მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127441.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
[გ] პარლამენტი თავად აცხადებს საგანგებო მდგომარეობას.
[c] Parliament itself declares the state of emergency.
127442.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
უკანასკნელი მიდგომის მაგალითია უნგრეთი.
An example of the latter approach is Hungary.
127443.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
უნგრეთის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილია, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა წევრთა არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით.
According to the Constitution of Hungary, the Parliament is authorised to declare the emergency by the support of at least 2/3 of its members.
127444.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ძირითადი კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ იმ პრაქტიკულ სირთულეებსაც, რომლებიც ამგვარ რეგულაციას შეიძლება მოჰყვეს.
The Fundamental Law provides not only theoretical, but also practical difficulties such regulations may face.
127445.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოაცხადოს როგორც საგანგებო, აგრეთვე საომარი ან ეროვნული კრიზისის მდგომარეობა, თუ პარლამენტი მოკლებულია ამის შესაძლებლობას.
The President is authorised to declare a state of emergency as well as a state of war or national crisis if the Parliament is deprived of the opportunity to do so.
127446.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამის ერთ-ერთი საფუძველი კი არის ის მცირე დრო, რომელიც, როგორც წესი, კრიზისული სიტუაციისთვის ადეკვატური პასუხის გასაცემად არის საჭირო.
One of the reasons for this is the shortage of time it usually takes to respond adequately to a crisis.
127447.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და თანახელმოწერით.
According to the Constitution of Georgia, the President is authorised to declare a state of emergency upon the recommendation and countersignature of the Prime Minister.
127448.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
The decision shall immediately be presented to the Parliament for approval.
127449.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღნიშნული მოწესრიგება დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის, რადგან პრეზიდენტი, როგორც წესი, დამოუკიდებლად, მთავრობის მეთაურთან შეთანხმების გარეშე, არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.
Such regulation is typical for parliamentary republics, as the president is usually not authorised to declare a state of emergency without the consent of the head of the government.
127450.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მიგვაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურები არაგონივრულად არის გართულებული.
We believe that the procedures for declaring a state of emergency are unreasonably complicated.
127451.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კონკრეტულად, თუ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისგან უკვე აქვს წარდგინება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით, დამატებით აღარ არის საჭირო მისი მხრიდან თანახელმოწერა, რადგან ორივე თანამდებობის პირის მხრიდან აქტის ძალაში შესასვლელად თანხმობა უკვე გაცემულია.
Specifically, if the President already holds a request of the Prime Minister to declare a state of emergency, it is no longer necessary for him/her to countersign it, as both officials have already given their consent to the entry into force of the act.
127452.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, თანახელმოწერას არ საჭიროებდა ის აქტი, რომელიც პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ჰქონდა ან მთავრობას ჰქონდა გამოცხადებული წინასწარი თანხმობა.
It is noteworthy that according to the version in force prior to the constitutional reform of 2017-2018, countersignature was not required for an act submitted to the President by the Government or when the Government had given prior consent.
127453.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ბ. პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილება.
B. LEGISLATIVE POWER OF THE PARLIAMENT.
127454.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილება ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია.
Under the state of emergency, the legislative power of Parliament is limited in many countries.
127455.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს მსგავსად, რუმინეთში, პოლონეთში, ლიეტუვასა და ყირგიზეთში საომარ ან საგანგებო მდგომარეობაში აკრძალულია კონსტიტუციის ცვლილება.
Like Georgia in Romania, Poland, Lithuania and Kyrgyzstan, a constitutional amendment is prohibited during the state of war or emergency.
127456.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
პოლონეთში, დამატებით, აკრძალულია სეიმის, სენატის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა.
In Poland, in addition, it is prohibited to change the rules for the election of the Sejm, the Senate, local self-government bodies and the President.
127457.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ეს როგორც პარლამენტის მიერ საზოგადოების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილების მიღებისაგან დაცვის, აგრეთვე, თავად პარლამენტის დაცვის მექანიზმია საიმისოდ, რომ იგი არ გახდეს ქვეყანაში დამატებითი დესტაბილიზაციის წყარო.
This is both a mechanism to ensure the Parliament does not make decisions without the involvement of the public, as well as a mechanism for the protection of the Parliament itself, so that it does not become the source of additional destabilisation in the country.
127458.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ერთ-ერთი გამონაკლისია თურქეთი.
One exception is Turkey.
127459.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
2016 წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ, საიმისოდ, რომ აღდგენილიყო საჯარო წესრიგი, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
Following the famous events of 2016, in order to restore public order, a state of emergency was declared throughout the country.
127460.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის არსებობის პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებები შემუშავდა საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასასვლელად.
In parallel of the state of emergency, constitutional amendments were drafted to move from a parliamentary system to a presidential one.