მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127621.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
როგორც ანდრაშ შაიო აღნიშნავს, „უეჭველია, არსებობს არანორმალური, უკიდურესი და კრიზისული ვითარებები, გადაუდებელ არასაპარლამენტო გადაწყვეტილებებს რომ მოითხოვს“.
As András Sajó points out, "It is certain that there are abnormal, extreme, and crisis situations where immediate, extraparliamentary decisions are necessary".
127622.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მაგრამ ამგვარი ინსტიტუტების კონსტიტუციური კონტროლი შესაძლებელია მთელი კრიზისული პერიოდის განმავლობაში.
But this may be controlled constitutionally (for example, when and for as long as this situation lasts).
127623.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
„კონსტიტუციური სახელმწიფოს მიზანი საგანგებო მდგომარეობაში მისი მართვა და კონსტიტუციური წყობის უზრუნველყოფაა“.
"The aim of the constitutional state in cases of emergency is to render the crisis situations manageable and to make sure that constitutionalism prevails".
127624.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანო სრულფასოვნად აანალიზებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ პროცესში.
It is important that the legislature fully analyses its own responsibilities in this process.
127625.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
საპარლამენტო ზედამხედველობა არ არის ტვირთი, ის პროცესების ლეგიტიმაციისა და ეფექტიანი მმართველობის წინაპირობაა.
Parliamentary oversight is not a burden, it is a prerequisite for legitimising processes and effective governance.
127626.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
კანონმდებლობა, თავის მხრივ, შესაძლებელს უნდა ხდიდეს პროცესის ჯანსაღად წარმართვას.
Legislation, in turn, should make it possible to lead the process in a healthy way.
127627.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ბუნებრივია, კონსტიტუციას ვერ მოვთხოვთ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული პროცესების დეტალურ რეგლამენტირებას, რადგანაც ეს რომ შესაძლებელი იყოს, თვითონ ამ მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება აღარ იარსებებდა.
Naturally, we cannot demand a detailed regulation of the state of emergency, because if it were possible, there would be no need to declare this state of affairs.
127628.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
ამიტომაც, გარკვეულ ფარგლებში ძირითადი ნორმის შეგნებული დუმილი გამართლებულია, თუმცა გარკვეული ჩარჩო-სტანდარტების არსებობა და ხარვეზების გამოსწორება მაინც საჭიროა.
So the conscious silence of a basic law is justified, but certain frameworks and shortcomings need to be corrected.
127629.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
დღიდან დაარსებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბდა ვრცელი პრაქტიკა, რამაც ერთმნიშვნელოვნად აამაღლა საზოგადოებრივი ინტერესი საკონსტიტუციო სამართლის მიმართ ქვეყანაში და საფუძველი ჩაუყარა საკონსტიტუციო კონტროლის დანიშნულების გაზრდას საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში.
Since its establishment, the Constitutional Court of Georgia has developed an extensive case law, which has clearly contributed to the rise of public interest in constitutional law in our country and laid the groundwork for the increase of the scope of constitutional review in the development process of the Georgian legal system.
127630.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
ამასთანავე, სამართლებრივი და სოციალურ-პოლიტიკური პროცესის არსებული დინამიკა საქართველოსა და მსოფლიოში თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის იდეას ახალ შინაარსს სძენს.
At the same time, the meaning of modern constitutionalism has gained new substance due to the dynamics of the legal and socio-political processes, occurring both in Georgia and worldwide.
127631.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
გლობალური პანდემია და კრიზისული მმართველობა, ახალი ტექნოლოგიების რეგულირება, ჰუმანიტარული კრიზისი და მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესები.
The global pandemic and crisis management, the regulation of new technologies, the humanitarian crisis and the ongoing legal and political processes.
127632.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
ყოველივე ეს, თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალს განვითარების ახალ მიჯნაზე აყენებს და ქმნის აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვის საჭიროებას.
All of this puts the development of modern constitutional law on a new frontier and requires an active academic discussion.
127633.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ წინამდებარე გამოცემა ეძღვნება სწორედ რიგი კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხის განხილვას, რომელიც რელევანტურია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
The present edition of the "Journal of Constitutional Law" is dedicated to the discussion of a number of constitutional challenges, which are relevant both in Georgia and in other countries.
127634.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
გამოცემა აერთიანებს ქართველი და უცხოელი ავტორების ექვს აკადემიურ ნაშრომს და ასევე მოიცავს მიმდინარე წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ორი პრეცედენტული გადაწყვეტილების მიმოხილვას.
The publication combines six academic papers by Georgian and foreign authors and also includes two case notes on landmark judgments decided by the Constitutional Court of Georgia this year.
127635.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
კერძოდ, ჟურნალში თავმოყრილია ქართველი მკვლევარების ნაშრომები ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა:
In particular, the Journal contains the works of Georgian scholars on important legal issues, such as:
127636.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსჯადობისა და პროცედურული ჩარჩოს განხილვა შეიარაღებული კონფლიქტისას წამოჭრილი ადამიანის უფლებათა დარღვევის საჩივრებთან მიმართებით (გიორგი ნაკაშიძის ავტორობით);
Analysis of the jurisdictional and procedural framework of the European Court of Human Rights in relation to the human rights violations in an armed conflict (by Giorgi Nakashidze);
127637.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
რეგიონალური კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე, საინტერესოა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული ორგანოების პრაქტიკის მიმოხილვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით (ანა ჯაბაურის ავტორობით).
In consideration of the regional context, the paper providing an overview of the practice of the Inter-American human rights institutions, regarding the application of international humanitarian law is also interesting (by Ana Jabauri).
127638.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
ჟურნალის გამოცემა ასევე მოიცავს ნაშრომებს კონკურენციის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტების, მეწარმეობის თავისუფლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე (გივი ადამიას ავტორობით), და თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის სისტემაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ინფორმაციული თავისუფლების მნიშვნელობაზე ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის პირობებში (ვაჟა დათუაშვილის ავტორობით).
Furthermore, the Journal combines papers on the constitutional aspects of competition, entrepreneurial freedom and consumer protection (by Givi Adamia); and on the restrictions on freedom of expression and freedom of information in a modern democratic administration system during the new Coronavirus (COVID-19) pandemic (by Vazha Datuashvili).
127639.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
მოხარული ვარ, რომ ჟურნალის გამოცემა აერთიანებს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს სახელგანთქმული მოსამართლის რუთ ბეიდერ გინსბურგისა და პროფესორ დებორა ჯონს მერიტის სტატიას, ასევე, ავტორიტეტული მეცნიერის კას სანსტინის ნაშრომს.
I am glad that this edition of the Journal contains the article by a renowned Justice of the Supreme Court of the United States Ruth Bader Ginsburg and by Professor Deborah Jones Merritt, as well as the work of an authoritative scholar Cass R. Sunstein.
127640.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, წინასიტყვაობა (2020)
მოსამართლე გინსბურგისა და პროფესორ მერიტის სტატია პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და აღმჭურველი ქმედების არსს და მის საერთაშორისო-სამართლებრივ საფუძვლებს ეხება.
The article by Justice Ginsburg and Professor Merritt was first published in 1999 and addresses the essence of affirmative action and its international legal basis.