მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128701.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამ მიზნით, იგი ითვალისწინებს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოსთან არათავსებადი კონცენტრაციების ამკრძალავ ნორმებს.
It prescribes the norms prohibiting agreements distorting competition, abuse of the dominant position, unfair competition and concentrations that are incompatible with the healthy competitive environment.
128702.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის პრევენციაზე ზრუნავს სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი და სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან ავტონომიური ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების მარეგულირებელი ნორმები.
Provisions barring bodies of government, local selfgovernment and autonomous republics from engaging into activities distorting competition take care of the prevention of obstructing competition by government bodies.
128703.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულება ასევე გულისხმობს კონკურენციის კანონმდებლობაში მოცემული ზემოთ აღნიშნული ნორმების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმებით აღჭურვილი სპეციალური ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის აუცილებლობასაც.
In addition, the positive obligation to take care of competition also implies the necessity of a specialised administrative body, equipped with effective mechanisms in order to execute the said norms.
128704.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
5.3. სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება.
5.3. NEGATIVE OBLIGATIONS OF THE STATE.
128705.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თავისუფალი კონკურენციის დაცვის კონსტიტუციური გარანტიიდან მომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო დონეზე ისეთი ქმედებებისა თუ ღონისძიებების განხორციელებისაგან თავის შეკავებას, რომელიც კონკურენციის ბუნებრივ პროცესში ხელოვნურ ჩარევას და ამ პროცესის ბუნებრივი განვითარების რაიმე ფორმით შეფერხებასა თუ ხელყოფას წარმოადგენს.
Negative obligations stemming from the constitutional guarantee for the protection of free competition imply abstaining from legislative actions or measures, which would amount to artificial interference within the natural process of competition and would obstruct the process of its natural development.
128706.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში კი განხილული იქნება სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების დარღვევის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინება - კონკურენტული თანასწორუფლებიანობის დარღვევა და ბაზარზე შესვლის ბარიერების დაწესება.
This paper will touch upon two of the most important violations of the state’s negative obligations – the breach of competitive equality and imposing barriers for entering the market.
128707.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენციაზე ზრუნვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს კონკურენტული თანასწორუფლებიანობის დაცვა წარმოადგენს.
One of the most important aspects of taking care of competition is the protection of competitive equality.
128708.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაშიც ეკონომიკურ აგენტებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფა თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციური პრინციპის გარანტად მიიჩნევა.
Under the case-law of the Supreme Court of Georgia, ensuring equality among undertakings is regarded as the measure for the promotion of free entrepreneurial activities and the guarantee of the constitutional provision regarding free competition.
128709.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი განმარტავს, რომ „სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ეკონომიკური აგენტებისათვის არათანაბარი პირობების შექმნისაგან...“
The Constitutional Court noted that the "state is obliged to abstain from creating unequal conditions for undertakings".
128710.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა კონკურენტული თანასწორუფლებიანობაც გარკვეული სპეციფიკურობით გამოირჩევა.
However, competitive equality is characterised by certain specificities.
128711.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კერძოდ, კონკურენტული თანასწორუფლებიანობა გულისხმობს ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის თანასწორ მოპყრობას.
In particular, it implies equal treatment of not only undertakings operating on the market, but potential undertakings as well.
128712.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სხვაგვარად რომ ითქვას, შესაბამის ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები მიჩნეულ იქნენ თანასწორ სუბიექტებად;
To put it otherwise, for the purposes of ensuring effective competition on the market, it is essential that undertakings be considered as equal;
128713.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე არ მოახდინოს მსგავს სუბიექტებს შორის კონკურენტული თანასწორობის დარღვევა.
While performing its negative obligations under article 6 of the Constitution, the state should not create a legislative basis that can breach competitive equality of similar subjects.
128714.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სახელმწიფოს ჩარევა ასევე შეიძლება გამოიხატებოდეს არა მარტო რომელიმე ეკონომიკური აგენტისათვის უპირატესობის მინიჭებაში, არამედ მისი საბაზრო პოზიციების გაუარესებაში.
State interference might be at hand not only in cases where undertakings are given an advantage, but also where market position of a given undertaking is worsened.
128715.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ქმედებამ შესაძლებელია, არათანაზომიერად შეზღუდოს შესაბამის ბაზარზე მოქმედი რომელიმე ეკონომიკური აგენტის უფლებები ან შეაფერხოს მისი სამეწარმეო საქმიანობა, რითაც გაუარესდება მისი საბაზრო პოზიციები, რის შედეგადაც, სხვა ეკონომიკური აგენტები მიიღებენ კონკურენტულ უპირატესობას.
State actions might disproportionately limit rights of an undertaking operating within the relevant market, or they might obstruct its entrepreneurial activities, which subsequently results in worsening the market position of a particular undertaking, thereby giving other undertakings a competitive advantage.
128716.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, კონკურენტული თანასწორობის დარღვევას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ორ შემთხვევაში:
Accordingly, the breach of competitive equality might occur in two cases:
128717.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
1) როდესაც სახელმწიფო რომელიმე ეკონომიკურ აგენტს ან ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფს ანიჭებს გარკვეულ უპირატესობას, რომელიც მას, მის კონკურენტებთან შედარებით, უკეთეს საბაზრო პირობებს უქმნის;
1) When a state gives an undertaking or a group of undertakings certain advantages, thereby creating more favourable conditions for them as compared to their competitors;
128718.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
2) როდესაც სახელმწიფო რომელიმე ეკონომიკურ აგენტს ან ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფს, კონკურენტებთან შედარებით, უარეს საბაზრო პირობებს უქმნის.
2) When a state creates disadvantageous conditions for one undertaking or a group of undertakings as compared to their competitors.
128719.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენტულ თანასწორუფლებიანობასთან მიმართებაში სახელმწიფოს ქმედების შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებითად თანასწორი ეკონომიკური აგენტების იდენტიფიცირება.
When examining state actions with respect to competitive equality, it is important to identify undertakings that are substantially equal.
128720.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შემდეგ კი უნდა დადგინდეს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონკრეტული საკანონმდებლო მოწესრიგება ხომ არ ანიჭებს რომელიმე მათგანს შერჩევითად რაიმე სახის უპირატესობას ან ხომ არ ზღუდავს რომელიმე მათგანის საბაზრო პოზიციებს.
Afterwards, it should be examined whether a given legislative regulation provides a selective advantage to one of them, or whether it limits market positions of these undertakings.