მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128621.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ მსგავსი ფორმისა და შინაარსის საქმიანობების აკრძალვა წარმოადგენს ღია ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის განუყოფელ ზოგად პრინციპს.
Prohibition of such actions represents one of the essential broad principles of an open economy and free competition.
128622.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, კონსტიტუცია იქვე შეიცავს დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ მონოპოლიური საქმიანობა შესაძლებელია დაშვებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
Furthermore, the Constitution also incorporates a provision according to which, monopolistic activity is permitted only in cases determined by the law.
128623.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს კანონმდებელს აქვს სრული დისკრეცია მონოპოლიური საქმიანობის დასაშვებად მიჩნევის კუთხით.
Although, this provision should not be interpreted as an implication, that the legislator has full discretion in determining the permissibility of a monopolistic activity.
128624.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კანონმდებლის მიერ კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების დასაშვებობა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი თანაზომიერების პრინციპის დაცვით ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება.
Allowing an activity that limits competition is permitted to a legislator only when it serves a legitimate public purpose and adheres to the principle of proportionality.
128625.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
66 აღნიშნული კი შესაძლოა, მაგალითად, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი კონკურენცია და თავისუფალ კონკურენციაზე დამყარებული ბუნებრივი საბაზრო პროცესი იმდენად ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს თანმხლები დადებითი ეფექტების მიღწევას, როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაში კონკურენციის შეზღუდვის ხარჯზე შეიძლება იქნეს მიღწეული;
This might happen when free competition and natural processes in the market based on free competition are not as successful in achieving a healthy competitive environment and its derivative positive effects, as, in specific cases, would be possible by limiting competition;
128626.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ან როდესაც ხდება კონკურენციის უმნიშვნელოდ შეზღუდვა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის შესაბამის ბაზარზე ეფექტიან კონკურენციას.
Or when the competition is limited in an insignificant way, without harming effective competition in the relevant market.
128627.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
5. ეკონომიკურ კონკურენციასთან მიმართებაში სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულები.
5. CONSTITUTIONAL OBLIGATIONS OF THE STATE WITH RESPECT TO COMPETITION.
128628.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
5.1. ზოგადი მიმოხილვა.
5.1. GENERAL OVERVIEW.
128629.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის ძირითად მიმართულებებს და უზრუნველყოფს თავისუფალი კონკურენციის, როგორც საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური ინსტიტუტის დაცვას.
As stated before, article 6 of the Constitution of Georgia defines the main directions of the economic order in the country and recognises free competition as the fundamental institute for market economy, while ensuring its protection.
128630.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა წინა თავში ასევე აღინიშნა, რომ მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა აყალიბებს კონსტიტუციის მე-6 მუხლში სახელმწიფოსთვის დაკისრებული თავისუფალი კონკურენციის განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სახეებისა თუ ფორმების ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებას.
However, it has been pointed out in the previous Chapter, that prohibition of monopolistic activities is one specific direction among the types and forms of actions that are to be undertaken within the scope of the state obligation of developing free competition.
128631.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, კონსტიტუციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები შესაძლებელია, კონსტიტუციის 26-ე მუხლში მოცემული მონოპოლიური საქმიანობის ამკრძალავი დათქმის გათვალისწინებით განისაზღვროს.
Accordingly, positive and negative obligations regarding promotion of free competition can also be defined while considering the prohibition of monopolistic activities, as prescribed under article 26 of the Constitution.
128632.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
5.2. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება.
5.2. POSITIVE OBLIGATIONS OF THE STATE.
128633.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თავისუფალ კონკურენციასთან მიმართებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლების ანალიზი მიზანშეწონილია დაიწყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, რომელშიც სასამართლო მსჯელობს მეწარმეობის თავისუფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებებზე.
It is reasonable to begin the analysis of the state’s positive obligations by discussing a specific judgment of the Constitutional Court, where it provided an overview of state obligations with respect to ensuring freedom of enterprise.
128634.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მეწარმეობის თავისუფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, „შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს“.
In particular, the Court noted that the freedom of enterprise obliges the state to "create such a normative environment, which encourages viable subjects and does not result in their expulsion from the market".
128635.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მეწარმეობის თავისუფლების მსგავსად, თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის კონსტიტუციური მოთხოვნაც ავალდებულებს სახელმწიფოს ისეთი საკანონმდებლო წესრიგის შექმნას, რომელიც ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე თავისუფალი კონკურენციის ჩამოყალიბებას, მის განვითარებასა და კონკურენციის ბუნებრივი პროცესის დაცვას უზრუნველყოფს.
Similar to freedom of enterprise, the constitutional provision regarding free competition obliges the state to create such a legislative order, which ensures the formation of free competition, its development and the protection of the natural process of competition.
128636.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საკანონმდებლო წესრიგი უნდა ქმნიდეს გონივრულ ბალანსს მეწარმეების, მომხმარებლების, სახელმწიფოსა და საზოგადობის ინტერესებს შორის და ამ ბალანსის საფუძველზე, ეფექტიანად ასრულებდეს იმ ფუნქციებსა და ამოცანებს.
The legal order should create a reasonable balance between the interests of entrepreneurs, consumers, state and the public, and, based on this balance, it should ensure effective performance of functions.
128637.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, თავისუფალი კონკურენციის განვითარებაზე ზრუნვა კონკურენციის ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესის სხვადასხვა სახის შეზღუდვისგან დაცვას გულისხმობს.
In addition, taking care of free competition implies protection of a healthy and natural process of competition from various restrictions.
128638.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუციის მე-6 მუხლიდან მომდინარე პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შექმნილმა ნორმატიულმა გარემომ კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვების პრევენცია და კონკურენციის დინამიკური პროცესის მუდმივი განვითარება უნდა უზრუნველყოს.
Within the scope of positive obligations under article 6 of the Constitution, the normative environment created by the state should prevent artificial obstacles to competition and should ensure the constant development of the dynamic process of competition.
128639.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც კონკურენციის პროცესს, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე საკუთრად ეკონომიკური აგენტებისაგან დაიცავს.
Accordingly, within the scope of its constitutional obligations, the state shall provide legislative mechanisms, protecting the process of competition both from state bodies and undertakings.
128640.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
წინამდებარე ნაშრომის პირველ თავში განხილული ეკონომიკური კონკურენციის ელემენტების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სხვადასხვა სასაქონლო და მომსახურების ბაზრის წარმოშობას, უზრუნველყოს ამ ბაზრებზე ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვება და, მათ შორის, ანტაგონისტური დამოკიდებულებისა თუ კონკურენციის მაქსიმალური ხარისხის მიღწევა.
In accordance with the elements of competition described in Chapter 1, the state is under the obligation to promote the formation of markets for goods and services, ensure the undertakings’ free access to this market and achieve a high degree of competition, - i.e. antagonistic relationship between undertakings operating therein.