მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130681.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ყოველი თაობა თავის ეტიოლოგიურ თეორიას აფუძნებდა თავისი დროისათვის ყველაზე აქტიურ და დამაჯერებელ მეცნიერულ მიდგომებზე.
Each generation bases its theories of aetiology on the scientific approaches that are most active and plausible at the time.
130682.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგჯერ ფსიქოლოგიური იდეები ხდებოდა წამყვანი, ზოგჯერ კი გენეტიკური და ნევროპათოლოგიური.
Sometimes psychological ideas prevail, sometimes neuropathological and genetic ones.
130683.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
საუკუნეების მანძილზე, დაკვირვებული კლინიცისტები კარგად აცნობიერებდნენ ფსიქიკური აშლილობის მიზეზების სირთულეს და ისიც კარგად ესმოდათ, რომ არც ეტიოლოგია და არც მკურნალობა არ უნდა ყოფილიყო ვიწროდ ფოკუსირებული იმჟამინდელ მეცნიერულ იდეებზე.
Throughout the centuries, however, observant clinicians have been aware of the complexity of the causes of psychiatric disorders, and have recognized that neither aetiology nor treatment should focus narrowly on the scientific ideas of the day.
130684.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიდგომა უნდა ყოფილიყო ფართო და გაეთვალისწინებინა ნებისმიერი ფსიქოლოგიური, სოციალური და ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტულ შემთხვევაში.
The approach should be broader, encompassing whatever psychological, social, and biological factors seem to be most important in the individual case.
130685.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თანამედროვე მეცნიერები მუშაობენ ნეირომეცნიერების სწრაფი განვითარების ეპოქაში, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ ფართო კლინიკური მიდგომა ეტიოლოგიის საკითხებისადმი.
Modern psychiatrists are working in an era of rapid development of the neurosciences, but they need to keep the same broad clinical approach of aetiology.
130686.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეცნიერული დისციპლინების წვლილი ფსიქიკური დაავადებების ეტიოლოგიაში.
The contribution of scientific disciplines to psychiatric aetiology.
130687.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ცხრილი 5.1 გვიჩვენებს დისციპლინათა იმ ჯგუფების ჩამონათვალს, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ფსიქიკური დაავადებების ეტიოლოგიაში.
The main groups of disciplines that have contributed to the knowledge of psychiatric aetiology are shown in Table 5.2.
130688.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოცემულ თავში თითოეული ჯგუფი განხილულია თანმიმდევრულად და გაცემულია პასუხები შემდეგ კითხვებზე:
In this chapter each group is discussed in turn, and the following questions are answered:
130689.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ცალკეულმა დისციპლინამ ფსიქიკურ აშლილობათა ეტიოლოგიის რა პრობლემებს შეიძლება გასცეს პასუხი?
What sort of problem in psychiatric aetiology can be answered by each discipline?
130690.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგადად, რა სახით ცდილობს თითოეული დისციპლინა ამ კითხვებზე პასუხის გაცემას?
How, in general, does each discipline attempt to answer the questions?
130691.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ჩნდება თუ არა კონკრეტული სირთულეები, როდესაც ამ მეთოდებს ვიყენებთ ფსიქიკური აშლილობების ახსნისას?
Are any particular difficulties encountered when applying its methods in explaining psychiatric disorders?
130692.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აღწერითი კლინიკური კვლევები.
Clinical descriptive studies.
130693.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მანამ, სანამ განვიხილავდეთ უფრო სრულყოფილად დამუშავებულ მეცნიერულ მიდგომებს ეტიოლოგიის მიმართ, გვსურს მკითხველის ყურადღების მიპყრობა მარტივი კლინიკური გამოკვლევის ღირებულებაზე.
Before reviewing more elaborate scientific approaches to aetiology, attention is drawn to the continuing value of simple clinical investigations.
130694.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიატრია სწორედ ასეთ გამოკვლევებს ეფუძნება.
Psychiatry is built on such studies.
130695.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, თვალსაზრისი, რომ შიზოფრენიასა და გუნებგანწყობის აშლილობას, სავარაუდოდ, განსხვავებული მიზეზები აქვს, ძირითადად, ემყარება ფსიქიატრების ძველი თაობის მიერ ჩატარებულ სკრუპულოზურ აღწერით გამოკვლევებს და შემდგომ დაკვირვებებს.
For example, the view that schizophrenia and the mood disorders are likely to have separate causes depends ultimately on the careful descriptive studies and follow-up enquiries carried out by earlier generations of psychiatrists.
130696.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მას, ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, თუ რამდენად ღირებულია აღწერითი კლინიკური გამოკვლევები, ვურჩევთ გაეცნოს ობრი ლუისის ნაშრომს მელანქოლიის შესახებ.
Anyone who doubts the value of clinical descriptive studies should read the paper by Aubrey Lewis about melancholia.
130697.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ნაშრომში წარმოდგენილია მძიმე დეპრესიული აშლილობის 61 შემთხვევა და ამ აშლილობის ნიშნებისა და სიმპტომების დეტალური კვლევა.
This paper describes a detailed investigation of the symptoms and signs of 61 cases of severe depressive disorder.
130698.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ლუისის დაკვირვებებმა ყურადღება მიაპყრო ისეთ გადაუჭრელ პრობლემებს, როგორებიცაა დეპერსონალიზაციის კავშირი აფექტურ ცვლილებებთან და მანიაკალური სიმპტომების არსებობა,
Lewis’s observations drew attention to unsolved problems, including the relationship of depersonalization to affective changes and the presence of manic symptoms.
130699.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რეაქტიულ და ენდოგენურ ჯგუფებად დეპრესიული აშლილობის კლასიფიკაციის ვალიდურობა.
The validity of the classification of depressive disorders into reactive and endogenous groups.
130700.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ჯერჯერობით ვერც ერთი ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, მაგრამ ლუისის ანალიზი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის მათზე ამახვილებს ყურადღებას.
None of these problems has yet been solved, but the analysis by Lewis was important in focusing attention on them.