მოიძებნა 668043 ჩანაწერი
127921.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
ადამიანები ადარებენ აშკარად აღმაშფოთებელ ქცევას იმ ქცევას, რომელიც ადრე იმავე კატეგორიაში ხვდებოდა და არ ადარებენ სხვა შემთხვევებს, რომელთაც მსჯელობის მოსალოდნელი არათანმიმდევრულობისკენ მივყავართ.
People compare apparently outrageous behavior to behavior falling into the same category in which it is observed, and do not compare it to other cases, which leads to predictable incoherence in judgments.
127922.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
ეს არგუმენტები ეხება 2017 და 2018 წლების #MeToo მოძრაობას და სქესისა და რასის (ასევე რელიგიის და ეთნიკურობის) ნიშნით დისკრიმინაციის დამხობას (და კვლავ აღზევებას და კვლავ დამხობას).
These points bear on the #MeToo movement of 2017 and 2018 and the rise and fall (and rise again, and fall again) of discrimination on the basis of sex and race (and also religion and ethnicity).
127923.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
დავიწყებ ორი ამბით.
BEGIN WITH TWO TALES.
127924.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
1. 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც კოლუმბიის სამართლის სკოლაში მიწვეული პროფესორი ვიყავი, ჩემს სამუშაო ოთახთან ახლოს, დერეფანში გავლისას შევნიშნე სამართლის სტუდენტი (ქალი), რომელიც მასზე ასაკით უფროს სამართლის პროფესორს (კაცს) ესაუბრებოდა.
1. In the late 1980s, when I was a visiting professor at Columbia Law School, I happened to pass, in the hallway near my office, a law student (female) speaking to an older law professor (male).
127925.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
ჩემი გაკვირვება გამოიწვია პროფესორის ქცევამ - იგი სტუდენტის თმას ეფერებოდა.
To my amazement, the professor was stroking the student's hair.
127926.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
მომეჩვენა, თითქოს მას სახეზე ოდნავ ზიზღმა გადაურბინა. წამიერი ემოცია იყო.
I thought I saw, very briefly, a grimace on her face. It was a quick flash.
127927.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
„სრულიად მიუღებელი ქცევა იყო, ასე არ უნდა მოქცეულიყო“.
"That was completely inappropriate. He shouldn't have done that".
127928.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
მისი პასუხი მყისიერი და გულგრილი იყო: „არა უშავს, მოხუცი კაცია. მართლა არაა პრობლემა“.
Her response was immediate and dismissive: "It's fine. He's an old man. It's really not a problem".
127929.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
ოცდაათი წუთის შემდეგ ჩემი ოთახის კარზე კაკუნი გაისმა.
Thirty minutes later, I heard a knock on my door.
127930.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
ის სტუდენტი იყო.
It was the student.
127931.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
გაბრაზებული და აღშფოთებული იყო, ტიროდა.
She was angry, and she was outraged, and she was in tears.
127932.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
მითხრა, „სულ ასე იქცევა. საშინელებაა“.
She said, "He does this all the time. It's horrible".
127933.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
„ჩემი მეგობარი ბიჭი ფიქრობს, რომ ოფიციალური საჩივარი უნდა დავწერო, თუმცა არ მინდა ამის გაკეთება“.
"My boyfriend thinks I should make a formal complaint, but I don't want to do that".
127934.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
„გთხოვთ - არ მინდა ხმაურის ატეხვა. არ დაელაპარაკოთ არც მას და სხვასაც არაფერი უთხრათ“.
"Please – I don't want to make a fuss. Do not talk to him about it and do not tell anyone".
127935.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
2. 2015 წელს ჩემი სამართლის სკოლის სასადილოს გავლისას აფრო-ამერიკელი სტუდენტების ჯგუფმა შემაჩერა და მკითხა, „რას ფიქრობთ გერბზე?“
2. In 2015, I was walking through a cafeteria at my law school when a group of African American students stopped me to ask, "What do you think of the seal?"
127936.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
წარმოდგენა არ მქონდა, რაზე საუბრობდნენ.
I had no idea what they were asking about.
127937.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
თუმცა მეკითხებოდნენ ჰარვადის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გერბზე, რომელიც მონათმფლობელმა შექმნა.
But they were asking about the Harvard Law School seal, which had come from a slave-owner.
127938.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
გერბი სერიოზული ადგილობრივი აღშფოთების საგნად იქცა და რასობრივ საკითხებზე სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
The seal became the source of considerable local outrage and spurred student protests on a wide variety of race-related issues.
127939.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
2016 წელს იგი გაუქმდა.
It was eliminated in 2016.
127940.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, მზარდი აღშფოთება
ნაშრომის თემაა აღშფოთება, მისი ზრდა და ურთიერთკავშირი #MeToo-ს იდეასთან.
The topic here is outrage, its growth, and its relationship to the idea of #MeToo.