მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130621.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ითვლებოდა, რომ ფრენიტს, რომელსაც დელირიუმის თანმხლებით მიმდინარე ფებრილურ მდგომარეობას უწოდებდნენ, ყვითელი ნაღველის მოჭარბება იწვევდა.
Phrenitis, the name given to an acute febrile condition with delirium, was thought to result from an excess of yellow bile.
130622.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ პერიოდში ფსიქიკური დაავადებების მიზეზები ცოდვისა და ბოროტების თეოლოგიური ცნებებით იყო ფორმულირებული, რის გამოც ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანებს სდევნიდნენ, როგორც ჯადოქრებს.
At this time the causes of mental illness were formulated in theological terms of sin and evil, with the consequence that many mentally ill people were persecuted as witches.
130623.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებში უარყვეს რწმენა, რომ ფსიქიკური აშლილობის მიზეზი ზებუნებივი ძალები და ჯადოქრობაა.
It was not until the middle of the sixteenth century that beliefs in the supernatural and witchcraft were strongly rejected as causes of mental disorder.
130624.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
უფრო ადრე, ცნობილმა მკურნალმა პარაცელსუსმა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ფსიქიკურ დაავადებებს ბუნებრივი მიზეზები წარმოშობს.
Earlier, the renowned physician Paracelsus had emphasized the natural causes of mental illness.
130625.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში ჩამოყალიბდა უფრო მეცნიერული მიდგომა ფსიქიკური დაავადებების მიზეზების მიმართ, რაც გამოიწვია ექიმების დაინტერესებამ ფსიქიკური აშლილობებით, განსაკუთრებით კი ისტერიითა და მელანქოლიით.
In the seventeenth and eighteenth centuries, a more scientific approach to the causation of mental illness developed as physicians became interested in mental disorders, mainly hysteria and melancholia.
130626.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ინგლისელი ექიმი თომას უილისი მელანქოლიას „გულის ვნებას“ მიაწერდა, მაგრამ, ამავე დროს, თვლიდა, რომ სიგიჟე (ავადმყოფობა, რომელსაც თან ახლავს აზროვნების დარღვევები, ბოდვა და ჰალუცინაციები) „ტვინის დეფექტით“ იყო გამოწვეული.
The English physician Thomas Willis attributed melancholia to "passions of the heart", but considered that madness (illnesses with thought disorder, delusions, and hallucinations) was due to a "fault of the brain".
130627.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
უილისი აცნობიერებდა, რომ ეს დეფექტი იყო არა თვალშისაცემი სტრუქტურული დაზიანება, არამედ ფუნქციური ანომალია.
Willis realized that this fault was not a recognizable gross structural lesion, but a functional abnormality.
130628.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
იმ დროს გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისად, ის საუბრობდა „სასიცოცხლო სულების“ აშლილობაზე, რომლებიც პასუხს აგებდნენ ნერვულ ქმედებაზე.
In the terminology of the time, he referred to a disorder of the "vital spirits" that were thought to account for nervous action.
130629.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
უილისი იმასაც აღნიშნავდა, რომ ისტერია ვერ იქნებოდა გამოწვეული საშვილოსნოს გადაადგილებით, რადგან ამ ორგანოს მდებარეობა მენჯის ღრუში მყარი იყო.
He also pointed out that hysteria could not be caused by a displacement of the womb, because the organ is firmly secured in the pelvis.
130630.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეჩვიდმეტე საუკუნის კიდევ ერთმა ინგლისელმა ექიმმა, თომას სიდენჰამმა, უარყო თეორია, რომლის თანახმად ისტერია საშვილოსნოს ფუნქციური პათოლოგიით უნდა ყოფილიყო გამოწვეული („საშვილოსნოსმიერი გაგუდვა“), რადგან მან ამ მდგომარეობის არსებობა მამაკაცებთანაც დაადგინა.
Another seventeenth- century English physician, Thomas Sydenham, rejected the theory that hysteria was caused by a functional disorder of the womb ("uterine suffocation"), because he had observed the condition in men.
130631.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად ექიმების ინტერესის განახლებისა ფსიქიკური დაავადებების მიზეზების მიმართ, მეჩვიდმეტე საუკუნის ყველაზე ავტორიტეტული ნაშრომი სასულიერო პირს - რობერტ ბერტონს, ეკუთვნის.
Despite this renewed medical interest in the causes of mental disorder, the most influential seventeenth- century treatise was written by a clergyman, Robert Burton.
130632.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ ნაშრომში „მელანქოლიის ანატომია“ დეტალურადაა აღწერილი ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები (სიღარიბე, შიში და მარტოობა), რომლებიც უკავშირდება მელანქოლიას და, როგორც ჩანს, იწვევს მას.
This work, The Anatomy of Melancholy, described in detail the psychological and social causes (such as poverty, fear, and solitude) that were associated with melancholia and seemed to cause it.
130633.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეტიოლოგია ნოზოლოგიაზეა დამოკიდებული.
Aetiology depends on nosology.
130634.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მანამ, სანამ გავარკვევთ, თუ რა კავშირია სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებებს შორის, ცოტა რამ უნდა ვიცოდეთ კაუზალური კავშირის შესახებ.
Unless it is clear how the various types of mental disorder relate to one another, little progress can be made in understanding causation.
130635.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
იტალიელი ექიმი მორგანი, რომელიც აკვირდებოდა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე სახის სიგიჟე.
From his observations of patients with psychiatric disorders, the Italian physician Morgagni became convinced that there was not one single kind of madness, but many different ones.
130636.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აქედან ყველაზე ცნობილია უილიამ კალენის კლასიფიკაცია, რომელმაც ნევროზის კატეგორია შეიტანა იმ აშლილობების აღსანიშნავად, რომლებიც არ არის ნერვული სისტემის ლოკალიზებული დაავადებით გამოწვეული.
One of the best known classification was proposed by William Cullen, who included a category of neurosis for disorders not caused by localized disease of the nervous system.
130637.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოსაზრება, რომ ადამიანის ფსიქიკური აშლილობები გამოწვეულია თავის ტვინის კონკრეტული უბნების დაზიანებით, მომდინარეობს ფრენოლოგიის თეორიიდან, რომლის ავტორები არიან გალი და მისი მოსწავლე შპურცჰაიმი.
The idea that individual mental disorders are caused by lesions of particular brain areas can be traced back to the theory of phrenology proposed by Franz Gall and his pupil Johann Spurzheim.
130638.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გალის აზრით, ტვინი არის ფსიქიკის ორგანო, ხოლო ფსიქიკა სხვადასხვა კონკრეტული უნარებისაგან შედგება, რომელთა საფუძველი ტვინის გარკვეული უბნებია.
Gall proposed that the brain was the organ of the mind, that the mind was made up of specific faculties, and that these faculties originated in specific brain areas.
130639.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გალი იმასაც ამტკიცებდა, რომ ტვინის უბნების ზომა განსაზღვრავს მასში არსებული უნარების სიძლიერეს და რომ ტვინის უბნების ზომა აისახება თავის ქალის მოყვანილობაში.
Gall also proposed that the size of a brain area determined the strength of the faculty that resided in it, and that the size of brain areas was reflected in the contours of the overlying skull.
130640.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შესაბამისად, თავის ფორმა ასახავს პიროვნების ფსიქიკურ მონაცემებს.
Thus the shape of the head reflects a person’s psychological make-up.