მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127501.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო სესიის ფარგლებში პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, რეგლამენტით არსებული ბერკეტები გამოიყენოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობისთვის, მათ შორის ჩაატაროს საკომიტეტო მოსმენები, შექმნას დროებითი კომისიები, გამოიყენოს ინტერპელაციის მექანიზმი.
As part of the emergency session, the Parliament has the opportunity to use the existing levers for oversight of the executive branch, including holding committee hearings, setting up temporary commissions, and using an interpellation mechanism.
127502.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ვენეციის კომისია დამატებით მიუთითებს პარლამენტის უფლებამოსილებაზე, ჩაატაროს გამოძიება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საგანებო უფლებამოსილების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩვენს რეალობაში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს.
The Venice Commission further points to the authority of the Parliament to conduct an investigation into the use of investigative powers by the executive, which in our case may be a temporary investigative commission.
127503.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში პარლამენტს ფაქტობრივად არ განუხორციელებია საპარლამენტო კონტროლი და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობაზე არ უმსჯელია.
After the state of emergency declared on March 21, 2020, Parliament has not in fact exercised parliamentary control for two months and has not discussed the proportionality of the human rights restrictions.
127504.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მაგალითად, 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, მხოლოდ ერთხელ ჩატარდა საკომიტეტო სხდომა, მთლიანი სესიის განმავლობაში პარლამენტში არ შექმნილა საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისია, ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გამოიყენა ინტერპელაციის წესით კითხვის დასმის შესაძლებლობა.
For example, from March 21 to April 21, there was only one committee meeting, during the whole session of the Parliament there was no investigative or other temporary commission created, two opposition Factions used interpellation mechanism to ask a question.
127505.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
თუმცა კომიტეტებს ან ფრაქციებს არ დაუბარებიათ ანგარიშვალდებული პირი საკომიტეტო სხდომაზე, ასევე არ ჩატარებულა მინისტრის საათი.
However, Committees or Factions did not summon accountable person for a committee meeting, no ministerial hour was held either.
127506.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარლამენტის რეგლამენტი სასესიო პერიოდში თვეში, მინიმუმ, ორჯერ ავალდებულებს კომიტეტს, ჩაატაროს სხდომა.
It is noteworthy that Parliamentary Rules of Procedures oblige the Committee to hold a meeting at least twice a month during the session.
127507.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რეგლამენტი არ მიუთითებს საგანგებო სესიის განმავლობაში განსხვავებულ მოწესრიგებაზე.
The regulations do not indicate a different arrangement during an emergency session.
127508.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო სესიის განმავლობაში გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან დაფიქსირდა საპარლამენტო აქტივობა ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიების ზედამხედველობის მიზნით.
During the emergency session, the Gender Equality Council had parliamentary activity to monitor the implementation of the measure against the spread of the Novel Coronavirus.
127509.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საბჭოს მიერ შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიმართ, რომლებიც ეხება კორონავირუსის გავრცელების პირობებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ოჯახში ძალადობის პრევენციას.
Recommendations were developed by the Council to the Government of Georgia, which deal with the economic empowerment of women and the prevention of domestic violence in the context of the spread of Coronavirus.
127510.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 20 მაისს მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ - „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“.
The Committee of Environment and Natural Resources on May 20 decided to launch thematic scrutiny - "Lead Pollution of the Environment in Georgia".
127511.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მაგრამ მას ვერ ჩავთვლით საგანგებო სესიის განმავლობაში მთავრობაზე განხორციელებულ კონტროლად, რადგან იგი არ ეხებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლებს, კონკრეტულად, ახალი კორონა ვირუსის გავრცელებას და მის შედეგებს.
But it cannot be considered an oversight of the government during the emergency session, since it is not concerned with the state of emergency basis, in particular, with the spread of the Novel Coronavirus and its consequences.
127512.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო სესია, ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო, არ უნდა აღიქმებოდეს პარლამენტის მიერ მის საზედამხედველო ფუნქციაზე უარის თქმის გარემოებად.
An emergency session, due to the crisis in the country, should not be perceived as a circumstance for the Parliament to refuse from its supervisory functions.
127513.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მიუხედავად დიდი საფრთხისა, პარლამენტი უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება მცირე უფლებამოსილება გადასცეს მთავრობას და საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას ეფექტიანად ემსახუროს.
Despite the threats, Parliament should try to delegate as little authority to the government as possible and serve its constitutional obligations effectively.
127514.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
პარლამენტი, ნაცვლად ფაქტობრივი პროროგაციისა, აქტიური მონაწილე უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
Parliament, instead of actual prorogating, should be an active participant in a state of emergency.
127515.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს პარლამენტის ფაქტობრივი პროროგაციის შეფასებისას გასათვალისწინებელია იმ ქვეყნების პრაქტიკა და სასამართლო პრეცედენტები, სადაც იგი კანონმდებლობით დაშვებულია.
When assessing the factual proroguing of the Parliament of Georgia, the practice and judicial precedents of the countries where it is allowed by law shall be taken into account.
127516.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამ გზით, აღმასრულებელ ხელისუფლებას სახალხო წარმომადგენლები ზედამხედველობენ.
In this way, the executive is overseen by the people's representatives.
127517.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მიუხედავად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისა, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლა, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, მოახსენოს და დაიცვას პარლამენტის კედლებში საკუთარი პოლიტიკა.
Despite such a significant issue, such as the exit of the United Kingdom from the European Union, the executive power is obliged to inform and protect its own policies within the walls of the legislative.
127518.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მოქალაქეები დაცულნი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობისგან.
Citizens are protected from the arbitrariness of the executive branch.
127519.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რა თქმა უნდა, სასამართლომ პარლამენტის პროროგაცია შეაფასა როგორც საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციური როლის ფრუსტრაცია და პრევენცია.
Of course, the court assessed the prorogation of the Parliament to have the effect of frustrating or preventing, the ability of it to carry out the constitutional functions.
127520.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
სასამართლოს მსჯელობა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექსტრაორდინალურ სიტუაციებში ხელისუფლების ცენტრალიზაციის პირისპირ საპარლამენტო ზედამხედველობა.
The court's reasoning underscores the importance of parliamentary oversight in the face of the centralisation of government in emergency situations.