მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128681.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, აუცილებელია, რომ კონსტიტუციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კონკურენციაზე ზრუნვის ვალდებულების ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ კონკურენციისთვის ზიანის მომტანი არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა წარმოადგენდეს.
Thus, it is necessary for one of the main directions of taking care of free competition under article 6 to be the prohibition of bad faith actions, which are harmful for the competition.
128682.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოსთან არათავსებადი კონცენტრაციების აკრძალვა კონკურენციაზე ზრუნვის ვალდებულების ფარგლებში ეკონომიკური აგენტებისგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის ძირითად მექანიზმებს წარმოადგენს.
Accordingly, it can be stated that prohibitions regarding anticompetitive agreements, abuse of dominant position, unfair competition and concentrations that are incompatible with healthy competitive environment represent the principal mechanism for preventing threats stemming from undertakings, within the scope of the state obligation to take care of competition.
128683.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შესაძლოა საფრთხე შეექმნას არა მხოლოდ კერძო ინდივიდების, არამედ სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანოების მხრიდანაც.
However, as noted above, a healthy competitive environment can be threatened not only by private individuals, but particularly by executive bodies of the government as well.
128684.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამიტომ, კონსტიტუციის მე-6 მუხლიდან მომდინარე, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი საკანონმდებლო წესრიგის შექმნა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის პრევენციასაც მოახდენს.
Thus, under the positive state obligation stemming from article 6 of the Constitution, the legislature shall provide such a legislative order, which will be able to prevent distortion of competition by various administrative bodies.
128685.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკრეტული ეკონომიკური აგენტის ან ეკონომიკური აგენტების ჯგუფისათვის სახელმწიფო რესურსების ხარჯზე გარკვეული ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება არღვევს ბაზარზე არსებულ ბუნებრივ მდგომარეობას და ეკონომიკურ აგენტთა ნაწილს უზრუნველყოფს ხელოვნური მატერიალური სარგებლით, რომელსაც იგი ვერ მიიღებდა ბუნებრივი განვითარების პირობებში.
Providing advantages to specific undertaking or a group of undertakings at the expense of government resources distorts the natural state of the market and provides artificial benefits to one part of undertakings, the achievement of which would have been impossible for this undertaking within the course of natural development.
128686.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მსგავსი ქმედება კონკურენციის სამართალში ცნობილია სახელმწიფო დახმარების სახით, რომელიც გულისხმობს „სახელმწიფოს მიერ კონკრეტული ეკონომიკური აგენტის ან კონკრეტული სახის საქმიანობისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭებას“.
Such an approach is known in competition law as state aid, which implies "giving selective economic advantage by a state to a specific undertaking to a specific kind of activity".
128687.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საფრთხე შეიძლება შეიქმნას გარკვეული უფლების ეკონომიკური აგენტისათვის ექსკლუზიური გადაცემით, სახელმწიფო შესყიდვებისას კონკურენციისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევით და ა.შ.
Besides, a threat posed by administrative bodies can also be created when undertakings are granted certain rights exclusively with respect to public procurement, in breach of competition, equality, etc.
128688.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი მსგავსი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას ისახავს მიზნად, რომელიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უკრძალავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
Article 10 of the Law "On Competition" intends to perform such constitutional obligations, by barring the government as well as the bodies of autonomous republics and local self-government from carrying out activities which obstruct the development of free entrepreneurship and competition.
128689.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ქვეყანაში კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ასევე სახელმწიფო შესყიდვები წარმოადგენს.
Another important direction for ensuring competitive environment in the country is the area of public procurement.
128690.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო მმართველობით ფუნქციას წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება სამეწარმეო სუბიექტებისთვის ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების, კანონიერი სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფაზე“.
It, as stated by the Supreme Court of Georgia, "represents one of the most important functions related to public governance, and its legal consequences have an impact on creating a healthy competitive environment for entrepreneurial subjects, development of market economy, and ensuring lawful and fair civil circulation".
128691.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მე-6 მუხლი ასევე განაპირობებს თავისუფალი კონკურენციის პრინციპის უზრუნველყოფას სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში.
