მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130641.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მზარდ ინტერესს ტვინის პათოლოგიის მიმართ მოჰყვა ისეთი თეორიების შექმნა, რომელთა მიხედვითაც ფსიქიკური აშლილობის სხვადასხვა ფორმას თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება უკავშირდებოდა.
An increased interest in brain pathology led to theories that different forms of mental disorder were associated with lesions in different parts of the brain.
130642.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგრამ მეცხრამეტე საუკუნეში მან ახალი სახე მიიღო.
But in the nineteenth century it took a new form.
130643.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
1ფრანგმა ფსიქიატრმა მორელმა წამოაყენა მოსაზრება, რომელიც, შემდგომში, „დეგენერაციის თეორიის“ სახელით გახდა ცნობილი.
Morel, a French psychiatrist, put forward ideas that became known as the "theory of degeneration".
130644.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
არა მარტო ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებაა თანდაყოლილი, არამედ თანდაყოლილი შეიძლება იყოს გარემოს ზეგავლენის შედეგებიც.
Not only that some mental illnesses are inherited, but also that environmental influences could lead to physical changes.
130645.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მორელი ამბობდა, რომ რადგანაც თითოეულ თაობაში ზემომქმედ გარემო ფაქტორებს შთამომავლობითი ეფექტი აქვთ, დაავადებები სულ უფრო მძიმე ფორმით ვლინდება ყოველ მომდვნო თაობაში.
Morel proposed that, as a result of the successive effect of environmental agents in each generation, illnesses appeared in increasingly severe forms in successive generations.
130646.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს იდეები შეესაბამებოდა ფართოდ აღიარებულ თეორიებს, რომელთა თნახმადაც, შეძენილი მახასიათებლები შთამომავლობით გადაეცემოდა, ამიტომ მათ ადვილად მოიკიდეს ფეხი.
These ideas were consistent with the accepted theories of the inheritance of acquired characteristics, and they were widely accepted.
130647.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამგვარი ფაქტები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ ეტიოლოგიურმა თეორიებმა შეიძლება განაპირობოს პაციენტებზე ზრუნვის მიმართ არასასურველი დამოკიდებულების გაჩენა.
These facts remind us once again that aetiological theories may give rise to undesirable attitudes to the care of patients.
130648.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებულ მიზეზობრივ კავშირებზე ყველაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის ფრანგი ფსიქიატრის, ესკიროლის, და გერმანელი ფსიქიატრის, გრიზინგერის, ნაშრომები.
Mid-nineteenth-century views of the causation of mental illness can be judged from the widely acclaimed works of Esquirol, a French psychiatrist, and of Griesinger, a German psychiatrist.
130649.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ესკიროლს აინტერესებდა ცალკეული პაციენტის ავადმყოფობის მიზეზები და ნაკლებად - ეტიოლოგიის ზოგადი საკითხები.
Esquirol was intereseted in the causes of illness in the individual patient, and was less concerned with general theories of aetiology.
130650.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მან დააფიქსირა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია ცალკეულ შემთხვევაში და განასხვავა ერთმანეთისაგან პრედისპოზიციური და პრეციპიტატული მიზეზები.
He recorded psychological and physical factors, which he believed to be significant in individual cases, and he distinguished between predisposing and precipitating causes.
130651.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ის თვლიდა, რომ შთამომავლობის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია პრედისპოზიციურ ფაქტორებს შორის.
He regarded heredity as the most important of the predisposing factors.
130652.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიკური აშლილობის მნიშვნელოვან მიზეზებად მიიჩნეოდა ეპილეფსია, ალკოჰოლის ავადმოხმარება, ინტენსიური მასტურბაცია, მშობიარობა, ლაქტაცია და მენსტრუალური ციკლის ხელოვნური შეწყვეტა.
Important causes of mental disorder included epilepsy, alcohol misuse, excessive masturbation, childbirth and lactation, and suppression of menstruation.
130653.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ესკიროლის დაკვირვებით, ასაკი ზემოქმედებს დაავადების ტიპზე.
Esquirol observed that age influenced the type of illness.
130654.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, დემენცია არ გვხვდება ახალგაზრდებში, ხოლო მანია არ არის ტიპიური ხანდაზმულთათვის.
Thus dementia was not observed among the young, but mania was uncommon in old age.
130655.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ის აღიარებდა, რომ პიროვნული თვისებები ხშირად ასრულებს დისპოზიციური ფაქტორის როლს.
He recognized that personality was often a predisposing factor.
130656.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ნაშრომში „ფსიქიკური აშლილობის პათოლოგია და თერაპია“, გრიზინგერი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური აშლილობა წარმოადგენს ტვინის ფიზიკურ დარღვევას.
In Pathology and Therapy of Mental Disorders, Griesinger maintained that mental illness was a physical disorder of the brain.
130657.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ძალიან ხშირად დაავადების ემბრიონი ჩასახულია ცხოვრების იმ ადრეულ პერიოდში, როდესაც იწყება ხასიათის ფორმირება.
Very often the germs of the disease are laid in those early periods of life from which the formation of character dates.
130658.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს იზრდება განათლებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
It grows by education and external influences.
130659.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოუდსლი მიზეზებს გრიზინგერის მსგავს ტერმინებით აღწერდა.
Maudsley described the causes in terms similar to those of Griesinger.
130660.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დისპოზიციური მიზეზები (მემკვიდრეობითობა და აღზრდა) ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უფრო თვალსაჩინო პროქსიმალური მიზეზები.
Disposing causes (heredity and upbringing) were as important as the more obvious proximal causes.