მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127421.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მექსიკის სასაზღვრო კედლის შემთხვევიდან ჩანს, რამდენად სახიფათოა აღმასრულებელი ხელისფლების ხელში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება.
The case of the Mexican border wall demonstrates how dangerous it is for the executive branch to declare a state of emergency.
127422.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მართალია, პარლამენტი პერიოდულად აკონტროლებს მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლები ისევ არსებობს თუ არა და მისი შეწყვეტის უფლებაც აქვს, თუმცა საპირწონედ პრეზიდენტის ვეტო ირიბად იმას მიანიშნებს, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოს მეთაურის ნებაა საბოლოო ჯამში გადამწყვეტი.
It is true that the parliament periodically monitors the persistence of the grounds for declaring a state of emergency and even has the right to terminate it, however, in contrast, the president's veto indirectly indicates that, in fact, the will of the head of state is ultimately crucial.
127423.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ასეთი პრაქტიკა საკმაოდ სახიფათოა, მით უფრო, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უწყობს ხელს.
Such a practice is quite dangerous, especially when it contributes to the misuse of funds from the state budget.
127424.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კონსტიტუციონალიზმში არსებობს შემთხვევები, როდესაც პარლამენტი აცხადებს საომარ მდგომარეობას.
There are cases in constitutionalism where parliament declares the state of war.
127425.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აშშ-ის კონსტიტუცია ომის გამოცხადების უფლებამოსილებას კონგრესს ანიჭებს, თუმცა შტატების პირველი ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე Doe V. Bush, 2003 წელს კონგრესის მიერ ომის გამოცხადების პრაქტიკა შეიცვალა და პრეზიდენტს მიეცა ამის ერთპიროვნული უფლებამოსილება.
The US Constitution authorises Congress to declare war, however, the United States Court of Appeals for the First Circuit interpretation in the case of Doe v. Bush, changed the practice of 2003 of the declaration of war by Congress and the President was given sole authority to do so.
127426.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კონგრესის როლი კი მხოლოდ ავტორიზაციით შემოიფარგლა.
The role of the Congress was limited to the authorisation alone.
127427.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ეს კარგად აჩვენებს ამერიკული კონსტიტუციონალიზმის მიდგომას, რომლითაც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილებით არა საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლება აღიჭურვება.
This illustrates well the approach of American constitutionalism, in which the executive branch is empowered to declare a state of emergency or war, instead of the legislative.
127428.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ლატვიაში პრეზიდენტი აცხადებს საომარ მდგომარეობას ლატვიის სეიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
In Latvia, the president declares martial law based on a decision of the Latvian Saeima.
127429.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
იტალიაშიც, ანალოგიურად, პარლამენტი წყვეტს საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის უფლებამოსილებას გადასცემს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
In Italy, as well, the Parliament decides on the declaration of martial law and delegates the relevant powers to the executive branch.
127430.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
იტალიასთან მიმართებით საგულისხმოა აღინიშნოს, რომ კონსტიტუცია უშვებს პარლამენტის თითოეული პალატის ვადის გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს.
With regard to Italy, it is noteworthy that the Constitution allows for an increase in the term of each Chamber of Parliament only in case of war.
127431.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამ თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ საომარი მდგომარეობა მკვეთრად გამოხატული მოცემულობაა, რომლის შეფასებისას სუბიექტურობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
In this regard, it should be noted that the state of war is a sharply expressed fact, in the assessment of which subjectivity is minimised.
127432.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაშია უშიშროების თუ სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელთა ინფორმაციის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება, ამდენად, პარლამენტის დისკრეცია ამ ნაწილში არც ისე ფართოა.
Additionally, the executive branch includes the security or other law enforcement agencies, based on the information of which the decision is made, thus, the discretion of the Parliament in this part is not so wide.
127433.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მმართველობის ფორმების სახესხვაობების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ის საერთო პრინციპი, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის მახასიათებელია:
Given the variety of forms of governance the common principle that is characteristic to deliberative democracy can be observed:
127434.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ქვეყნები, ეფექტიანი პასუხის მიზნიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმის გამოცხადებას აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდობენ, კონტროლის ნაწილში კი პარლამენტის ჩართულობაა არსებითი.
Countries, for the purpose of an effective response, vest the declaration of a state of emergency to the executive branch, and the involvement of the parliament in the control thereof is essential.
127435.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპი სახელისუფლებო შტოების შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს ამ პროცესის ლეგიტიმაციისთვის.
The principle of separation of powers requires the conferred action of government branches to legitimise this process.
127436.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ხელისუფლების სამი შტოს უფლებამოსილებების გარკვეული თვალსაზრისით გადაფარვა აუცილებლად შეუთავსებელი არ არის ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპთან;
Some overlap in membership between the three branches is not necessarily incompatible with the existence of some forms of separation of powers;
127437.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
გასათვალისწინებელია, რომ ცალკეულ საპარლამენტო სისტემებში ძლიერი მცველი არსებობს დამოუკიდებელი სასამართლოს სახით, ძალაუფლება უფრო კარგადაა გამიჯნული, ვიდრე საპრეზიდენტო სისტემებში.
It is possible to envisage circumstances where certain parliamentary systems may – by virtue of other factors such as strong safeguards for judicial independence – have greater separation of powers than a number of the so-called presidential systems.
127438.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ, ძირითადად, სამი გავრცელებული მიდგომა არსებობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა:
The Venice Commission notes that when it comes to the prerogative to declare a state of emergency, the three most common approaches are:
127439.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს საგანგებო მდგომარეობას საპარლამენტო ჩართულობის გარეშე.
The executive declares the state of emergency without parliamentary involvement.
127440.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
[ბ] აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ საჭიროებს საპარლამენტო რატიფიცირებას საგანგებო ზომების ძალაში შესვლისთვის.
[b] The executive declares the state of emergency but must have this ratified by Parliament before it can proceed with emergency measures.