლოა წარმოიქმნას კონკრეტული უფლებების შეზღუდვის ნათელი სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის პირობებში.
In addition, problems might arise from the absence of a clear legal basis for restriction on specific rights.