მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127381.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
პარლამენტს, მისი საქმიანობის პროცედურული სირთულიდან გამომდინარე, არ შეუძლია მარტივად იმოქმედოს მოსმენების, დებატების და კენჭისყრების გარეშე.
Parliament, due to the procedural complexity of its activities, cannot act easily without hearings, debates and voting.
127382.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ეს ყველაფერი იქამდე მიგვიყვანს, რომ ან პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, ან კენჭი ეყრება კანონს, რომელიც არათუ დაწერილი ან განხილული, არამედ წაკითხულიც არ იქნება.
All of this will lead to the result when either the problem cannot be solved, or the law will be voted on, which had not only been written or discussed, but had not been even read.
127383.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს (რომელიც ვერ იქნება კონსტიტუციური კანონი) მიიღებს დაჩქარებული წესით, მას ამისთვის, მინიმუმ, ოთხი დღე მაინც დასჭირდება.
Even if the Parliament of Georgia adopts amendments to the legislative act (which cannot be a constitutional law) in an accelerated procedure, it will take at least four days.
127384.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, პრეზიდენტის დეკრეტი გამოცემის მომენტიდან შედის ძალაში.
Unlike the latter, the President's decree enters into force upon issuing.
127385.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამიტომაცაა, რომ საგანგებო მდგომარეობები აძლიერებს დაძაბულობას ძალაუფლების გამიჯვნის თეორიის გულში:
That is why emergency situations amplify a tension at the heart of the separation powers theory:
127386.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
დღის წესრიგში დგას ძალაუფლების ერთი შტოს ხელში თავმოყრის პრევენცია და არსებობს უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც ამისგან შეიძლება წარმოიშვას.
The prevention of a consolidation of power in one branch of government and the potential abuse that could arise from this are on the agenda.
127387.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
როგორც წესი, საპარლამენტო რეჟიმებში, რომლის პირობებშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ფაქტობრივად ერთი პოლიტიკური ძალა აყალიბებს, იშვიათად თუ მოხდება, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული საგანგებო მდგომარეობა პარლამენტმა არ დააკმაყოფილოს.
As a rule, in parliamentary regimes, where legislature and the executive, in fact, are formed by the same political force, rarely if ever the state of emergency initiated by the executive is not satisfied by the parliament.
127388.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამრიგად, რაც უფრო მეტია თანაზიარი პოლიტიკური ნების ბატონობის რისკები, მით უფრო დიდია საპირწონე პასუხისმგებლობის ხარისხიც წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან.
So the greater the risks of the dominance of a common political will, the greater the degree of responsibility for counterbalance from the representative branch.
127389.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
2. კანონის უზენაესობა როგორც ზემოთაც აღინიშნა, საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებლის (განურჩევლად იმისა, სახელმწიფოს მეთაურია ავტონომიურად უფლებამოსილი სუბიექტი, თუ მისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციას ექვემდებარება) მიერ გამოცემული აქტები კანონმდებლობით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ მოწესრიგებას შეიძლება ადგენდეს.
2. Rule of Law As noted above, acts issued by the executive (regardless of whether the head of state is an autonomously authorised subject, or if his decision is subject to consultation with the Prime Minister) during the state of emergency may establish a different regulation than provided by the law.
127390.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ასეთ შემთხვევაში სასწორის პინაზე ორი ინტერესი ექცევა:
In this case, there are two interests at stake:
127391.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ერთი მხრივ, საგანგებო სიტუაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოცემული აქტების ლეგიტიმაცია და მიზანშეწონილობა.
On the one hand, the need to take immediate action in the event of an emergency, and on the other hand, the legitimacy and expediency of the issued acts.
127392.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელების საფუძველი თავად კონსტიტუციაა, ის აღჭურავს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს აქტების გამოცემის „პირველადი“ უფლებამოსილებით, განსხვავებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლის უფლებამოსილებაც secundum legem ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გამოცემული აქტები უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან.
The basis for exercising legislative function is the Constitution itself, it arms the highest representative body with the "primary" authority to issue norms, unlike the executive, government, which only possesses a secundum legem authority, which means, the acts issued by the latter should should be derived from legislation.
127393.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, იზღუდება თუ არა პარლამენტის ავტონომია, რამდენადაც კონსტიტუცია საკანონმდებლო ფუნქციის ავტომატური დელეგირების შესაძლებლობას უშვებს.
In this situation, it is significant, whether the autonomy of the parliament is limited or not, as the constitution allows for delegation of legislative function automatically.
127394.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
როდესაც ძირითადი ნორმა ასეთ დათმობაზე მიდის, ბუნებრივია, საამისო მიზეზიც არსებობს.
When the basic law makes such a concession, naturally, there is a reason for it.
127395.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
„საგანგებო მდგომარეობისას, როდესაც ეროვნული ინტერესი მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას, აუცილებელი ხდება მთავრობის განსაკუთრებული უფლებამოსილებებით აღჭურვა“.
"In situations of emergency where the national interest demands rapid and effective action, it will be essential to equip the government with extraordinary powers".
127396.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
შესაბამისად, უფლებამოსილების აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემა არა საკანონმდებლო ორგანოს კეთილი ნება, არამედ საჭიროებით გამოწვეული აუცილებლობაა.
Accordingly, the transfer of power to the executive is not a good will of the legislature but a necessity.
127397.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აქედან გამომდინარე, პარლამენტის ავტონომია საკანონმდებლო უფლებამოსილების განხორციელების თვალსაზრისით, შეიძლება ფერხდება, თუმცა არ იზღუდება.
Therefore, the autonomy of the Parliament in terms of exercising its legislative powers may be hindered, however, it is not restricted.
127398.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამას, ერთი მხრივ, ის განაპირობებს, რომ უფლებამოსილების დელეგირება დროებითია, ხოლო, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პარლამენტი ზედამხედველობის ფუნქციას მუდმივად ინარჩუნებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება.
This, on the one hand, is caused by the temporary nature of the delegation of powers, and, on the other hand, the fact that the parliament constantly maintains its oversight function and the final decision is within its competence, should also be considered.
127399.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ისიც აღსანიშნავია, რომ მოქმედებს საგანგებო რეჟიმის კანონიერების უზრუნველმყოფი პრინციპები, რომლებიც კონსტიტუციით სათანადო გარანტირების პირობებში უზრუნველყოფენ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რისკ-ფაქტორის განეიტრალებას.
It should also be noted that the principles ensuring the legality of the emergency regime apply, which ensure the neutralisation of all the above-mentioned risk factors under the conditions of proper guarantee set by the Constitution.
127400.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ბ. საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი პრინციპები.
B. PRINCIPLES IN FORCE DURING EMERGENCY.