მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127581.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აუცილებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დროულად წესრიგდებოდეს და პროექტმა მალევე მიიღოს კანონის ფორმა.
It is imperative that such an important issue be resolved in a timely manner and that the draft law be adopted soon.
127582.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელების პარალიზება და ხელოვნურად გაჭიანურება დაუშვებელია, მით უფრო, საგანგებო რეჟიმში საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციების გათვალისწინებით.
Paralysing and artificially delaying the exercise of parliamentary powers is inadmissible, especially given the functions of the legislature in an emergency.
127583.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ე. საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობა.
E. THE DURATION OF THE EMERGENCY.
127584.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს კონსტიტუცია დუმს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საგანგებო მდგომარეობის მაქსიმალური ხანგრძლივობა.
The Constitution of Georgia is silent on such an important issue as the maximum duration of the state of emergency.
127585.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობაც სწორედ ის შემთხვევაა, რომლის წინასწარ დაგეგმვა და განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ საპარლამენტო ზედამხედველობიდან გამომდინარე, კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს მაქსიმალური ვადა, რომლის ფარგლებშიც შეეძლება მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
Of course, the state of emergency is a case that cannot be planned and determined in advance, but based on the parliamentary oversight, the maximum period within which it will be possible to declare a state of emergency must be determined by the Constitution.
127586.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამ რეგულაციის მიზანია, პერიოდულად საპარლამენტო განსჯის საგანი გახდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების საკითხი.
The purpose of this regulation is to periodically make the extending of the term of the state of emergency a subject of parliamentary deliberation.
127587.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ავალდებულებს, გარკვეული ვადით გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.
The Constitution of Georgia does not oblige the President to declare a state of emergency for a certain period of time.
127588.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მსგავსად „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი და ტერიტორიული საზღვრები, ვადასთან მიმართებით კი არ არის მსგავსი ჩანაწერი.
Similarly, the Law on State of Emergency states that the President's order must state the motive and territorial boundaries of such a decision, and there is no such record in terms of time.
127589.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მეტიც, მდგომარეობა უქმდება გამოცხადებისთვის დადგენილი წესით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტს მხოლოდ მაშინ შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, როდესაც ამის შესახებ პრეზიდენტი მიმართავს მას.
Moreover, the state of emergency is terminated in accordance with the rules established for the declaration thereof, which means that the Parliament can only repeal a state of emergency when the President addresses it.
127590.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ეს გამორიცხავს, ერთი მხრივ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ პარლამენტის ავტომატურ მსჯელობას მისი გაგრძელების საჭიროების შესახებ, მეორე მხრივ, პარლამენტის მიერ დამოუკიდებლად საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ მსჯელობას.
This precludes, on the one hand, the automatic discussion of Parliament after a certain period of time on the need to extend the emergency, and, on the other hand, the discussion of the termination of the state of emergency by the Parliament independently.
127591.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ვენეციის კომისია საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უნდა იყოს საგამონაკლისო და დროებითი.
Regarding the duration of the state of emergency, the Venice Commission notes that it should be exceptional and temporary.
127592.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უნდა შეიზღუდოს დროით იმგვარად, რომ იმაზე მეტად არ გაგრძელდეს, ვიდრე თვითონ საგანგებო საფუძველი იარსებებს და იგი არ უნდა გახდეს მუდმივი.
Declared emergency should be limited in time so that it is not extended for more than the reason for its declaration exists and it should not become permanent.
127593.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საკითხი, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა გადაწყვიტოს საგანგებო მდგომარეობის დასასრული, არ შეიძლება დარჩეს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციის სფეროში, რომელიც ისედაც სარგებლობს გაზრდილი ძალაუფლებით.
The question of who, when and how decides the termination of the emergency cannot remain within the competences of the executive, which is already enjoying increased power.
127594.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა.
The Parliament should discuss this issue.
127595.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობის გადასინჯვა შესაძლებელია 6 თვეში ერთხელ, ორივე პალატის ერთობლივი რეზოლუციით.
In the United States, a state of emergency can be revised every 6 months by a joint resolution of both Chambers.
127596.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია, არა უმეტეს 6 თვის ხანგრძლივობით გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ხოლო დიდი ეროვნული ასამბლეა უფლებამოსილია, შეამციროს ან გაზარდოს მისი ვადა.
According to the Constitution of Turkey, the president is entitled to have a maximum of 6 months to declare an emergency and the Grand National Assembly may reduce or increase its duration.
127597.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებისგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუცია უშვებს საგანგებო მდგომარეობის როგორც ხანგრძლივი ვადით, აგრეთვე, უვადოდ გამოცხადების შესაძლებლობას.
Unlike the various practice and the opinion of the Venice Commission, the Constitution of Georgia permits the state of emergency to be announced for a long period of time, as well as for the possibility of declaring it indefinitely.
127598.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
პარლამენტს სამართლებრივი ბერკეტი არ რჩება, გადახედოს მის მიერ მხარდაჭერილი საგანგებო მდგომარეობის მიზანშეწონილობას გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ, რაც თვითნებობის შესაძლებლობას უტოვებს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
The Parliament has no legal leverage to reconsider the expediency of the state of emergency supported by it after a certain period of time, which leaves the possibility of arbitrariness to the Executive.
127599.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მნიშვნელოვანია, პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, თვითინიციატივით გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, როდესაც საამისო საფუძვლები აღარ იარსებებს, თუმცა აღნიშნული უფრო ვრცლად ქვემოთ იქნება განხილული.
It is important that the Parliament be given the opportunity to terminate the state of emergency on its own initiative when the grounds no longer exist, however, this will be discussed in more detail below.
127600.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ვ. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება.
F. TERMINATION OF THE STATE OF EMERGENCY.