მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127241.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამასთან დაკავშირებული მეორე კითხვაა, თუ რამდენად მოითხოვს საგანგებო ძალაუფლების განხორციელება ნორმალურობიდან გადახვევასა და არსებული კონსტიტუციურსამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებს მიღმა მოქმედებას.
Another related question is whether or not the exercise of emergency powers ipso facto requires departure from normalcy and act beyond the constitutional legal framework.
127242.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მაგალითად, ვცადოთ, სილოგისტური ლოგიკის გამოყენებით, შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემა:
For instance, let us use syllogistic logic and try to answer the question:
127243.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
შეიქმნება თუ არა პრობლემები, პოლიციის ქმედებათა კანონიერებასთან დაკავშირებით, საგანგებო განკარგულების კონტექსტში, რომელიც პოლიციის ოფიცრებს უფლებას აძლევს, „თავიანთი შეხედულებისამებრ გაჩხრიკონ ნებისმიერი ინდივიდის საკუთრება ორდერის გარეშე”.
Whether any problems would arise as to the legality of police action in the context of an emergency decree that has empowered the police officials to act "in their absolute discretion, search the property of any individual without a warrant".
127244.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ეს საკითხი აღწერილია პროფესორ ალან გრინის მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ, ერთი შეხედვით, სილოგისტური ლოგიკის გამოყენება შემდეგ დასკვნამდე მიგვიყვანს:
This issue is described by Dr. Alan Greene, who points out that, at the first sight, employment of syllogistic logic would lead to the following reasoning:
127245.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ვინაიდან აუცილებელია, დავემორჩილო კონსტიტუციას, აქედან გამომდინარე, ასევე უნდა დავემორჩილო პოლიციის მითითებას და დავთანხმდე პირადი ქონების გაჩხრეკას.
As one ought to obey the constitution, it follows that I ought to obey the directions of the police and consent to my property being searched.
127246.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამ თვალსაზრისით გამოყენებული სილოგიზმი არ იძლევა ამ ქმედების ვალიდურობაში ეჭვის შეტანის საბაბს.
From this point of view, the employed syllogism would not point to any issues arising with respect to the validity of the action.
127247.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
თუმცა, კითხვა, რომელიც გვიჩნდება, არის ის, თუ რამდენად შეუძლია აღმასრულებლის დეკრეტს ისეთი ქმედებების ავტორიზაცია, რომლებიც ფუნდამენტურად წინააღმდეგობაშია არსებულ კონსტიტუციურ მართლწესრიგთან.
However, the question that we might pose is whether or not an executive decree can authorize actions that are fundamentally in conflict with the existing constitutional order.
127248.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
პროფესორი გრინი განაგრძობს ანალიზს და ციტირებს პროფ. დევიდ დიზენჰაუზს, რომელიც აკრიტიკებს შმიტის მოსაზრებას აღმასრულებლის უფლებამოსილების საზღვრების შესახებ საგანგებო მდგომარეობის კონტექსტში.
Dr. Greene proceeds with the analysis by referring to Dr. David Dyzenhaus, who criticizes Schmitt’s view on the scope of executive powers in emergency contexts.
127249.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
პროფ. დიზენჰაუზი ამტკიცებს, რომ „ჭეშმარიტი კონსტიტუცია არ უნდა იძლეოდეს სხვა, რადიკალურად განსხვავებული კონსტიტუციის შექმნის დისკრეციას“.
Dr. Dyzenhaus argues that "a genuine constitution should not contain the discretionary power to grant another, radically different constitution".
127250.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მართლაც, კონსტიტუციური დებულებები რომლებიც შესაძლებელს ხდის ახალი კონსტიტუციური სამართლებრივი რეჟიმის შემოღებას, კონსტიტუციის თვითმკვლელობას უტოლდება.
Indeed, constitutional provisions that enable introduction of a new constitutional legal regime would amount to constitutional suicide.
127251.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ექსპლიციტურად ითვალისწინებს მთავრობის მიერ არსებული კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგის ცალმხრივად შეცვლის შესაძლებლობას.
It can be argued that there are no present-day constitutions that would explicitly allow governments to unilaterally change the existing constitutional legal order.
127252.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
შესაბამისად, ამ პირობებში, მთავარი საფრთხე მომდინარეობს პერმანენტული საგანგებო მდგომარეობის შექმნიდან, რომელსაც უფრო შეუმჩნევლად შეუძლია არსებული კონსტიტუციის ჩანაცვლება.
Accordingly, under these circumstances, the real threat comes from the possibility of creating permanent emergencies as a more subtle way of replacing the existing constitution.
127253.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამიტომაც მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ განგრძობად/პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობაზე.
For this reason, it is important to focus on prolonged/permanent states of emergencies.
127254.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მისი აზრით, „პერმანენტული საგანგებო მდგომაროება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ეკვივალენტურია, ვინაიდან იგი არსებული ნორმების ვალიდურობას უკარგავს მათ ეფექტურობის პერმანენტულად გაქრობით“.
He argues that "a permanent state of emergency can amount to an amendment of the constitution by rendering the impinged norms in question invalid by permanently removing their effectiveness".
127255.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მართლაც, თუ საგანგებო ვითარება სამუდამოდ გაგრძელდა, იგი კონსტიტუციის დებულებებს არაეფექტურს გახდის, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს კონსტიტუციის შეცვლას, ვინაიდან ვალიდურობა ეფექტურობაზეა დამოკიდებული.
Indeed, if an emergency is permanent and it removes the effectiveness of constitutional provisions, such an emergency alters the constitution, since validity depends on effectiveness.
127256.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
შესაბამისად, კონსტიტუციებში გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა, ისე ამ მდგომარეობის მანძილზე განხორციელებულ ზომებზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რათა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ ეს ზომები თავის არსებობის მიზანს ამართლებენ.
Accordingly, Constitutions must envisage the possibility of checking the power to declare a state of emergency, as well as measures undertaken throughout its continuation, in order to guarantee that said exceptional measures fulfil their raison d’être.
127257.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მართალია, ზოგიერთნი მიიჩნევენ, რომ საგანგებო ვითარებაზე სასამართლო კონტროლი არ უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა მათ მოსაზრებას შეგვიძლია შემდეგნაირად დავუპირისპირდეთ:
While some might be in favor of precluding judicial review of the state of emergency, it is argued against this view that:
127258.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მსგავსი ლეგალისტური არგუმენტი შლის მოთხოვნას, რომ საგანგებო მდგომარეობა იყოს დროებითი.
Such a legalistic argument removes the requirement that a state of emergency be a temporary.
127259.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
თუ დროებითობის მოთხოვნა კანონში არაა განმტკიცებული, კონსტიტუციით გათვალისწინებულმა საგანგებო ძალაუფლებებმა შესაძლოა პერმანენტული ხასიათი შეიძინონ, რაც სხვა კონსტიტუციურ დებულებებს არაეფექტურს ხდის და მათ ვალიდურობას უკარგავს.
With this temporariness not grounded in law, constitutional emergency powers have the capacity to become permanent, thus rendering other constitutional norms ineffective and depriving them of their validity.
127260.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
როგორც პროფ. გრინი და პროფ. დიზენჰაუსი დამაჯერებლად აღნიშნავენ, შმიტისეული მიდგომა, რომელიც აღმასრულებელს ანიჭებს განუსაზღვრელ უფლებებს და ცვლის არსებულ სამართლებრივ წესრიგს, მცდარია.
As Dr. Greene and Dr. Dyzenhaus convincingly stress, the Schmittean approach that allows the executive to exercise unchecked powers to the extent that they can alter the existing legal order, is wrong.