მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127601.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის გაუქმება როგორც კონსტიტუციით, ისე საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონით მსგავსადაა მოწესრიგებული.
The abolition of the state of emergency is regulated by the Constitution as well as by the Law on the State of Emergency.
127602.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
როგორც ძირითადი, ისე სპეციალური კანონი მიუთითებს, რომ „გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით“.
Both the Basic Law and the special law stipulate that "a decision on the revocation of a state of emergency shall be made in accordance with the procedures established for declaration and approval of the relevant state of emergency".
127603.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ეს იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით პარლამენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება საკანონმდებლო ორგანომ სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.
This means that after the President addresses the Parliament pursuant to the proposal of the Prime Minister, the legislature must approve the emergency by a majority of the full membership.
127604.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ყველაფერი ნათელია, თუ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება ვადის ამოწურვისას ან თავიდანვე, თუ მას პარლამენტი არ დაამტკიცებს, ასეთ შემთხვევაში ის კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
Everything is clear if the state of emergency is lifted when the timeframe lapses or if it is not approved by the Parliament, in which case it loses its legal force upon voting.
127605.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
თუმცა უფრო საინტერესოა მისი ვადამდე გაუქმების საკითხი.
However, the issue of its early termination is far more interesting.
127606.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის ჩანაწერი 2018 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებებამდე შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:
The provision of the Georgian Law on the State of Emergency before the amendments of October 31, 2018 was formulated as follows:
127607.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კანონით განისაზღვრებოდა, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერითა და პარლამენტის თანხმობით, გაეუქმებინა საგანგებო მდგომარეობა;
The law stipulated that, on the one hand, the President of Georgia could annul the state of emergency with the co-signature of the Prime Minister and with the consent of Parliament;
127608.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მეორე მხრივ კი, თუ პარლამენტი ჩათვლიდა, რომ აღარ არსებობს პირობა, რომელიც საფუძვლად დაედო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იგი გააუქმებდა მას.
On the other hand, if the Parliament believed the condition on which the emergency was grounded no longer existed, it would repeal it.
127609.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
აღსანიშნავია, რომ ძველი მოწესრიგება მეტ კონკრეტიკას შეიცავდა, თუმცა კანონის ცვლილების შედეგად, უფრო ბუნდოვანი რეგულირებით შეიცვალა.
It is noteworthy that the old regulation contained more clarity, however, as a result of the amendment in the law it was replaced by a more vague regulation.
127610.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში მიეთითა, რომ კანონპროექტის მიზანი იყო, კონსტიტუციასთან კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა, ასევე განისაზღვრა მესამე მუხლში განხორციელებული ცვლილების არსი, თუმცა მუხლის ფორმულირების შეცვლის მიზეზზე დამატებითი განმარტებები არ ყოფილა.
The explanation of the draft amendments in the explanatory note indicated that the purpose of the law was to ensure compliance with the Constitution, as well as to determine the essence of the amendment to article 3, however, there were no additional explanations for the reason for the amendment.
127611.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, რეფორმის შედეგად განისაზღვრა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების საფუძვლები, რომლებიც ძირითადი კანონით მანამდე მოწესრიგებული არ ყოფილა.
As for the constitutional amendments, the authors of the constitutional draft explain that the reform established the grounds for the termination of the state of emergency, which had not previously been regulated by the Basic Law.
127612.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების საკითხის კანონიდან ამოღების მიზეზი ბუნდოვანი დარჩა.
The reason for the removal from the law to terminate the state of emergency remains unclear.
127613.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
რაც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტია საგანგებო მდგომარეობის როგორც გამოცხადებაზე, ისე გაუქმებაზე უფლებამოსილი სუბიექტი.
In any case, the Parliament is a subject authorised to declare a state of emergency and to abolish it.
127614.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ბუნებრივია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორივე შემთხვევაში ისაა, რამდენადაც ლოგიკურია, ვინც გამოცხადების საკითხს წყვეტს, გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაც მის უფლებამოსილებას უნდა განეკუთვნებოდეს.
It is natural that it is the final decision-maker in both cases, since it is logical that whoever decides upon declaration, and the termination decision should remain within its authority as well.
127615.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამჟამინდელი რეგულირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საგანგებო მდგომარეობის პარლამენტის ინიციატივით გაუქმების საკითხი.
The issue of lifting the state of emergency at the initiative of the Parliament remains under the question pursuant to current regulation.
127616.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მაშინ, როდესაც შესაბამისი საფუძველი აღარ არსებობს, საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, რამდენადაც ამ პირობებში დაწესებული შეზღუდვების უსაფუძვლოდ გახანგრძლივება, თუნდაც ერთი დღითაც კი, დაუშვებელია, თუმცა პრაქტიკაში შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ექნება სურვილი, დროზე ადრე გაუშვას ხელიდან მართვის სადავეები.
While the relevant grounds no longer exist, the state of emergency should be lifted, as the persistence of restrictions in such without the necessary grounds is inadmissible even for a day, although in practice there may be cases when the executive does not want to relinquish the reins prematurely.
127617.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამდენად, საგანგებო მდგომარეობის ხელოვნურად გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად სასურველი იქნებოდა, თუ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება პარლამენტის ინიციატივითაც იქნებოდა დასაშვები მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებდა მისი გამოცხადების საფუძველი.
It would have been desirable to prevent the delay of the termination of the state of emergency by allowing the Parliament to lift it at its own initiative once the grounds for its declaration no longer exists.
127618.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის მექანიზმი საკმაოდ რთული ინსტიტუტია, რომელსაც ზეგავლენა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ბევრ ფაქტორზე აქვს.
In conclusion, it should be noted that the mechanism of an emergency is very complex institution, which impacts multiple significant factors for the State.
127619.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ზეგავლენებით თამაშის პროცესში კი პარლამენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლირებელ ორგანოს უდიდესი დატვირთვა ენიჭება.
In the process of playing with the influence, the Parliament is given the greatest burden of the oversight body on the executive branch.
127620.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ბუნებრივია, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ბერკეტს სათავისოდ გამოიყენებენ, თუმცა, რასაკვირველია, აღნიშნული არ უნდა გახდეს ამ მექანიზმზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოებრიობას ემუქრება.
Naturally, there will always be a danger that government officials will use this leverage to their advantage, although, of course, this should not be a reason to abandon this mechanism, as it has an important role to play against the great evil that threatens statehood.