მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130501.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეტიოლოგიის განხილვისას სჯობს, ეს ორი მნიშვნელობა ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ.
When considering aetiology it is advisable to separate these two meanings.
130502.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პირველი რიგის ფაქტორებს შეგვიძლია სტრესორები ვუწოდოთ.
The first set of factors can usefully be called stressors.
130503.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ისინი მოიცავენ მრავალ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორს, რომელთაც შეუძლიათ არასასურველი ეფექტის გამოწვევა.
They include a large number of physical, psychological, and social factors that can produce adverse effects.
130504.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგჯერ ამ ცნებას უფრო ფართო მნიშვნელობით იყენებენ და მასში აერთიანებენ იმ მოვლენებს, რომლებიც იმწუთას უარყოფითად არ განიცდება, მაგრამ მათ შეიძლება შორეული უარყოფითი ეფექტი ჰქონდეთ.
The term is sometimes extended to include events that are not experienced as adverse at the time, but which may still have adverse long-term effects.
130505.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, შეჯიბრებამ შეიძლება იმ მომენტში სასიამოვნო დაძაბულობა გამოიწვიოს, მაგრამ იქონიოს არასასურველი გრძელვადიანი შედეგი.
For example, competition may produce an immediate feeling of pleasant tension, although it may lead to unfavourable long- term effects.
130506.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ადამიანზე ასეთი მოვლენის ზემოქმედებას, ჩვეულებრივ, სტრესულ რეაქციას უწოდებენ და მას განასხვავებენ მაპროვოცირებელი მოვლენისაგან.
The effect of such event on the person can usually be called the stress reaction, to distinguish it from the provoking events.
130507.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს რეაქცია მოიცავს ავტონომიური სისტემის რეაქციებს (მაგ., არტერიული წნევის მომატება), ენდოკრინულ ცვლილებებს (მაგ., ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყოფა) და ფსიქოლოგიურ რეაქციას (აგზნების განცდა).
This reaction includes autonomic responses (e.g. a rise in blood pressure), endocrine changes (e.g. the secretion of adrenaline and noradrenaline), and psychological responses (a feeling of being keyed up).
130508.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მრავალი სახის ნეირობიოლოგიური გამოკვლევა შეისწავლის თავის ტვინზე სტრესის ზემოქმედებას, კონკრეტულად კი იმას, თუ როგორ ზემოქმედებს სტრესი გუნებ-განწყობის რეგულაციასა და ემოციური ხასიათის ინფორმაციის გადამუშავებაში მონაწილე მექანიზმებზე.
Much current neurobiology research is involved in studying the effects of stressors on the brain, and in particular how stressors affect the mechanisms involved in the regulation of mood and processing of emotional information.
130509.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქოლოგიური რეაქციის ცნება.
The concept of a psychological reaction.
130510.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როგორც ითქვა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება იყოს რეაქცია უსიამოვნო ფაქტზე.
As already mentioned, it is widely recognized that psychological distress can occur as a reaction to unpleasant events.
130511.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგჯერ ასეთი ფაქტის ან მოვლენის კავშირი დისტრესსთნ თვალსაჩინოა (მაგალითად, ქალს ემართება დეპრესია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ).
Sometimes the association between event and distress is evident - for example, when a woman becomes depressed after the death of her husband.
130512.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგჯერ კი ძნელი გასარკვევია, ფსიქოლოგიური აშლილობა რეაქციაა კონკრეტული ფაქტის მიმართ, თუ ეს ორი უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს (მაგალითად, დეპრესია შორეული ნათესავის გარდაცვალების შემდეგ).
Sometimes it is far from clear whether the psychological disorder is really a reaction to an event, or whether the two have coincided fortuitously - for example, when a person becomes depressed after the death of a distant relative.
130513.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
იასპერსმა შემოგვთავაზა სამი კრიტერიუმი, რომლებიც გვეხმარება იმის დადგენაში, არის თუ არა ფსიქოლოგიური მდგომარეობა რეაქცია კონკრეტულ ფაქტზე.
Jaspers suggested three criteria for deciding whether a psychological state is a reaction to a particular set of events:
130514.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოვლენა ისეთივე სიმწვავის უნდა იყოს, როგორიცაა ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
The events must be adequate in severity to the psychological state.
130515.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
უნდა არსებობდეს ნათელი კავშირი მოვლენის ხასიათსა და ფსიქოლოგიური აშლილობის შინაარსს შორის.
There must be a clear connection between the nature of the events and the content of the psychological disorder.
130516.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზემოთ მოცემულ მაგალითში, ადამიანი შეიძლება მოცული იყოს თავის შორეულ ნათესავზე ფიქრით.
In the example just given, the person should be preoccupied with ideas concerning their distant relative.
130517.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს სამი კრიტერიუმი შეიძლება გამოვიყენოთ კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ შესაძლებელია ეს რთული აღმოჩნდეს (განსაკუთრებით ეს ეხება მეორე კრიტერიუმს).
These three criteria are useful in clinical practice, although they can be difficult to apply (particularly the second criterion).
130518.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გაგება და ახსნა.
Understanding and explanation.
130519.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როგორც ითქვა, კონკრეტულ პაციენტთან დაკავშირებით გაკეთებული ეტიოლოგიური დასკვნა უნდა აერთიანებდეს ერთი მხრივ ცოდნას, რომელიც პაციენტთა ჯგუფზე ჩატარებული კვლევებითაა მიღებული და მეორე მხრივ - ყოველდღიური გამოცდილებიდან შეძენილ ინტუიციურ გაგებას.
As already mentioned, aetiological statements about individual patients must combine knowledge derived from research on groups of patients with intuitive understanding derived from everyday experience.
130520.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიკური აშლილობის თაობაზე დასკვნის გამოტანის ამ ორ გზას იასპერსი აღნიშნავს შემდეგი ორი ტერმინით: „Erklären” და “Verstehen”.
Jaspers has called these two ways of making sense of psychiatric disorders "Erklären" and "Verstehen", respectively.