Precisely for this reason, article 6 of the Constitution also requires ensuring the principle of free competition in the context of public procurement.
128692.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალ კონკურენციასთან მიმართებაში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, შექმნილმა ნორმატიულმა გარემომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების თავსებადობა თავისუფალ საბაზრო წესრიგთან.
In the light of the foregoing, it can be stated that the normative environment created by the state within the scope of its positive obligations regarding free competition should, on one hand, ensure the compatibility of executive bodies’ actions with the free market order.
128693.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მეორე მხრივ, უნდა გამორიცხოს საკუთრად მეწარმე სუბიექტების მიერ კონკურენციის შემზღუდველი სხვადასხვა სახის ქმედება.
On the other hand, it should eliminate different actions aiming to distort competition undertaken particularly by undertakings with the intent to distort competition.
128694.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით შექმნილი სპეციალური კანონმდებლობა უნდა ემსახურებოდეს ბაზარზე არა სახელმწიფოს ან ცალკეული ეკონომიკური აგენტების, არამედ მხოლოდ კონკურენციის ბუნებრივი პროცესისა და მისგან მომდინარე კონკურენტული წნეხის ბატონობას.
Accordingly, special legislation created with the intention to protect free competition shall not serve the purpose of state or undertakings’ hegemony, but rather that of the pressure stemming from the natural process of competition.
128695.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თავისუფალ კონკურენციასთან მიმართებაში, კონსტიტუციიდან მომდინარე, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში შექმნილი ნორმატიული გარემო უნდა უზრუნველყოფდეს, ერთი მხრივ, ეკონომიკური აგენტების ხელში არსებული სხვადასხვა მასშტაბის საბაზრო ძალაუფლებას;
A normative environment created by the state within the scope of its positive constitutional obligations with respect to free competition should ensure that, on the hand, undertakings possess different scales of market power;
128696.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მეორე მხრივ, მსგავს საბაზრო ძალაუფლებასა და სახელმწიფო ორგანოების ხელში თავმოყრილი სხვადასხვა ადმინისტრაციულ/ფინანსურ რესურსებს შორის იმგვარი ბალანსის მიღწევას, რომელიც არ დაუშვებს ბაზარზე სახელმწიფოს ან ეკონომიკური აგენტის/აგენტების ბატონობას და ბაზრის მართვის სადავეებს მთლიანად კონკურენციის ჯანსაღ, ბუნებრივ პროცესს დაუქვემდებარებს.
On the other hand, administrative/financial resources concentrated in hands of state organs shall be balanced in such a way that would prevent the hegemony of a state or undertaking(s) over the market, and that would ensure that the market is entirely governed by a healthy and natural process of competition.
128697.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების აღნიშნული ელემენტების გათვალსიწინებით, შესაბამისი ნორმატიული გარემოს ჩამოყალიბების უმთავრეს გამოვლინებას კი ქვეყანაში კონკურენციის სპეციალური კანონმდებლობის არსებობა წარმოადგენს.
Considering these elements of the positive state obligation to take care of free competition, creating a relevant normative environment is possible through enacting special legislation on competition.
128698.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენციის კანონმდებლობა ქმნის საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების უმთავრეს საფუძველს.
Competition laws create the principal grounds for the formation and development of market economy.
128699.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მან უნდა უზრუნველყოს კონკურენციის თავისუფლება და უკვე არსებული საბაზრო ძალაუფლება უნდა შეზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი აფერხებს ან არსებობს საფრთხე, რომ იგი შეაფერხებს ჯანსაღი კონკურენციის პროცესს და ზიანს მიაყენებს ამ პროცესთან დაკავშირებულ ბაზრის ეფექტიანობას.
They should ensure free competition and should limit already existing market powers in cases where the latter obstruct or might possibly obstruct the process of healthy competition and inflict harm upon efficiency of the market related to this process.
128700.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამიტომ არსებობს საქართველოში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან ავტონომიური ხელისუფლების ორგანოების, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური აგენტების მხრიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია.
This is the reason why Georgian legislation has adopted the Law "On Competition", which is aiming to prevent threats stemming, on one hand, from the government and bodies of local self-governments or autonomous republics, and, on the other hand, - from undertakings.