მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127841.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ეს ნებართვა აზუსტებს პუნქტს, რომელიც სხვა შემთხვევაში კრძალავს დისკრიმინაციას სახელმწიფო სამსახურში.
This permission expressly qualifies a clause otherwise prohibiting discrimination in government employment.
127842.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
მეტიც, ინდოეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, „განსაკუთრებული ზრუნვით, ხელი შეუწყოს ხალხთა უფრო სუსტი სექციების - და, განსაკუთრებით, ყველაზე უფრო არახელსაყრელ პირობებში მყოფი კასტების საგანმანათლებლო და ეკონომიკურ ინტერესებს“.
Furthermore, India's constitution imposes a duty on the state to "promote with special care the educational and economic interests of the weaker sections of the people, and in particular, of the most disadvantaged castes".
127843.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
შესაბამისად, ინდოეთის კონსტიტუციით აშკარად ნებადართული და წახალისებულია აღმჭურველი ქმედება.
India's constitution thus unambiguously authorizes affirmative action and affirmatively encourages it.
127844.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
მართლაც, აღმჭურველი ქმედებისთვის ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის სურვილმა წარმოშვა კონსტიტუციის პირველი შესწორება 1951 წელს.
Indeed, a desire to ensure the legitimacy of affirmative action prompted the first amendment to India's Constitution in 1951.
127845.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ამ წლის აპრილში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „დათქმა“, ანუ კვოტა სტუდენტებისთვის, რომელსაც სახელმწიფო სამედიცინო სასწავლო დაწესებულებები გამოყოფდნენ სტუდენტებისთვის არახელსაყრელ პირობებში მყოფი კლასებიდან, რა დროსაც სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ასეთ დათქმებს ითვალისწინებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა ადგილებს საკანონმდებლო ორგანოში და სახელმწიფო სამსახურს.
In April that year, the Supreme Court of India struck down a "reservation" or quota for students from disadvantaged classes at a state-run medical school, noting that the constitution allowed such reservations only in allocating legislative seats or government employment.
127846.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ინდოეთის კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რომელიც იძლეოდა აღმჭურველი ქმედების განხორციელების შესაძლებლობას საგანმანათლებლო და სხვა კონტექსტებში.
India altered its constitution to permit affirmative action in education and other contexts.
127847.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
დღესდღეობით 15(4) მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ „კონსტიტუციის ანტიდისკრიმინაციული მუხლები არ უნდა იყოს განმარტებული იმგვარად, რომ სახელმწიფოს ხელი შეეშალოს ისეთი სპეციალური დებულების მიღებაში, რომლის მიზანიცაა სოციალურად ან განათლების მხრივ უკან მყოფი მოქალაქეების კლასების განვითარება“.
Article 15(4) now expressly provides that "nothing in [the constitution's anti-discrimination articles shall prevent the State from making any special provision for the advancement of any socially and educationally backward classes of citizens".
127848.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ეს პროგრამები ითვალისწინებდა ადგილების გამოყოფას საჯარო უნივერსიტეტებში ან სახელმწიფო თანამდებობებზე ინდოეთის ჩაგრული კასტების წევრებისთვის.
These programs reserve public university seats or government positions for members of India's disadvantaged castes.
127849.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
1963 წლიდან მოყოლებული არაერთ გადაწყვეტილებაში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ეს პროგრამები კონსტიტუციურად ცნო, თუმცა მათ ადმინისტრირებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
In a series of decisions dating back to 1963, India's Supreme Court has upheld the core constitutionality of these programs, although the court has imposed some constraints on their administration.
127850.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაადგინა 50 პროცენტიანი ზღვარი იმ ადგილების რაოდენობაზე, რომლებიც შესაძლოა, განკუთვნილი იყოს არახელსაყრელ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის.
Notably, the court placed a 50 percent ceiling on the number of positions that can be reserved for disadvantaged citizens.
127851.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ასეთი მაღალი ზღვარი შესაძლოა გასაკვირი აღმოჩნდეს დამკვირვებლებისთვის ისეთი სამართლებრივი სისტემებიდან, რომლებიც უფრო სკეპტიკურია აღმჭურველი ქმედების მიმართ.
A limit so high may appear startling to observers from legal systems more skeptical of affirmative action.
127852.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
1970 წლიდან, ინდოეთის აღმჭურველი ქმედების პროგრამები გაიზარდა როგორც გავრცელების გეოგრაფიული არეალის (პროგრამები უფრო მეტმა შტატმა მიიღო), ისე მასშტაბის (უფრო მეტი კლასი დაკვალიფიცირდა არახელსაყრელ პირობებში მყოფად) თვალსაზრისით.
Since 1970, India's affirmative action programs have expanded in both geographic scope (more states have adopted programs) and magnitude (more classes have been catalogued as disadvantaged).
127853.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ცენტრალურმა მთავრობამ უფრო ნელი ტემპებით დაუჭირა მხარი პრეფერენციებს, ვიდრე ზოგიერთმა შტატმა.
The central government was slower than some states to support preferences.
127854.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
თუმცა 1990 წელს პრემიერმინისტრმა ვ. პ. სინგმა გამოაცხადა, რომ იგი შემოიღებდა რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემული იყო 10-წლიანი მანდალის კომისიის ანგარიშში.
In 1990, however, Prime Minister V.P. Singh announced that he would carry out the expansive recommendations of the ten-year-old Mandal Commission Report.
127855.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
სამი წლის შემდეგ ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო ამ რეკომენდაციების უმრავლესობა და ცენტრალურმა მთავრობამ მათი იმპლემენტაცია დაიწყო.
Three years later, India's Supreme Court upheld the constitutionality of most of those recommendations and the central government began to implement them.
127856.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
აღმჭურველმა ქმედებამ (რომელსაც ხანდახან „კომპენსატორულ დისკრიმინაციას“ უწოდებენ) ინდოეთში თავისი წილი უთანხმოება წარმოშვა, რაც მოიცავდა ძალადობრივ წინააღმდეგობას.
Affirmative action (sometimes called "compensatory discrimination") has provoked its share of controversy, including violent resistance, in India.
127857.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
1968 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაღალ კასტას მიკუთვნებული და კარგი განათლების მქონე მოქალაქეები სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული დათქმის აშკარა მოწინააღმდეგეები იყვნენ.
A 1968 survey showed that high caste and highly educated citizens strongly opposed reservations in government employment.
127858.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
1990 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა სინგმა პირველად განაცხადა მანდალის კომისიის ანგარიშის იმპლემენტაციის შესახებ, ინდოეთში ბუნტი დაიწყო და წარმოქმნილმა პროტესტებმა, საბოლოოდ, სინგის მთავრობის დამხობაში შეიტანა წვლილი.
In 1990, when Prime Minister Singh first announced implementation of the Mandal Commission Report, riots erupted across India, and the protests contributed to the fall of Singh's government.
127859.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
ძალადობის უფრო იზოლირებულმა ეპიზოდებმა იჩინა თავი 1993 წელს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ კომისიის მიდგომა კონსტიტუციურად ცნო.
More isolated episodes of violence occurred after India's Supreme Court, in 1993, upheld the constitutionality of the Commission's approach.
127860.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე (ბენჯამინ ნ. კარდოზოს ლექცია)
თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, გარკვეულწილად, მოთოკა მოწინააღმდეგეები.
The judicial ruling, however, may have tempered opposition to some degree.