მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130461.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეორე პრობლემაა ის, რომ ერთმა მიზეზმა შეიძლება რამდენიმე შედეგთან მიგვიყვანოს.
The second problem is that a single cause may lead to several effects.
130462.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ითვლება, რომ თუ ბავშობაში ადამიანს მშობლის სიყვარული აკლია, ეს მას ანტისოციალური ქცევის, სუიციდის, დეპრესიული აშლილობისა და სხვა სახის დარღვევებისაკენ განაწყობს.
For example, being deprived of parental affection in childhood has been reported to predispose to antisocial behaviour, suicide, depressive disorder, and several other disorders.
130463.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პირიქით, რამდენიმე მიზეზემა შეიძლება ერთი შედეგი გამოიწვიოს.
Conversely, a single effect may arise from several causes.
130464.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, დასწავლის დარღვევა (ერთი შედეგი) შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ბავშვს, მაგრამ თითოეული ბავშვის შემთხვევაში მიზეზი შეიძლება განსხვავებული გენეტიკური ანომალია იყოს.
For example, learning disability (a single effect) may occur in several children, but the cause may be a different genetic abnormality in each child.
130465.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ან კიდევ, ერთი ადამიანის დეპრესიული აშლილობა (ერთი შედეგი) შეიძლება მრავალ სხვადასხვა მიზეზთა (გენეტიკური ფაქტორები, ბავშვობისდროინდელი უარყოფითი გამოცდილება, სტრესი ზრდასრულ ცხოვრებაში) კომბინაციით იყოს განპირობებული.
On the other hand, depressive disorder (a single effect) may occur in one individual through a combination of causes, such as genetic factors, adverse childhood experiences, and stressful events in adult life.
130466.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
არაპირდაპირი მექანიზმები.
Indirect mechanisms.
130467.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მესამე პრობლემა ისაა, რომ ეტიოლოგიური ფაქტორები ფსიქიკური აშლილობების განვითარებაზე იშვიათად ახდენს პირდაპირ გავლენას.
The third problem is that aetiological factors rarely exert their effects directly on the development of the mental disorders.
130468.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამგვარად, ეტიოლოგიური ფაქტორების გავლენა, ჩვეულებრივ, რთული მექანიზმებითაა გაშუალებული, რომლებიც შესწავლასა და გაგებას საჭიროებს.
Thus aetiological effects are usually mediated through complex mechanisms, which also need to be investigated and understood.
130469.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ცალკეული ფსიქიკური აშლილობა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული.
A single psychiatric disorder may result from several causes.
130470.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამიტომ საჭიროა მიზეზების კლასიფიკაციის სქემის შედგენა.
For this reason a scheme for classifying causes is required.
130471.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ერთერთი მოსახერხებელი გზა მიზეზების ქრონოლოგიური კლასიფიკაციაა.
A useful approach is to classify causes chronologically.
130472.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პრედისპოზიციური ფაქტორები.
Predisposing factors.
130473.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგიერთი ფაქტორი ცხოვრების ადრეულ პერიოდშივე იწყებს მოქმედებას და განსაზღვრავს პიროვნების მოწყვლადობას იმ მიზეზების მიმართ, რომლებიც დროის თვასაზრისით ახლოსაა ავადმყოფობის დაწყებასთან.
Some fators are operating from early in life, that determine a person’s vulnerability to causal factors acting close to the time of the illness.
130474.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს ფაქტორებია გენეტიკური მემკვიდრეობა, ჩანასახის გარემო და ასევე, ჩვილობასა და ადრეულ ასაკში პიროვნების განვითარებაზე მოქმედი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.
They include genetic endowment and the environment in utero, as well as physical, psychological, and social factors in infancy and early childhood.
130475.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ხშირად, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების აღსაწერად (მისი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში) გამოიყენება ტერმინი „კონსტიტუცია“.
The term "constitution" is often used to describe the mental and physical make-up of a person at any point in their life.
130476.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს მახასიათებლები იცვლება დროთა განმავლობაში შემდგომი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
This make-up changes as life goes on under the influence of further physical, psychological, and social influences.
130477.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოცემულ წიგნში მეორე დეფინიციაა ნაგულისხმევი.
This second usage is adopted in this book.
130478.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
კონსტიტუციის ცნებაში ჩადებულია ის აზრი, რომ ადამიანი შესაძლებელია გარკვეული აშლილობისკენ (მგ., შიზოფრენიისაკენ) იყოს მიდრეკილი, მაგრამ ამ აშლილობამ შეიძლება არასოდეს იჩინოს თავი.
The concept of constitution includes the idea that a person may have a predisposition to develop a disorder (e.g. schizophrenia) even though the latter never manifests itself.
130479.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიატრიული ეტიოლოგიის თვალსაზრისით, კონსტიტუციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია პიროვნული მახასიათებლები.
From the standpoint of psychiatric aetiology, one of the important parts of the constitution is the personality.
130480.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ინდივიდუალურ შემთხვევებში ეტიოლოგიის დადგენისას, პიროვნული მახასიათებლები ყოველთვის ძირითადი ელემენტია.
When the aetiology of an individual case is formulated, the personality is always an essential element.