მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127481.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის მიმდინარეობისას აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
During the martial law or the emergency state, the executive branch has the right to restrict the freedom of expression.
127482.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
თუმცა პარლამენტის წევრების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი მთელი რიგი ქვეყნების კონსტიტუციებითაა უზრუნველყოფილი.
However the expression of the Member of the Parliament is protected by the constitution with a higher standard in a number of countries.
127483.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს კონსტიტუციაც, აღჭურავს რა პარლამენტის წევრს ინდემნიტეტით, დაუშვებლად აცხადებს მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საკუთარი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის.
The Constitution of Georgia also equips the Member of the Parliament with indemnity, declaring his or her legal liability inadmissible for the expression of opinions within or beyond the powers of the deputy.
127484.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტებით, საქართველოს პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი, პარლამენტის წევრს ამ ნაწილში შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
According to the Decrees issued during the state of emergency, the President of Georgia is not authorised to restrict the freedom of expression of the Members of Parliament with this regard.
127485.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კონსტიტუციის 71-ე მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც დეკრეტით შეიძლება შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დროს.
Article 71 of the Constitution exhaustively lists the rights and freedoms that may be restricted by a Decree during the emergency.
127486.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ნორმა არ მიუთითებს პარლამენტის წევრის ინდემნიტეტით დადგენილი გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტზე.
This provision does not refer to the indemnity of the member of the Parliament and a higher standard set for the protection of the freedom of expression.
127487.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამ ფონზე, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია, მდგომარეობის დამტკიცების თაობაზე გამართული საპარლამენტო დებატები.
Considering this, the parliamentary debates preceding the approval of the state of emergency is also relevant.
127488.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვისას კამათი არ მიმდინარეობს.
According to the Rules of Parliament of the Parliament of Georgia, the issue of declaring a state of emergency is not subject to deliberations.
127489.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღნიშნულმა ნორმამ უხერხულობა შექმნა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საგანგებო სესიის 22 აპრილის სხდომაზე, როდესაც პარლამენტის წევრებს კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის მიმართ.
This norm caused embarrassment at the Extraordinary Session held on April 22, 2020 at the Parliament of Georgia, when Members of Parliament were not given the opportunity to ask questions to the President and the Prime Minister.
127490.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
პორტუგალიის პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით დებატები შესაძლოა იყოს ღია ან დახურული.
According to the Rules of Procedures of the Portuguese Parliament, the debate may be open or closed.
127491.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აუცილებელია, რომ ყველა საპარლამენტო ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.
It is necessary to ensure the participation of all parliamentary groups.
127492.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიერ დებატების შეზღუდვა შესაძლოა ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღების მიზანს, რათა საფრთხე არ შეექმნას საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს.
Restrictions on debate by the Rules of Procedure of the Parliament of Georgia may be intended to make a decision in a short period of time so as not to jeopardise the ongoing measures for the state of emergency.
127493.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მაგრამ, კონსტიტუციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება და დეკრეტი ძალაში შედის გამოცემისთანავე.
But, according to the Constitution, the decision to declare a state of emergency and the decree enter into force upon publication.
127494.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
შესაბამისად, საპარლამენტო განხილვების ხანგრძლივობა ხელს ვერ შეუშლის მიმდინარე ღონისძიებების მოქმედებას.
Consequently, the duration of the parliamentary debates will not prevent the current measures from taking effect.
127495.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რეკომენდებულია, დასახელებული ნორმა გაუქმდეს და პარლამენტის წევრებს მიეცეთ კითხვის დასმისა და პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს.
It is recommended that the named norm be invalidated, and that Members of Parliament be given the opportunity to ask questions and state their political views when discussing the issue at the plenary session.
127496.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების შემდგომ წინ წამოიწევს მიმდინარე პროცესების შესახებ პარლამენტში ანგარიშვალდებულების საკითხი.
After the approval of the state of emergency, the issue of accountability with the Parliament will be raised.
127497.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისთვის სპეციალურ ნორმებს არ შეიცავს.
The Constitution of Georgia and the Rules of Procedure of the Parliament do not contain special norms for the implementation of the oversight functions of the Parliament in case of emergency.
127498.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
განსხვავებით საფრანგეთის კონსტიტუციისგან, რომელიც ყველა აღმასრულებელ ორგანოს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ორივე პალატის ინფორმირებას ავალდებულებს, საქართველოს კონსტიტუცია შემოიფარგლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე საგანგებო სესიის დაწყების განსაზღვრით, რომელიც გრძელდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
Unlike the French Constitution, which obligates all executive bodies to inform both Chambers of the ongoing effort, the Constitution of Georgia is limited to determining the beginning of an emergency session as soon as the state of emergency is de clared, which lasts until the end of the state of emergency.
127499.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მეტიც, ბრაზილიის ეროვნულ კონგრესში აღმასრულებელი კომიტეტი თავისი ხუთი წევრისგან ქმნის კომისიას, რომლის ფუნქცია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს განხორციელებული ზომების მონიტორინგი და ზედამხედველობაა.
Moreover, in Brazil The Directing Board of the National Congress designates a Committee comprised of five of its members to monitor and supervise the implementation of the measures concerning the state of defense and the state of siege.
127500.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
2020 წლის 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი შეიკრიბა და გააგრძელა მუშაობა საგანგებო სესიის რეჟიმში.
On March 21, 2020, based on the state of emergency declared by the President of Georgia, according to the Constitution of Georgia, the Parliament convened and continued to work in an emergency session.