მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128661.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, კონკურენციაზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შექმნილმა ნორმატიულმა გარემომ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების პრევენცია და მსგავსი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტებისათვის შესაბამისი სანქციის დაკისრება უნდა უზრუნველყოფდეს.
Accordingly, the normative environment created by the state within the scope of its positive obligation to take care of competition should ensure prevention of actions aiming to restrict competition among undertakings, as well as imposing sanctions on undertakings in case of engaging in such actions.
128662.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტი, რომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება ეკონომიკური აგენტების ნების ავტონომიის რეალიზაციის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, დაცულია სამეწარმეო თავისუფლებით.
It should also be noted that anticompetitive agreements represent one manner of limiting the realisation of autonomy of will of undertakings, which is protected under the freedom of enterprise.
128663.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „არ უნდა გამოირიცხოს ამ ნების ჩამოყალიბების პროცესში ჩარევა, როცა არის იმის რეალური საშიშროება, რომ სუბიექტი მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და იმოქმედებს სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციების საწინააღმდეგოდ“.
However, according to the definition of the Constitutional Court, "the interference within the formation of this will should not be excluded, when there is a real risk that a subject will abuse the entrusted entitlements and will act in contradiction to the traditions established in civil turnover".
128664.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
არ შეიძლება, რომ თავისუფალი ნება გახდეს არაეკვივალენტური, არათანაზომიერი და უსამართლო ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი, რაც გამოიწვევს ბრუნვის ტრადიციებისაგან მისი მონაწილეების გაუცხოებას და, იმავდროულად, ამით წინააღმდეგობაში მოვა აღიარებულ ზნეობრივ იმპერატივებთან.
It is inadmissible the free will should become the ground for the formation of non-equivalent, disproportionate and unfair relations which would cause the distancing of the participants from the traditions of turnover and would at the same time come in conflict with the acknowledged moral imperatives.
128665.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იმდენად, რამდენადაც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება წარმოადგენს საერთო სიკეთისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს და ქვეყნის ეკონომიკურ წესრიგს, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ განმარტებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების კონკურენციაზე ზრუნვის მიზნით დეტერმინირებული აკრძალვა წარმოადგენს ეკონომიკური აგენტების სამეწარმეო თავისუფლების გამართლებულ შეზღუდვას.
Given that anticompetitive agreements represent an action against common good and interests, which threatens a healthy competitive environment and the country’s economic order, it can be said that prohibiting actions distorting competition with the determination to take care of competition constitutes a justified restriction of the undertaking’s freedom of enterprise.
128666.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სამეწარმეო თავისუფლება ეკონომიკური კონკურენციის უმთავრესი საფუძველია.
Freedom of enterprise is the principal foundation of the competition.
128667.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა ეკონომიკური კონკურენციის დაცვა, თავის მხრივ, სამეწარმეო თავისუფლების ზღვარია იმდენად, რამდენადაც დაუშვებელია ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო თავისუფლებამ შეზღუდოს სხვა ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო თავისუფლება ან არათანაზომიერი და გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს მომხმარებელთა კეთილდღეობას.
However, protection of competition borders with freedom of enterprise insofar that it is unacceptable for the freedom of enterprise of one or several undertakings to limit this right for other undertakings or inflict disproportionate and unjustified harm to the wellbeing of consumers.
128668.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის მიხედვით, სამეწარმეო თავისუფლების გარანტირება არ დგას კონკურენციის განვითარების, კონკურენტული ბაზრების შექმნისა თუ თავისუფალი და ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების ინტერესებზე მაღლა.
Under article 6 (2) of the Constitution, guaranteeing the freedom of enterprise is not a value higher than the development of competition, formation of the competitive market or free and open economy.
128669.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი მიუთითებს ეკონომიკური აგენტების ვალდებულებაზე, კონსტიტუციით გარანტირებული სამეწარმეო თავისუფლება არ გამოიყენონ კონკურენციის შეზღუდვის მიზნით და ამ გზით არ შეაფერხონ თავისუფალი და ღია ეკონომიკის ჩამოყალიბებისა თუ განვითარების პროცესი.
This provision of the Constitution points to the obligation of undertakings not to use their constitutionally guaranteed freedom of enterprise for the purposes of distorting competition and, in this way, obstruct the process of formation or development of the free and open economy.
