მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127721.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
გარდა აღმჭურველი ქმედების ორი ნიშნულისა, - თანასწორობის შეზღუდვის დასრულების და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარებისა, - 1948 წლის დეკლარაცია შეიცავს ისეთ დებულებას, რომელიც ზოგიერთმა შეიძლება დაახასიათოს როგორც აღმჭურველი ქმედების პუნქტი.
In addition to the two anchors for affirmative action – ending equality deprivations and advancing economic well-being – the 1948 Declaration contains a provision some might describe as an affirmative action clause.
127722.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
25-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე, ასევე ადგენს, რომ „დედები და ბავშვები საჭიროებენ სპეციალურ ზრუნვასა და დახმარებას“.
Article 25, which proclaims the right to an adequate standard of living, also declares that "motherhood and childhood are entitled to special care and assistance".
127723.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
თუკი ერთი ლინზიდან შევხედავთ, ეს დებულება თანაგრძნობით აგულიანებს ქვეყნებს, რომ მათ განავითარონ დედებისა და ბავშვების ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობისკენ მიმართული პოლიტიკა.
Viewed through one lens, this provision compassionately encourages states to develop special policies protecting the physical and emotional health of mothers and their children.
127724.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
თუმცა ჩემი შეხედულებით და გამოცდილებით, დებულების ფორმულირება გარკვეულ პრობლემებს წამოჭრის.
In my view and experience, however, the language of the provision raises a troubling concern.
127725.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
პატრიარქალურ წესებს, „დედობის“ სახელით, ქალები დიდი ხნის მანძილზე ჰყავდათ სახლში გამოკეტილი, ნაცვლად იმისა, რომ მათთვის მშობლად ყოფნის ფაქტის ანაზღაურებად სამუშაოსთან ინტეგრაცია მოეხდინათ.
Patriarchal rules long sequestered women at home in the name of "motherhood", rather than allowing them to integrate parenthood with paid labor.
127726.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ყოველთვის ადვილი არ არის ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ის წესები, რომლებიც, ერთი მხრივ, გულწრფელად ეხმარებიან ქალებს იმით, რომ ხელს უწყობენ ქალს, ჰქონდეს ანაზღაურებადი სამუშაო და იყოს მშობელი, მეორე მხრივ, ამყოფებენ წესების ტყვეობაში, რომლებიც მოქმედებენ იმისთვის, რომ ქალები მოამწყვდიონ მათ ტრადიციულ დაქვემდებარებულ სტატუსში და კაცები გაათავისუფლონ ბავშვების აღზრდის მათი წილი პასუხისმგებლობისგან.
It is not always easy to separate rules that genuinely assist mothers and their children by facilitating a woman's pursuit of both paid work and parenting, from laws that operate to confine women to their traditional subordinate status, and to relieve men of their fair share of responsibility for childraising.
127727.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლი მოიცავს ამ დაძაბულობას, რომელიც თან ახლავს ქალებისთვის გამიზნული აღმჭურველი ქმედების შესახებ დისკუსიას და არ გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის გზას.
Article 25 of the Universal Declaration evokes this tension, which runs throughout discussions of affirmative action for women, without in any way resolving it.
127728.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე დაყრდნობით მიღებული ერთ-ერთი უფრო ახალი კონვენცია - 1979 წლის კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ადგენს ვალდებულებას, სახელმწიფოებმა დაიცვან როგორც მშობლის სტატუსი, ისე ქალის უფლება, სრულად ჩაერთოს სამუშაო პროცესში.
Of more recent vintage, the 1979 Convention on the Elimination of All Forms of Discrimination Against Women, one of several conventions stemming from the Universal Declaration, asserts the state's obligation to protect both parenting and women's full workplace participation.
127729.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ „ყველა საჭირო ზომა“, რათა აღმოფხვრან ცრურწმენები, რომლებიც საფუძვლად უდევს ქალებისა და კაცებისთვის სტერეოტიპული როლების მიკუთვნებას.
Article 5 of that convention first directs states to "take all appropriate measures" to eliminate prejudices underlying the assignment of men and women to stereotyped roles.
