მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130581.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ქცევითი მოდელი ამ სახის აშლილობათა გაგების ალტერნატიულ გზას წარმოადგენს.
The behavioural model is an alternative way of comprehending these disorders.
130582.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ მოდელის თანახმად, დარღვევა განიხილება იმ ფაქტორების თვალსაზრისით, რომლებიც ნორმალურ ქცევას განაპირობებს.
In this model the disorders are explained in terms of factors that determine normal behaviour.
130583.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ესენია დრაივები, განმტკიცება, სოციალური და კულტურალური ზეგავლენა და შინაგანი ფსიქოლოგიური პროცესები, როგორებიცაა დამოკიდებულებები, რწმენები და მოლოდინები.
These include drives, reinforcements, social and cultural influences, and internal psychological processes such as attitudes, beliefs, and expectations.
130584.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ქცევითი მოდელის თანახმად არ არსებობს მკვეთრი სხვაობა ნორმალურ და ანომალიურ ქცევას შორის.
According to behavioural model, there will not be a sharp distinction between the normal and the abnormal.
130585.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამიტომ, ეს მოდელი გამოდგება მრავალი ვითარების გასაანალიზებლად, რასთანაც ფსიქიატრს აქვს შეხება.
This model can therefore be a useful way of considering many of the conditions that are seen by psychiatrists.
130586.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ ქცევითი მოდელი ძირითადად ფსიქოლოგიურ და სოციალურ მიზეზებს ითვალისწინებს, ის არ გამორიცხავს გენეტიკური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მიზეზების მოქმედებას.
Although the behavioural model is mainly concerned with psychological and social causes, it does not exclude genetic, physiological, or biochemical causes.
130587.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს იმით აიხსნება, რომ ქცევის ნორმალური პატერნები ნაწილობრივ გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული ან იმით, რომ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მექანიზმები უდევს საფუძვლად.
This is because normal patterns of behaviour are partly determined by genetic factors, and because psychological factors have a basis in physiological and biochemical mechanisms.
130588.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გარდა ამისა, ქცევითი მოდელი იყენებს, როგორც რედუქციონისტულ, ისე არა-რედუქციონისტულ ახსნა-განმარტებას.
Also, the behavioural model employs both reductionist and non- reductionist explanations.
130589.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ქცევითი ანომალიის ახსნა ხდება ანომალიური განპირობების (რედუქციონისტული მოდელი) ან სოციალურ ზემოქმედებათა ქსელის ცნებების გამოყენებით.
For example, abnormalities of behaviour can be explained in terms of abnormal conditioning (a reductionist model) or in terms of a network of social influences.
130590.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
განვითარების მოდელები.
Developmental models.
130591.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სამედიცინო და ქცევითი მოდელები ითვალისწინებს, რომ არსებობს პრედისპოზიციური და პრეციპიტატული მიზეზები.
Medical and behavioural models incorporate the idea of predisposing as well as precipitating causes.
130592.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შესაძლებელია წარსულმა მოვლენებმა განსაზღვროს, გამოიწვევს თუ არა ამჟამინდელი მიზეზი აშლილობას.
Past events may determine whether or not a current cause gives rise to a disorder.
130593.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგი მოდელი კიდევ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას წარსულ მოვლენებზე და მეტყველებს გამოცდილებათა თანმიმდევრობაზე, რამაც ამჟამინდელ აშლილობამდე მიგვიყვანა.
Some models place even more emphasis on past events in the form of a sequence of experiences leading to the present disorder.
130594.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამას ეტიოლოგიის მიმართ „ცხოვრების ისტორია“-ზე დაფუძნებული მიდგომა ეწოდება.
This approach has been called the "life story" approach to aetiology.
130595.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მისი ერთ-ერთი მაგალითია ფროიდის ფსიქოანალიზი; მეორე - მაიერის ფსიქობიოლოგია.
One example is Freud’s psychoanalysis and another is Meyer’s psychobiology.
130596.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს თვალსაზრისები ქვემოთ იქნება განხილული.
These ideas are considered further below.
130597.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პოლიტიკური მოდელები („ანტიფსიქიატრია“).
Political models ("antipsychiatry").
130598.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზემოთ განხილული მოდელები ეფუძნება მეცნიერულ მიდგომას ფსიქიკური დაავადების ეტიოლოგიის მიმართ.
The models outlined above rely on a scientific approach to psychiatric aetiology.
130599.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობის გაგება და შესწავლა შესაძლებელია ობიექტური და ემპირიული გზით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მეთოდების გამოყენებით.
This implies that psychiatric disorders can be studied and understood in an objective and empirical way using the methods of natural sciences.
130600.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიატრიის ისტორიაში ამ თვალსაზრისს ხშირად არადამაჯერებლად მიიჩნევდნენ, რის გამოც შემოჰქონდათ სხვა კონცეპტუალური მოდელები.
In the history of psychiatry this view has often been regarded as far from self- evident, and other conceptual models have sometimes been advocated.