მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128721.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ორივე შემთხვევაში სახეზე იქნება სახელმწიფოს ხელოვნური ჩარევა ბუნებრივ საბაზრო პროცესში, რაც ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული თანასწორუფლებიანობისა და წონასწორობის დარღვევით, ზიანს აყენებს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს.
In both cases, state interference within the natural market process will be at hand, which is in breach of competitive equality of undertakings and harms the healthy competitive environment by destroying the equilibrium.
128722.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, კონკურენციის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების შემდგომ მნიშვნელოვან გამოვლინებას ბაზარზე შესვლის გაუმართლებელი ბარიერების დაწესებისაგან თავის შეკავება წარმოადგენს.
Accordingly, for the purposes of performing negative obligations with respect to the development of competition, it is also important to abstain from creating barriers for market entry.
128723.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონკურენციის თავისუფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს გაუმართლებელი ბარიერების დაწესებისაგან.
According to the Constitutional Court of Georgia, free competition ensures the protection against unjustified obstacles.
128724.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამ კუთხით, ლიტერატურაში განასხვავებენ ფინანსურ-ტექნიკურ და ინსტიტუციონალურ ბარიერებს.
In this regard, scholarly works distinguish – financial/technical and institutional barriers.
128725.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ეკონომიკურ კონკურენციასთან მიმართებაში სახელმწიფოს ნეგატიური კონსტიტუციური ვალდებულების კონტექსტში ფინანსურ-ტექნიკურ ბარიერად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ბაზარზე შესასვლელად აუცილებელი წინასწარი ფინანსური კაპიტალის ქონის ან გარკვეული ტექნიკური წინაპირობების დაკმაყოფილების აუცილებლობის დაწესება.
In the context of negative state obligations related to competition, setting forth the requirement to have a certain amount of capital for market entry or specific technical preconditions might be regarded as technical obstacles.
128726.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ხოლო ინსტიტუციონალური ბარიერის ქვეშ შესაძლოა, მოაზრებულ იქნეს ეკონომიკური აგენტის რეგისტრაციის სირთულე, ან კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის ნებართვის ან ლიცენზიის დაწესება და ა.შ.
As for institutional obstacles, - they might be at hand where some difficulties arise with respect to registration of an undertaking, or where permission or license is required for carrying out certain activities, etc.
128727.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თავისუფალი კონკურენციის დაცვის კონსტიტუციური გარანტიიდან მომდინარე სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებასთან მიმართებით აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე;
With regards to the negative obligation of the State derived from the constitutional guarantee of safeguarding free competition, it is essential to point out a judgment of the Constitutional Court of Georgia;
128728.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იგი შეეხებოდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა არ ვრცელდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.
It dealt with the provision in the Law "On State Procurement" stating, that the State Procurement legislation was not applicable to the public procurement by a contracting authority of postal and courier services of the LLC Georgian Post.
128729.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სწორად მიიჩნია აღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურად და გამოაცხადა იგი ძალადაკარგულად.
With this Judgment the Constitutional Court of Georgia correctly declared the existing provision unconstitutional and invalidated it.
128730.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემურია ის არგუმენტაცია და საფუძვლები, რომელთა შესაბამისადაც მივიდა საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე.
However, the argumentation and the grounds which the Constitutional Court used to reach the conclusion are problematic.
128731.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დახმარება არის კონკურენციის სამართლის ფარგლებში არსებული სამართლებრივი ინსტიტუტი და არა კონსტიტუციურსამართლებრივი კატეგორია.
It is primarily noteworthy, that State Aid is a legal institute within the competition law, and it is not constitutional-law category.
128732.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, სახელმწიფო დახმარების საფუძველზე საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება ვერ იქნება მიზანშეწონილი.
Therefore, assessing the constitutionality of legal provisions based on state aid cannot be appropriate.
128733.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო დახმარებასთან მიმართებით სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ სახელმწიფო დახმარების გაცემის თანაზომიერი რეგულირებით, რომელიც შესაბამისი ნორმატიულ გარემოს შექმნასთან დაკავშირებულ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.
As mentioned above, constitutional obligation of the State with regards to the state aid is bound by proportional regulation of issuing state aid, which is positive obligation of the State to create relevant normative environment.
128734.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განხილული შემთხვევა წარმოადგენს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებების დარღვევის კლასიკურ მაგალითს.
The instance discussed by the mentioned case is classic example of violating state negative duty.
128735.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სახელმწიფო, ერთი მხრივ, ხელყოფს ბაზარზე არსებულ და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტულ თანასწორუფლებიანობას შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გაუმართლებელი და არაპირდაპირი შეღავათების დაწესებით, რაც სატენდერო პროცედურების გარეშე შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საფოსტო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობაში გამოიხატა.
The State, on the one hand, infringes the competitive equality of the existing and potential undertakings on the market by granting unjustified and indirect privileges to the Ltd Georgian Post, which was expressed in the ability of providing postal services without tender procedures to contracting authorities.
128736.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ასევე, აღნიშნული ჩანაწერი, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საფოსტო მომსახურების შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებს უწესებდა და ამ ბაზრიდან გამორიცხავდა შპს „საქართველოს ფოსტის“ კონკურენტებსა და პოტენციურ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს.
This provision also imposed barriers to postal service-providers from entering relevant market and excluded from such market the competitors and potential competing undertakings of the Ltd Georgian Post.
128737.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამდენად, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დაარღვია ნეგატიური კონსტიტუციური ვალდებულება და საკანონმდებლო დონეზე თავი არ შეიკავა ისეთი ქმედებისა თუ ღონისძიების განხორციელებისაგან, რომელიც კონკურენციის ბუნებრივ პროცესში ხელოვნურ ჩარევას და ამ პროცესის ბუნებრივი განვითარების შეფერხებასა თუ ხელყოფაში იქნა გამოხატული.
Therefore, the State violated its negative constitutional obligation and did not abstain on a legislative level from the act or event, which would manifest into artificial interference and hindrance or encroachment of the natural development of this process.
128738.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც არაერთხელ აღინიშნა, კონკურენციის პროცესის უმთავრეს მახასიათებელს მისი დინამიკური ხასიათი წარმოადგენს.
As stated before, the principal characteristic of the competition process is its dynamic nature.
128739.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, კონკურენციის პროცესის მუდმივი განვითარებისა და მისი დინამიკურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ეკონომიკურ აგენტებს ჰქონდეთ ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე თავისუფლად შესვლისა და საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
Accordingly, in order to ensure constant development of this process and to preserve its dynamic nature, it is important for undertakings to have the ability to freely enter and operate in the relevant market within the country.
128740.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მსგავსი შესაძლებლობა კი შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებისმიერი ბარიერით, რის შედეგადაც რთულდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება შესაბამის ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლა.
This ability might be restricted by any obstacle set forth by the state, which results in difficulty or impossibility for new undertakings to enter the relevant market.