მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128741.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
6. თავისუფალ კონკურენციასთან მიმართებაში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების საფუძვლები.
6. GROUNDS FOR EXAMINING CONSTITUTIONALITY OF NORMS WITH RESPECT TO FREE COMPETITION.
128742.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, აუცილებელია, განისაზღვროს ის კონსტიტუციური დათქმები, რომლებთან მიმართებაშიც იქნება შესაძლებელი კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდოა, რომ ადგილი აქვს თავისუფალ კონკურენციასთან მიმართებაში არსებული ვალდებულების დარღვევას.
Accordingly, it is important to identify constitutional provisions, with respect to which it will be possible to examine constitutionality of a specific norm in cases where there is an alleged breach of obligations related to free competition.
128743.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმარტების მიხედვით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში დაშვებულია კონკრეტული ნორმის კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპთან მიმართებაში გადამოწმების შესაძლებლობა.
Based on one of the most important definitions provided by the Constitutional Court, assessing the constitutionality of the norm with respect to the constitutional principle of free competition is admissible.
128744.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნულ განმარტებაში სწორად აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო, რომ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება ვერ იქნება შესაძლებელი განკერძოებულად კონსტიტუციის მხოლოდ მე-6 მუხლთან მიმართებაში.
In this definition, the Constitutional Court rightly pointed out that assessing constitutionality of the norm only with respect to article 6 of the constitution was impossible.
128745.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც აღინიშნა, ამ შემთხვევაში კონკურენციის თავისუფლება ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტს და ზოგად კონსტიტუციურ პრინციპს წარმოადგენს.
As mentioned, in this case, free competition is one of the foundations of the economic order in the country as well as the general constitutional principle.
128746.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აქედან გამომდინარე, ეკონომიკური კონკურენციის ჭრილში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება აუცილებლად მოითხოვს კონსტიტუციის კონკრეტულ დამცავ დათქმასთან კავშირის დადგენას.
Accordingly, examining constitutionality of the norm in the context of competition requires linking it with other constitutional provisions.
128747.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული კავშირის დადგენა კი იმ ფუნქციების მხედველობაში მიღებით უნდა მოხდეს, რომლებსაც თავისუფალი კონკურენცია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ასრულებს.
The said link should be established while considering those functions that are performed by free competition within the scope of the country’s economic life.
128748.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ეკონომიკური კონკურენციის ფუნქციები უკვე განხილულ იქნა წინამდებარე ნაშრომის მეორე თავში და ამ ფუნქციების ანალიზის შედეგად აშკარაა, რომ თავისუფალ კონკურენციასთან დაკავშირებული დადებითი ეფექტებითა თუ სიკეთეებით სარგებლობენ როგორც მეწარმეები, ისე მომხმარებლები.
Functions of competition have already been discussed in Chapter 2 of this paper and, as a result of the analysis of these functions, it is evident that positive effects stemming from free competition are benefiting not only entrepreneurs, but also consumers.
128749.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მეწარმეობის თავისუფლებისა და მომხმარებელთა უფლებების დამცავ კონსტიტუციურ დათქმებს კი კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცავს.
Constitutional provisions regarding the protection of freedom of entrepreneurship and consumers’ rights are enshrined in article 26 (4) of the Constitution.
128750.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული შინაარსობრივი კავშირი მეტყველებს, რომ მეწარმეობის თავისუფლებითა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული დათქმებით დაცული სფეროს გარკვეული ნაწილი ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის საფუძვლად არსებული თავისუფალი კონკურენციის ფუნქციების შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
The said connection from the point of view of the context points to the fact that certain aspects of spheres protected under freedom of substantially equal and consumers rights shall be defined in accordance with functions of competition, that is the foundation of the country’s economic order.
128751.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მეწარმეობის თავისუფლების ერთ-ერთ ასპექტს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენს.
One of the aspects of freedom of enterprise is the possibility to engage into entrepreneurial activities in a healthy competitive environment.
128752.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იგი კონსტიტუციის მე-6 მუხლთან ერთობლიობაში თითოეულ მეწარმე სუბიექტს აძლევს უფლებას, საკუთარი საქმიანობა ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში განახორციელოს.
This, in conjunction with article 6 of the Constitution, gives every entrepreneur the right to carry out its activities in a healthy competitive environment.
128753.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამ კუთხით, მომხმარებლების უფლება გულისხმობს, ჯანსაღი და ეფექტიანი კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბებულ მინიმალურ ფასად მიიღოს მაქსიმალური ხარისხის პროდუქტი და ისარგებლოს თავისუფალ კონკურენციასთან დაკავშირებული სხვა სიკეთეებით.
In this regard, consumer’s rights consist of the possibility of receiving products of high quality for the minimal price set as a result of effective competition, as well as to benefit from other goods produced as a result of free competition.
128754.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, კონკურენციის თავისუფლებასთან მიმართებაში კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობა შესაძლოა შეფასდეს როგორც მეწარმეობის თავისუფლების, ისე მომხმარებელთა უფლებების დამცავი კონსტიტუციური დათქმების ფარგლებში.
Accordingly, in the context of competition, constitutionality of a given norm can also be assessed with respect to freedom of entrepreneurship as well as provisions ensuring the protection of the consumers’ rights.
128755.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუციის მე-6 მუხლი აყალიბებს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებული მეწარმეობის თავისუფლებისა და მომხმარებელთა უფლებების შინაარსის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.
Article 6 of the Constitution encompasses part of the freedom of enterprise and consumers’ rights guaranteed under article 26 of the Constitution.
128756.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული კი გულისხმობს, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლებისა და მომხმარებელთა უფლებით დაცული სფერო მოიცავს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების და მომხმარებლების მიერ ეფექტიანი კონკურენციიდან მომდინარე სიკეთეებით (დაბალი ფასი, მაღალი ხარისხი, მეტი არჩევანი და ა.შ.) სრულად სარგებლობის შესაძლებლობას.
This means that the freedom of enterprise and consumers’ rights imply carrying out entrepreneurial activities in a healthy competitive environment as well as providing customers with benefits stemming from effective competition (low price, high quality, more choice, etc.).
128757.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამდენად, კონკურენციის განვითარებასთან დაკავშირებული სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების დარღვევა უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევად.
Hence, the breach of negative and positive state obligations with respect to free competition should also be deemed as an interference within the sphere protected under article 26 (4).
128758.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, ეკონომიკურ მმართველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა შესაბამის ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის ცვლილებას ახდენს და, ამ კუთხით, იგი შესაძლოა, ასევე მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევად.
In addition, legislation regarding economic governance alters competitive conditions of the market, and, in this regard, it can also be deemed as an interference within the rights protected under article 26 (4) of the Constitution.
128759.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
გარდა ამისა, კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის შესაბამისად, კანონმდებლობით, მონოპოლიური საქმიანობის დაშვებაც წარმოადგენს ამავე მუხლით დაცულ სფეროში (მეწარმეობის თავისუფლება, მომხმარებელთა უფლებები) ჩარევას.
Besides, in accordance with exceptions from article 26 (4), enabling monopolistic activities at the legislative level also constitutes interference within the rights protected under this article (freedom of enterprise, consumers’ rights).
128760.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, მონოპოლიური საქმიანობის დაშვებამაც კონკრეტულ შემთხვევაში იგივე ტესტი უნდა გაიაროს, რაც კონკურენციის თავისუფლებაში სხვა სახის ჩარევებმა.
Hence, monopolistic activities shall also undergo the same test as other types of interference within free competition.