მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127521.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგულისხმოა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა გამოიყენოს ბოროტად.
It is noteworthy that the executive branch should not abuse discretionary powers.
127522.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ყოველ ჯერზე მან უნდა შეაფასოს, რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე შეეხება ისეთ დემოკრატიას, რომელშიც საპარლამენტო უზენაესობა აღიარებული და რეგლამენტირებულია.
Each time, it must assess how important the challenge is and then decide whether to suspend the functioning of the Parliament, especially when it comes to a democracy in which parliamentary supremacy is recognised and regulated.
127523.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტი საგანგებო სესიის განმავლობაში აქტიურად უნდა აკონტროლებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
Ultimately, the Georgian Parliament should actively monitor the steps taken by the executive during the emergency session.
127524.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მნიშვნელოვანია, ამ დროს პარლამენტმა მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მაკონტროლებელი მექანიზმი (იქნება ეს თემატური მოკვლევა, ინტერპელაციები, დროებითი კომისიები თუ სხვ.), რომელთა მეშვეობითაც პარლამენტი ინფორმირებული იქნება ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირებისგან ქვეყანაში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
It is important that the Parliament makes the most of all the oversight mechanisms at its disposal (be it thematic scrutiny, interpellation, temporary commissions, etc.), through which the Parliament will be informed about the measures taken and planned in the country by the officials of the accountable bodies
127525.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
დ. საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციური ვადები.
D. CONSTITUTIONAL TIMELINES FOR THE STATE OF EMERGENCY.
127526.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა, კენჭი უყაროს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საგანგებო ან საომარ მდგომარეობას.
It is the constitutional prerogative of the Parliament of Georgia to vote the emergency or martial law announced by the executive government.
127527.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე.
According to Article 71 of the Constitution of Georgia, the Parliament of Georgia approves the decision on declaring a state of emergency or martial law as soon as it is convened.
127528.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
Otherwise, it loses its legal force upon voting.
127529.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კონსტიტუციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა უქმდება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არ მიიღებს თანხმობას პარლამენტისგან ვადის გაგრძელების თაობაზე.
The state of emergency or martial law shall be abolished once the term determined by the Constitution is expired, unless the executive obtains the consent of the Parliament to extend the term.
127530.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
შესაბამისად, ვადა არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი პარლამენტის ხელში საიმისოდ, რომ გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემული ძალაუფლების პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობა, შეაფასოს, რამდენად არსებობს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციით განსაზღვრული საფუძვლები.
Consequently, the timeline is the most important lever in the hands of the Parliament to control the political and legal expediency of the power transferred to the executive branch to assess the existence of the grounds envisaged by the Constitution for the state of emergency.
127531.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღნიშნული ნორმა არ მიუთითებს კონკრეტულ ვადაზე.
This norm does not indicate a specific term.
127532.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რეგლამენტირებულია მხოლოდ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების პარლამენტის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენა.
Only the immediate submission of a decision by the President to the Parliament is regulated.
127533.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
სიტყვა „დაუყოვნებლივ“, რომელიც განხილულ ნორმაში ვადასთან დაკავშირებული ერთადერთი ტერმინია, შეფასებითი კატეგორიისაა.
The word "immediately" which is the sole notion related to the term is subject to evaluation.
127534.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში კანონპროექტის არსში მიეთითა, რომ „გადაწყვეტილება, ნაცვლად 48 საათისა, დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს“.
The explanatory note of the draft Law on the State of Emergency states that "the decision shall be submitted to the Parliament immediately, instead of 48 hours".
127535.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ეს განმარტება რომ შევაფასოთ, ახალი რედაქცია უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს და პრეზიდენტს გადაწყვეტილების წარდგენას 48 საათზე ადრე, გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ავალდებულებს, თუმცა კონკრეტული დრო მაინც უცნობია.
To assess this definition, the new edition sets a higher standard and requires the President to submit a decision less than 48 hours of the decision being made as soon as possible, however, the exact time is still unknown.
127536.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
გადაწყვეტილების წარდგენის დროის გარდა ისიც ბუნდოვანი რჩება, თუ რა ვადაში უნდა შეიკრიბოს პარლამენტი კენჭისყრის ჩასატარებლად.
In addition to the timing of the decision, it remains unclear how long it will take for the Parliament to vote.
127537.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კონსტიტუციათა ნაწილი აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს გარკვეულ ვადას საპარლამენტო კონტროლის გარეშე გამოაცხადოს საგანებო ან საომარი მდგომარეობა.
Part of the constitutions give the executive the power to declare a state of emergency or war without parliamentary control.
127538.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
პოლონეთში, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, პრეზიდენტი ვალდებულია, არა უგვიანეს 48 საათისა მიმართოს პარლამენტს თანხმობის მისაღებად.
In Poland, after a military or emergency state, the President is obliged to apply to Parliament no later than 48 hours for consent.
127539.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, პრეზიდენტს 90 დღის შემდეგ სჭირდება პარლამენტისგან ხელახალი თანხმობა, მდგომარეობის, მაქსიმუმ, 60 დღით გახანგრძლივებისთვის.
In case of emergency, the President requires the re-consent of the Parliament after the lapse of 90 days, for prolonging the emergency for a maximum of 60 more days.
127540.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რუმინეთის კონსტიტუცია ამ ვადას ზრდის.
The Romanian Constitution increases this term.