მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127741.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
შესაბამისად, კონვენცია ითვალისწინებს აღმჭურველ ქმედებას რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, „როდესაც ამას გარემოებები მოითხოვს“.
The convention thus positively instructs affirmative action to eliminate racial discrimination, "when the circumstances so warrant".
127742.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
რომ შევაჯამოთ, თუკი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას წავიკითხავთ მასთან დაკავშირებულ ორ კონვენციასთან ერთად (რომელთაგანაც ერთ-ერთი ეხება რასობრივ დისკრიმინაციას, ხოლო მეორე - ქალთა მიმართ დისკრიმინაციას), იგი მიუთითებს, რომ აღმჭურველი ქმედება არათუ წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა პრინციპებთან, არამედ იგი მათგან იღებს ძალას, კერძოდ, დებულებებიდან თანასწორობის შესახებ და ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის შესახებ.
Declaration of Human Rights, read together with two of its associated conventions (the one outlawing racial discrimination, and the one proscribing discrimination against women), indicates that affirmative action is not necessarily at odds with human rights principles, but may draw force from them, in particular, from the prescriptions on equality coupled with provisions on economic and social well-being.
127743.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
შემდეგ ნაწილში შევეხები სამ სხვადასხვა სამართლებრივ სისტემას, რომლებმაც აღმჭურველი ქმედების ზომებით შეძლეს თანასწორობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განვითარება.
I turn next to three legal systems that have endeavored to advance equality and economic security through affirmative action measures.
127744.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
2. აღმჭურველი ქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2. AFFIRMATIVE ACTION IN THE UNITED STATES.
127745.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
იმ სამართლებრივ სისტემაზე კონცენტრირებით, რომელსაც ყველაზე უკეთ ვიცნობ, თავდაპირველად აღვწერ აშშ-ში აღმჭურველი ქმედების წარმომავლობასა და არსებულ სიტუაციას.
Concentrating on the legal system I know best; I will describe first the origin and current situation of affirmative action in the United States.
127746.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
სასამართლოები აქა-იქ იყენებდნენ ტერმინს „აღმჭურველი ქმედება“ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში იმ სხვადასხვა უფლების აღმდგენი ზომების აღსანიშნავად, რომლებიც მოპასუხეს ეკისრებოდა.
Courts sporadically used the term "affirmative action" in the late nineteenth and early twentieth centuries to describe various remedial steps imposed upon a defendant.
127747.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ეს სიტყვები, თანამედროვე გაგებით, სამართლებრივ ლექსიკონში დამკვიდრდა 1961 წელს.
The words entered the legal lexicon with their contemporary connotation in 1961.
127748.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ამ წელს, პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ, მეორე მსოფლიოს ომის დროინდელ სხვა ჩანაწერზე დაყრდნობით, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სახელმწიფო კონტრაქტორებისგან მოითხოვდა „აღმჭურველი ქმედების განხორციელებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატები მიიღებიან და შემდგომში მათ მიმართ მოპყრობა განხორციელდება განურჩევლად რასისა, მრწამსისა, ფერისა და ეროვნული წარმომავლობისა“.
That year, President John F. Kennedy, building on an earlier Second World War prescription, signed an executive order requiring government contractors to "take affirmative action to ensure that applicants are employed, and that employees are treated during employment, without regard to their race, creed, color, or national origin".
127749.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ბრძანება მბოჭავი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დეპარტამენტებისა და სააგენტოებისთვისაც, რათა მათ მიეღოთ რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა „პოზიტიურ ქმედებებს ამჟამად არსებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად“.
The order also bound executive departments and agencies to recommend "positive measures for the elimination of any discrimination, direct or indirect, which now exists".
127750.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
1960-იანი წლების განმავლობაში ასეთი ძლიერი სიტყვების გამოყენება არ წახალისებულა.
During most of the 1960s, this vigorous language was not pressed heavily into service.
