მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127261.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამასთან, თეორიული ასპექტების გამოუკლევადაც აშკარაა, რომ საგანგებო ვითარების გახანგრძლივება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
In addition, we can see that prolongation of a state of emergency is a serious threat even without looking into its theoretical aspects.
127262.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ერთ-ერთი პრაქტიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საგანგებო რეგულაციებმა მუდმივი გავლენა იქონიონ სამართლებრივ წესრიგზე და განსაკუთრებით ადამიანის უფლებებზე შეგვიძლია ვნახოთ დიდ ბრიტანეთში.
One practical example of how emergency regulations can have a permanent effect on the legal order and human rights in particular can be found in the UK.
127263.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მიუხედავად იმისა, რომ დუმილის უფლება მიიჩნეოდა ინგლისური სისხლის სამართლის სისტემის ერთ-ერთ საძირკვლად, იგი გაუქმდა სწორედ იმ ზომების მიღების შედეგად, რომლებიც მიზნად ისახავდა „ჩრდილოეთ ირლანდიაში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად [დიდი ბრიტანეთისთვის] აუცილებელი ძალების გაზრდას”.
Namely, while the right to remain silent was regarded as one of foundations of the English criminal justice system, it was abolished precisely because of the adoption of the security measures aiming to "bolster [the United Kingdom’s] powers needed to wage a comprehensive war on terrorism in Northern Ireland".
127264.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამგვარი ზომების მიღებამდე, მისი მომხრეები, მათ შორის სხვადასხვა თანამდებობის პირები ირწმუნებოდნენ, რომ შეზღუდვა გავრცელდებოდა მხოლოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე, გარკვეული გეოგრაფიული არის ფარგლებში.
Before the adoption of such measures, the proponents, including various public officials, were giving assurances that the curtailment would only be applicable in cases of suspected terrorists, within a limited geographical area.
127265.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მაგრამ, „დუმილის უფლება შეეზღუდათ არა მხოლოდ ტერორიზმთან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილებს, არამედ იგი ფართოდ იქნა განმარტებული და გავრცელდა ყველა ეჭვმიტანილსა და ბრალდებულზე ჩრდილოეთ ირლანდიაში”.
However, "the restrictions on the right to silence were not limited to those suspected of serious crimes related to terrorism, but were expanded and interpreted as relating to every criminal suspect or defendant in Northern Ireland".
127266.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ასევე, შეგვიძლია მოვიხმოთ თურქეთის მაგალითი, რათა ვიხილოთ 2-წლიანი საგანგებო მდგომარეობის პერმანენტული შედეგები ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე.
We can also turn to the example of Turkey to see some of the permanent effects of a 2-year long state of emergency on human rights and democracy in the country.
127267.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ივლისს გამოცხადებული საგანგებო ვითარება 2018 წლის ივლისში დასრულდა, ამას არ მოჰყოლია ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარების ნორმალიზაცია.
Although a state of emergency declared in July 2016 finally came to an end in July 2018, it was not accompanied by concrete steps to normalize the human rights situation in the country;
127268.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ნაცვლად ამისა, საგანგებო ვითარების დროს მიღებული ზომები დღემდე ძალაში რჩება და განაგრძობს დამანგრეველ გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე თურქეთში.
Instead, many of the measures introduced during the state of emergency have remained in force and continue to have a profound and devastating impact on public life in Turkey.
127269.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულმა რიგმა ზომებმა შეაღწია ორდინალურ კანონმდებლობაშიც.
Some of the extraordinary measures invoked during the state of emergency have infected the ordinary legislation.
127270.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მაგალითად, „გახანგრძლივდა გუბერნატორების ძალაუფლება, შეზღუდონ გადაადგილება და აკრძალონ საჯარო სივრცეში შეკრებები და პოლიციას მიეცა შესაძლებლობა ზოგიერთი ეჭვმიტანილი დაკავებული ჰყავდეთ 12 დღემდე, ბრალის წაყენების გარეშე”.
For instance, governors’ powers "to restrict movement and ban public assemblies has been extended and the police has been allowed to hold some suspects for up to 12 days without charge".