128670.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მეწარმეობის თავისუფლების გამოვლინებად შესაძლოა ჩაითვალოს ასევე ისეთი ქმედებები, როგორიცაა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და ეკონომიკურ აგენტებს შორის განხორციელებული კონკურენციისთვის საფრთხის შემქმნელი კონცენტრაციები.
Actions such as abuse of dominant position, unfair competition and such concentrations of undertakings that are threatening the competition can be regarded as the exercise of the freedom of enterprise.
128671.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებასთან ერთად, ყველა აღნიშნული ქმედება აკრძალულია როგორც ქართული, ისე მოწინავე დასავლური სახელმწიფოების კონკურენციის კანონმდებლობებით.
However, alongside the anticompetitive agreements, all the aforesaid actions are prohibited by the Georgian legislation, as well as that of leading Western countries.
128672.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ქართულ რეალობაში მსგავსი ქმედებების აკრძალვაც პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის ვალდებულებიდან.
In Georgian reality, this prohibition stems directly from the obligation to take care of competition under article 6 (2) of the Constitution.
128673.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა იცავს ბაზარს მომეტებული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების მიერ ისეთი ქმედებების განხორციელებისაგან, რომლებიც საფრთხის შემქმნელია ჯანსაღი კონკურენტული გარემოსთვის.
The prohibition of abuse of dominant position protects the market from such actions of subjects having market power, which are harmful for a healthy competitive environment.
128674.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მსგავსი საბაზრო პოზიციების მქონე სუბიექტების მიერ საკუთარი ძალაუფლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის შესაფერხებლად, ბაზრიდან მათ განსადევნად, პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერების შესაქმნელად, მომხმარებლებისთვის არასამართლიანი ფასების დასაწესებლად და ა.შ.
Subjects having such a market position might use their power to obstruct activities of competitor undertakings, foreclose them from the market, create market barriers for potential competitors, set unfair prices for consumers, etc.
128675.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამიტომ, თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც მოახდენს მომეტებული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების პრევენციას და მსგავსი ქმედებებისგან ეკონომიკური აგენტების, მომხმარებლებისა და მთლიანად კონკურენციის ჯანსაღი პროცესის დაცვას.
This is the reason why a state should, within the scope of its obligation to care about competition, create such a normative environment, which can prevent the occurrences of the abuse of dominant position by subjects having significant market power and protect undertakings, consumers and the process of healthy competition.
128676.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნულის შესაბამისად, როგორც ქართული ისე ევროპული და სხვადასხვა დასავლური ქვეყნის კონკურენციის სამართალი ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციისთვის საფრთხის შემქმნელი კონცენტრაციების კონტროლს ითვალისწინებს.
Taking this into account, Georgian and European competition law, as well as that of different Western states envisage the possibility to control concentrations which are harmful for competition.
128677.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონცენტრაცია წარმოადგენს ეკონომიკური აგენტების დაკავშირებას/გაერთიანებას შერწყმის ან სხვა საშუალებით.
Concentration is at hand when undertakings are linked/united by merger or other means.
128678.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, კონცენტრაციების შედეგად ხდება ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო ძალაუფლებათა გაერთიანება, რაც, ბუნებრივია, კონკურენციის ხარისხს ამცირებს.
Accordingly, concentrations result in combining the market power of undertakings operating in the market, which, obviously, decreases the degree of competition.
128679.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აქედან გამომდინარე, თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის შესანარჩუნებლად აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტრანზაქციების მარეგულირებელი სპეციალური ნორმების შემუშავება, რომელიც კონკურენციის პროცესისთვის საფრთხის შემცველი კონცენტრაციების პრევენციას უზრუნველყოფს.
Hence, in order to preserve free and healthy competition, it is important for the state to adopt special norms regulating such transactions, which will be aiming to prevent concentrations harmful for the process of competition.
128680.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მომხმარებელთა და მეწარმე სუბიექტთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით აუცილებელია, კონკურენციის პროცესი მიმდინარეობდეს სამართლიანი თამაშის წესებით და ამ პროცესში გამორიცხული იყოს ეკონომიკური აგენტების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ზიანს აყენებს კონკურენტის ინტერესებს.
For the purposes of protecting interests of consumers and entrepreneurs, the process of competition should follow fair rules of the game and there should be no place for undertakings’ actions against good faith, which are contrary to work ethics and harms interests of competitors.