127751.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
კენედის კომიტეტმა თანასწორი დასაქმების შესახებ სცადა სახელმწიფოს კონტრაქტორები ეიძულებინა, უმცირესობის უფრო მეტი წარმომადგენელი დაესაქმებინათ, ხოლო პრეზიდენტმა ჯონსონმა 1967 წელს დაცული კლასების სიაში სქესიც შეიტანა, მაგრამ იმპლემენტაცია კენედისა და ჯონსონის შემდეგ მოხდა.
Kennedy's Committee on Equal Employment Opportunity attempted to "jawbone" government contractors into hiring more minority workers, and President Johnson added sex to the list of protected classes in 1967, but muscular implementation postdated the Kennedy-Johnson years.
127752.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
აღსანიშნავია, რომ აღმჭურველი ქმედება აშშ-ში უფრო წინ წამოწიეს რესპუბლიკელმა თანამდებობის პირებმა - პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა, მისმა შრომის მდივანმა ჯორჯ შულცმა და მისმა ასისტენტმა არტურ ფლეთჩერმა, ხოლო შემდგომში - შრომის დეპარტამენტის მთავარმა იურისტმა ლორენს სილბერმანმა.
It bears remembrance that affirmative action was shifted into high gear in the United States by Republican officeholders – President Richard Nixon; his Secretary of Labor George Shultz and Assistant Secretary Arthur Fletcher; and then Labor Solicitor Laurence Silberman.
127753.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
1969 წელს ნიქსონის შრომის სამინისტრომ გამოსცა თავისი განახლებული ფილადელფიის გეგმა, რომელიც სახელმწიფო კონტრაქტორებისგან ქალაქში მოითხოვდა უმცირესობების დასასაქმებლად გეგმისა და განრიგის შედგენას სამშენებლო დარგის ექვს პროფესიაში.
In 1969, Nixon's Labor Department issued its Revised Philadelphia Plan, requiring government contractors in that city to set goals and timetables for hiring minority workers in six construction trades.
127754.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
გეგმა წარმოადგენდა აღმჭურველი ქმედებების განხორციელების მოთხოვნის მოდელს, რომლებიც გავრცელდებოდა სხვა სახელმწიფო კონტრაქტორებზე;
The plan served as a model for imposing affirmative action requirements on other government contractors;
127755.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
თანმდევი ბრძანებები ასევე მოიცავდა ქალთა დასაქმების გაზრდის ამოცანას.
Subsequent orders also included goals to expand the employment of women.
127756.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ნიქსონის გადაწყვეტილებამ, შემოეღო გეგმები და განრიგი ისტორიული პრაქტიკის, მათ შორის, პროფესიულ კავშირებში ნეპოტიზმის დასაძლევად, აზრთა სხვაობა გამოიწვია.
Nixon's decision to require goals and timetables to break away from historic practices, including trade union nepotism, generated controversy.
127757.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
პროგრამა საჯარო კრიტიკასა და სამართლებრივ სირთულეებს გადაურჩა 1970-იან წლებში, რასაც, ჩემი აზრით, ორი მიზეზი აქვს.
The program survived both public criticism and legal challenges in the 1970s, I believe, for two reasons.
127758.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
პირველ რიგში, გეგმა არ აწესებდა ხისტ კვოტებს სახელმწიფო კონტრაქტორებისთვის.
First, the plan did not impose rigid quotas on government contractors.
127759.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ნაცვლად ამისა, იგი კონტრაქტორებისგან ითხოვდა საკუთარი მიზნების დასახვას, რაც დამოკიდებული იყო ადგილობრივ სამუშაო ძალაში უმცირესობების ხელმისაწვდომობაზე.
Instead, it required contractors to set their own goals by examining the availability of minority workers in the local workforce.
127760.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
შემდეგში კი კონტრაქტორებს კეთილსინდისიერად უნდა მიეღოთ ზომები, რათა მიეღწიათ დასახული მიზნებისთვის.
Contractors then pledged to make good faith efforts to meet these goals.