127730.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
იგივე მუხლი მოუწოდებს ქვეყნებს, „აღიარონ მამაკაცთა და ქალთა საერთო პასუხისმგებლობა, აღზარდონ და განათლება მისცენ შვილებს“.
The same article then calls for education to achieve "recognition of the common responsibility of men and women in the upbringing and development of their children".
127731.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
მე-11 მუხლი კრძალავს ორსული და დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას.
Article 11 of the convention prohibits dismissal of pregnant workers and those on maternity leave.
127732.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
გარკვეული ბუნდოვანებით, მე-11 მუხლი ქალებს ანიჭებს „ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხო პირობების“, მათ შორის, „რეპროდუქციული ფუნქციების შენარჩუნების“ უფლებას.
Somewhat ambivalently, Article 11 accords women a right "to protection of health and to safety in working conditions", including "safeguards" of their reproductive functions.
127733.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ნათელი არ არის, რომ ეს დებულება დამსაქმებლებს მოუწოდებს, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან ქალის ორსულობა ან ფერტილურობა მისთვის კარგად ანაზღაურებადი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის წართმევით.
It is not altogether clear that this provision calls upon employers to make the workplace safe rather than to protect a woman's pregnancy or fertility by barring her from well-paid occupations.
127734.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
სხვა დებულებებში, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენცია, ზოგადად, გმობს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და სახელმწიფოებს მიუთითებს პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ ამ მიკერძოებასთან გასამკლავებლად.
In other provisions, the Convention on the Elimination of All Forms of Discrimination Against Women broadly condemns sex discrimination and directs nations to take positive steps to counter that bias.
127735.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
მე-4 მუხლი იცავს აღმჭურველი ქმედების სადავო პროგრამებს და ადგენს, რომ „დროებითი ზომების მიღება, რომელიც მიმართულია ქალთა და მამაკაცთა ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დასაჩქარებლად, არ მიიჩნევა, როგორც ეს წინამდებარე კონვენციით განისაზღვრება, დისკრიმინაციულად“.
Article 4 expressly shields affirmative action programs of the controversial kind; it states that "adoption of temporary special measures aimed at accelerating de facto equality between men and women shall not be considered discrimination as defined in the Convention".
127736.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
იგივე მუხლი ადგენს, რომ „სპეციალური ზომების მიღება, რომელიც მიმართულია დედობის დასაცავად, დისკრიმინაციულად არ ითვლება“.
The same article also provides that "special measures aimed at protecting maternity shall not be considered discriminatory".
127737.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას 14 წლით უსწრებდა, ანალოგიურად ითვალისწინებს აღმჭურველ ქმედებას, როგორც რასობრივი თანასწორობის მიღწევის შესაძლებლობას.
Preceding the convention on elimination of discrimination against women by fourteen years, the 1965 International Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination similarly endorses affirmative action as a means of advancing racial equality.
127738.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
პირველი მუხლი ადგენს, რომ „სპეციალური ზომები, რომლებიც მიღებულია კონკრეტული რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფების ხელშესაწყობად, არ ითვლება რასობრივ დისკრიმინაციად“.
Article 1 declares that "special measures taken for the sole purpose of securing adequate advancement of certain racial or ethnic groups shall not be deemed racial discrimination".
127739.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
აღსანიშნავია, რომ ეს დათქმა კონვენციის პირველივე მუხლშია, მანამდეც კი, სანამ კონვენცია უშუალოდ რასობრივ დისკრიმინაციას კრძალავს.
Notably, this caveat appears in the convention's very first article, even before the document's direct prohibitions of race discrimination.
127740.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის დისკრიმინაცია ასევე ავალდებულებს ქვეყნებს, მიიღონ „სპეციალური და კონკრეტული ზომები, რათა უზრუნველყონ კონკრეტული ჯგუფების ან მათდამი მიკუთვნებული ინდივიდების ადეკვატური განვითარება და დაცვა, რათა მათ შეძლონ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სრულად და თანასწორად სარგებლობა“.
The race convention also obligates states to take "special and concrete measures to ensure the adequate development and protection of certain racial groups or individuals belonging to them for the purpose of guaranteeing them the full and equal enjoyment of human rights and fundamental freedoms".