127271.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამასთან, „საგანგებო კანონმდებლობის შედეგად ცენტრალურ ხელისუფლებას მიეცა მერების, ვიცე-მერებისა და ადგილობრივი საბჭოს წევრების დანიშვნის შესაძლებლობა არჩევნების გარეშე და უფლებამოსილება, რომ სასამართლოს ზედამხედველობის გარეშე განახორციელოს კონტროლი შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფუნქციონირებაზე“.
Moreover, "through emergency legislation, the central authorities were enabled to appoint unelected mayors, vice-mayors and members of local councils, and exercise, without judicial control, discretionary control over the functioning of the concerned municipalities".
127272.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამრიგად, მიღებული იქნა სტრუქტურული და მუდმივი ხასიათის ახალი წესები, რომლებიც არ გაუქმებულა საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგაც.
Thus, new rules of structural and permanent nature were put in place, and did not cease to apply even after the state of emergency ended.
127273.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
უფრო ზოგადად, საკუთარი მოსაზრება ანტიტერორისტული ზომების ადამიანის უფლებებზე გავლენის შესახებ ასევე გამოთქვა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ადამიანის უფლებათა განმტკიცებისა და დაცვის საკითხებზე.
More generally, the Special Rapporteur on the promotion and protection of human rights while countering terrorism, has also expressed her concerns with respect to the impact of anti-terrorism measures on human rights.
127274.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
გარდა ფორმალურად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედებულ საგანგებო ზომებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა, მან ასევე იმსჯელა დე ფაქტო საგანგებო მდგომარეობების საკითხზეც.
In addition to identifying threats posed by emergency measures that are enacted where a state of emergency is formally declared, she addressed the situations of de facto emergencies.
127275.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როცა სგანგებო ვითარება არ არის გამოცხადებული და, შესაბამისად, არ ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებიდან დეროგაცია, სახელმწიფოები მაინც იღებენ ანტიტერორისტულ კანონმდებლობებს, რომლებიც თავისი არსით წარმოადგენენ „საგანგებო რეგულაციას”.
The Special Rapporteur observed that even in cases when no declaration of a state of emergency and, therefore, no derogation from human rights obligations is made, States are enacting antiterrorism legislation, which by nature is an "emergency regulation".
127276.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამ ყველაფრის ფონზე უნდა დავასკვნათ, რომ საგანგებო ვითარებათა გახანგრძლივება კონსტიტუციური ცვლილებების ტოლფასია და ასუსტებს ორდინალურ დროს არსებულ გარანტიებს, ვინაიდან „დროებითს“ ენიჭება „მუდმივის“, ხოლო „გამონაკლისს“ - „ნორმის“ მნიშვნელობა.
In the light of the foregoing, it should be concluded that prolonged states of emergencies amount to constitutional amendments and result in weakening of guarantees applicable during normal times, since "temporary" is treated as "permanent" and the "exceptional" is being treated as "normal".
127277.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც დე იურე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობები სრულდება, მაგრამ ამას შედეგად არ სდევს status quo ex ante აღდგენა.
In addition, where de jure states of emergency have been declared, their ending has not resulted in a return to the status quo ex ante;
127278.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ნაცვლად ამისა, სამაგიეროდ, ბევრი საგანგებო ძალაუფლება გადაინაცვლებს ნორმალურ, პერმანენტულ საკანონმდებლო ჩანაწერებში.
Instead, many of the emergency powers are re-enacted as ordinary, permanent laws.
127279.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამდენად, დე ფაქტო საგანგებო დებულებები ასევე საშიშია არსებული სამართლებრივი წესრიგისა და, კერძოდ, ადამიანის უფლებათა გარანტიებისთვის.
Hence, de facto emergency provisions are also dangerous for the existing legal order and human rights guarantees in particular.
127280.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
როგორც ეს პროფ. გრინმა აღნიშნა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო ვითარებების შესახებ თავის ერთ-ერთი უახლეს ნაშრომში, „თუ შმიტისგან რამის სწავლა შეიძლება, ეს არის გაკვეთილი არა დროებითი და თავდაცვითი, არამედ მუდმივი, ტრანსფორმაციული საგანგებო ძალაუფლებების საშიშროების შესახებ”.
As pointed out by Dr. Greene in one of his most recent works regarding COVID19-related emergencies, "if there is one lesson to take from Schmitt, it is the dangers of permanent transformative emergency powers, rather than temporary, defensive ones".