მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127281.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
IV. საგანგებო მდგომარეობის ნორმალიზაციის პრევენცია.
IV. PREVENTION OF NORMALIZATION OF A STATE OF EMERGENCY.
127282.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
წინა თავში წარმოჩენილი საფრთხეებისა და პრობლემების შუქზე გონივრული იქნება, გადავიდეთ იმის განხილვაზე, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური დებულებების შემუშავებისა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არსებული სამართლებრივი წესრიგის შეცვლა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა და საგანგებო მდგომარეობის გაუმართლებელი გახანგრძლივება.
In the light of the dangers and problems demonstrated in the previous section, it would be wise to proceed with some suggestions as to what precautions can the drafters take while designing emergency provisions, in order to avoid alternation of the existing legal order, violation of the principle of separation of powers and unjustified prolongation of a state of emergency.
127283.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით, სუსტ დემოკრატიებში ამ ზომებმა შესაძლოა უეჭველად ვერ შეაჩერონ ყველაზე უარესი შედეგების დადგომა, მაგრამ მათი ერთობლიობა, სულ მცირე, უფრო ძნელს გახდის ქვეყნის სათავეში მყოფთა გარდაქმნას ყოვლისშემძლე ავტორიტარულ ლიდერებად.
Under certain circumstances, especially in fragile democracies, these measures might not be infallible in the prevention of the worst case scenario, however, they might, in combination, make it more difficult for those in power to transform into omnipotent authoritarian leaders.
127284.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას თან ახლდეს რაიმე ტიპის საკანონმდებლო კონტროლი მაინც.
First of all, declaration of a state of emergency should be accompanied by at least some sort of legislative control.
127285.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
საპრეზიდენტო რეჟიმებში კი, სადაც მეტად მოსალოდნელია, რომ თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება, იგი უნდა დაექვემდებაროს ex post დამტკიცებას საკანონმდებლო შტოს მიერ.
Even in presidential regimes, where it is most likely for the executives to have the power to initially declare a state of emergency, it should be subjected to ex post approval by the legislature.
127286.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მართალია, საპარლამენტო ან ნახევრად-საპარლამენტო მოწყობის მქონე ქვეყნების კონსტიტუციებში არსებული დაცვის მექანიზმები განსხვავებული იქნება იმათგან, რომლებიც საპრეზიდენტო რეჟიმის მქონე ქვეყნებში შეგვიძლია ვნახოთ.
It is true that the safeguards enshrined in constitutions of parliamentary or semi-parliamentary states will differ from those that are present in constitutions of countries with presidential regimes.
127287.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
იდეალურ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება არ უნდა იყოს შესაძლებელი საპარლამენტო სუპერუმრავლესობის თანხმობის გარეშე.
In an ideal case scenario, prolongation of a state of emergency should not be possible without the supermajority of the legislature.
127288.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ამასთან, თუკი საკანონმდებლო ორგანოს სესია არ მიმდინარეობს, საჭიროა იგი შეიკრიბოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე და განაგრძოს განუწყვეტელი ფუნქციონირება მის დასრულებამდე.
In addition, if the legislature is not in session, it should be assembled upon the declaration of a state of emergency and continue uninterrupted functioning.
127289.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო გარკვეულწილად მაინც შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას საგანგებო მდგომარეობის დროს.
This will guarantee that the role of the legislature will be preserved during emergencies at least to some extent.
127290.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მეტიც, თუკი გვსურს აღმასრულებლის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცვისთვის ძლიერი კონსტიტუციურსამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, აუცილებელია, უზრუნველვყოთ აღმასრულებლის ვალდებულება სხვა ორგანოების წინაშე.
Moreover, if we are aiming to create a strong constitutional framework against the abuse of emergency powers, we should also ensure the executive’s accountability before other constitutional bodies.
127291.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მაგალითად, მართალია, ბოლივია მმართველობის საპრეზიდენტო რეჟიმის მქონე ქვეყანაა, მაგრამ მისი კონსტიტუცია აღმასრულებელს ავალდებულებს, ანგარიშით წარსდგეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.
For instance, even though Bolivia is a country with a presidential model of government, its Constitution obliges the executive to report to the legislature with respect to.
127292.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც იმასთან დაკავშირებთ, თუ როგორ მოხდა კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული ძალაუფლების გამოყენება“.
"Reasons for the declaration of the state of emergency, as well as the use that has been made of the powers conferred by the Constitution and the law".
127293.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ერთობლიობაში ამ მექანიზმებმა შესაძლოა, მოგვცეს საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმი, თუმცა როგორც ეს უნგრეთის მაგალითზე ვიხილეთ, ლეგისლატურის ხელთ არსებულ გარკვეულ მექანიზმებს შესაძლოა არავითარი ძალა არ ჰქონდეს, თუკი აღმასრულებელ ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
These mechanisms altogether might create a strong parliamentary oversight, however, as demonstrated by the Hungarian example, relevant mechanisms at the disposal of the legislature might not be very helpful in cases where the executive has the support of the majority of the legislature.
127294.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მეორე მექანიზმი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოსთან ერთობლიობაში შეუძლია საგანგებო ძალაუფლებების ბოროტად გამოყენების რისკის შემცირება, არის სასამართლო კონტროლი.
Another mechanism which in combination with legislative safeguards is likely to reduce the risk of the abuse of emergency powers is judicial review.
127295.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს აღმასრულებლის დეკრეტების კონსტიტუციურ კონტროლს.
Constitutions of some states even explicitly prohibit constitutional review of the executive’s decrees.
127296.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მაგალითად, თურქეთში, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული დეკრეტების კონსტიტუციურობის შეფასება „არც ფორმის და არც შინაარსის მიხედვით“.
For instance, in Turkey, the Constitutional Court is barred from assessing constitutionality of decrees issued during a state of emergency "as to form or substance".
127297.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ასეთი ჩანაწერები, პირველ რიგში, პრობლემურია იმის გამო, რომ მათი არსებობა საფრთხეს უქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური შტოების გულმოწყალების იმედად ტოვებს.
These types of provisions are problematic first, because they put the principle of separation of powers at risk, thereby making the protection of human rights dependent merely upon the generosity of the political branches.
127298.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
მეორე მხრივ, დეკრეტების კონსტიტუციურობის შეფასების აკრძალვა აღმასრულებელმა შესაძლოა ისე აღიქვას, როგორც კარტ-ბლანში და თავი მეტისმეტად კომფორტულად იგრძნოს საგანგებო ძალაუფლებების განხორციელებისას მაშინ, როდესაც მას არავინ აკონტროლებს.
Secondly, constitutional prohibition of the review of emergency decrees might be seen as a "blank check" by the executive, who might feel too confident with emergency powers knowing that nothing controls him or her.
127299.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
საბედნიეროდ, ასეთი ჩანაწერები არც ისე ხშირია.
Luckily, such provisions are not common.
127300.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
ზოგიერთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებლ ორგანოებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილებები აქვთ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით.
In some cases, bodies conducting constitutional review have quite broad powers with respect to emergencies.